კამათი იმის შესახებ, ოცდამეერთე საუკუნეში ქრისტეს ექნებოდა თუ არა ფეისბუკი, რამდენიმე ბლოგზე შემხვდა (მომიჯნავე თემებია, ჯიპით ივლიდა თუ არა, რა ეცმეოდა და ა.შ.). როგორც წესი, ამ კამათების მიზეზი და საფუძველი სოციალურ ქსელებში გააქტიურებული სასულიერო პირები ხდებიან ხოლმე. კამათის მონაწილენი, ორივე მხრიდან, სახარებისეულ ციტატებს იშველიებენ და საკუთარი კონოტაციებით გვთავაზობენ, რათა თავიანთი სიმართლე დაამოწმონ.
სოციალურ ქსელებში საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებიც მრავლად გვხვდებიან და ხშირად, განსხვავებულ პოზიციათა დაპირისპირების ასპარეზიც სწორედ იქ იმართება (გახსოვთ ალბათ, გასული წლის მიწურულს მომხდარი ამბები). გულწრფელობისთვის უნდა ითქვას, რომ ზემოდაწერილი "სოციალურ ქსელებში" - არასწორი ფორმაა და სჯობს დავკონკრეტდეთ - ფეისბუკზე. რადგან არ მეგულება, არ მახსენდება სმე-ს სასულიერო პირი, რომელიც ამ ქსელის მიღმა სხვა ქსელებსაც იცნობს ან მონაწილეობს იქ.
თავისთავად ციფრულ სამყაროში მათი ჩართულობა არც გასაკვირია, არც დასაძრახი და არც გასაკიცხი. ყველა დროში ყველაზე თანამედროვე რელიგიის მიმდევარი დროს ჩამორჩე, ალბათ არასწორია. ვფიქრობ, ინტერნეტს თავისი მადლმოსილება გააჩნია, უბრალოდ, როგორც ზოგადად ხდება, ამ მადლს დანახვა, მიღება და გამოყენება უნდა.
ახლა როდესაც, ბოლო დროის გახმაურებული ამბები მეტ-ნაკლებად ჩაწყნარდა და ემოციებზე მეტად შეგვიძლია რაციოთი ვიმსჯელოთ, მინდა, ფეისბუკქადაგებების თემას შევეხო. არაერთხელ ხუმრობით, წყენით, ირონიით, გაბრაზებით მცირე რეპლიკები ისედაც მომისვრია ციფრულ სამყაროში, მაგრამ ამჯერად გავახმიანებ კითხავს - რატომ? და ამ კითხვებზე ავაწყობ დიალოგებს.
- რატომ არიან მამაოები ფეისბუკზე?
- იმიტომ, რომ ფეისბუკი თანამედროვე სამყაროს შემადგენელი ნაწილია, იქ მისი სულიერი შვილები არიან და მამაოც შედის, ეცნობა, თვალყურს ადევნებს მათ.
- მშვენიერი პასუხია და მისაღებიც. თვალყურის დევნება სულიერი შვილებისთვის ან ახლობლების მოკითხვა, ან უბრლოდ დროის მოკვლა მისი ნება და ფუფუნებაა, გასაგებია, ადამიანებს სისუსტეები აქვთ, მაგრამ აქტიურობა?
- ზოგჯერ მამაოსაც უნდა რომ რამე დაწეროს, არ შეიძლება?
- კი, თუმცა გააჩნია ეს რამე რა არის, ვის მიემართება, სად იწერება და როდის, არ მეთანხმები? ახლა არ ვსაუბრობ პოეტ თუ მომღერალ მღვდლებზე, ისინი უფრო პოეტობენ, ვიდრე მღვდლობენ, ამიტომ მათთვის პუბლიკა, ტაში, ოვაცია, ინტერაქცია მნიშვნელოვანია. მე საუბარი მაქვს ფეისბუკზე მქადაგებელ მამაოებზე.
- კი, ზოგჯერ ქადაგებაც უწევთ.
- და რატომ? რა საჭიროა? ვის უქადაგებენ?
- შეცდომილ ხალხს, საკუთარ მრევლს, ზოგჯერ რაიმე შფოთია ეკლესიაში და იმაზე აფიქსირებენ საკუთარ აზრს.
- ვისთვის აფიქსირებენ?
- ხან ერთმანეთისთვის, ხან მრევლისთვის.
- ერთმანეთზე აბა რა გიპასუხო და მრევლს რაც შეეხება, მოდით, დეტალურად მივყვეთ. თუ მამაოს ჰყავს მრევლი, წესით მას ტაძარში უნდა უქადაგებდეს და ცდილობდეს თავად ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ ტაძარში, რათა მრევლი მუდამ ტაძრისკენ მიიწევდეს მასთან შესახვედრად. ტაძარი, თუ უფლის სახლია, ამაზე კარგი ადგილი რა უნდა იყოს მრევლთან საქადაგებლად? თუ ვინმეს ქრისტეს შემეცნება დაუსახავთ მიზნად, ამისთვისაც იდეალურია ტაძარი. ამის გათვალისწინებით, მამაოს ნათქვამი, შვილო ფეისბუკზე მომწერე და გიპასუხებ, ცოტა გაურკვეველია. მაგრამ დავუშვათ, არის ისეთ სულიერი შვილი, რომელსაც აქვს პრობლემა და ფეისბუკზე მისწერა მოძღვარს. ცხადია, ასეთ დროს პასუხიც უნდა დაუბრუნოს მამაომ გამონაკლისის სახით და თუ პატიოსანი და სულიერ შვილებზე მზრუნველი მღვდელია, დაიწყოს საათობით საუბარი/მიმოწერა მისი პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ კვლავ დააბრუნოს ტაძარში. ან ხედავს, რომ მისი სულიერი შვილი აფიქსირებს ისეთ პოზიციას, რომელიც ეწინააღმდეგება ქრისტიანობას და შეიძლება მასაც მიწეროს მოძღვარმა და სწორედ ამ მადლიანი ინტერნეტის წყალობით დაარიგოს. ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ ხოლმე ფეისბუკზე დაწერილ ტრაქტატებს, რომელიც ვერ ვიტყვი რომ კავშირშია ქრისტესთან, უფრო ზოგადად მათ შეხედულებებს წარმოადგენს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც კვლავ შეიძლება მათ სულიერ შვილებს აღელვებდეს ან უბრალოდ დღის ნიუსი იყოს რუსთავი 2-დან. ამ თვალთახედვით, მამაო მხოლოდ პოპულისტი გამოდის. ესეც არ იყოს, მისი ინტერნეტ სივრცეში ხელმისაწვდომობა, ტაძრის დაცლას კიდევ უფრო აადვილებს. ცხადია, მღვდლების ფეისბუკზე მომრავლების ლოგიკურ გაგრძელებას უნდა მივაწეროთ ჩვენი ციფრული ქრისტიანობაც - ლოცვები და უფლისადმი აღვლენილი ვირტუალურ ღაღადებანი, "ყველამ თითო ამინ დავუწეროთ" და ა.შ.
- არ შეიძლება მამაოს პირადი ცხოვრება ჰქონდეს? პირადი აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.
- ყველაზე აფსურდული და უაზრო კითხვაა ხოლმე, რომელსაც ამ დროს სვამენ. რა შუაშია პირადი ცხოვრება და ფეისბუკზე საჯაროდ დალაგებული ფოტოები/ვიდეოები/პოსტები და ა.შ. ფრაზა - "მე ჩემთვის ვწერ" - ან გულწრფელი სისულელეა, ან მზაკვრული ტყუილი. ასეთების პოსტებს აქვთ 1500 მოწონება და 300 კომენტარი. მოდით, ექსპერიმენტის სახით, 2 კვირის განმავლობაში მათ არცერთ პოსტს არ მოყვეს საპასუხო რეაქცია და ვნახავთ ამ "ჩემთვის წერას" როგორ მალე შეეშვებიან და ბოლო სტატუსი იქნება "ამაოება ამაოებათა, ყველაფერი ამაოა".
- ზოგს მართლა ძალიან სჭირდება ხოლმე მათი რჩევები, დარიგებები, მრავალი ადამიანი მათი პოსტებიდან ბევრ რამეს სწავლობს და აღარ არის ხალხი ბრმა მრევლი.
- კიდევ ერთი საინტერესო პასუხი აპოლოგეტებისა. დავიწყოთ იმით, რომ ზემოთაც დავწერე და ახლაც გავიმეორებ - ინტერნეტი მადლია. ცხადია, ვერაფერს ვხედავ ცუდს იმაში, ინტერნეტში რომ დევს წმინდა წერილი, წმინდა მამების ქადაგებები და დარიგებანი, ეკლესიის ისტორია თუ პატროლოგია. ბევრი მღვდელი გინახავთ, მრევლს მიუთითებდეს ამ საიტებზე, წაიკითხეთო? ან აზიარებდეს იქიდან პოსტებს? ან საერთოდ უთხრას მრევლს, მოშორდით ფეისბუკს, მოდით ჩვენი სამრევლო გვერდი გავაკეთოთ, რომ როცა ინტერნეტში იქნებით, იქაც კი შეგვეძლოს ღმერთზე საუბარი? საიტს ვინ ჩივის, პირადი ბლოგი შექმნას, ან დახურული ჯგუფი შექმნას იგივე ფეისბუკზე საკუთარი სულიერი შვილებისთვის და ცოტა მოწყვიტოს გარესამყაროს. არა, პავლეს ნათქვამი - ნარჩევი სოფლისა შევიქმენითო, მათზე ვერ ვრცელდება და პირიქით, იქ ეკვეხებიან, სადაც ყველაა. ამიტომ კიდევ გავიმეორებ, ფეისბუკ ქადაგებები უფრო პოპულისტობაა, ვიდრე მოდერნული ქრისტიანობა.
რაც შეეხება ქრისტეს ფეისბუკზე ყოფნას. მაცხოვარს, სულ მინიმუმ, ყველაზე ცუდი დათვლებით 7000 მიმდევარი ჰყავდა (სტატისტიკა აღებულია სახარებიდან, დაპურების ეპიზოდი), თანამედროვე ენაზე - ფოლოუერი, რომელსაც "გამოწერილი ჰქონდა მისი გვერდი" და სადაც ის მიდიოდა, მიყვებოდა (თავად მაცხოვარი, არ აანონსებდა ხოლმე აქ მივდივარო, ან თუ მივიდოდა, არ ჩექინდებოდა აქ ვარო). მართალია მიმდევრები პრაგმატული მიზნებით იყვნენ, ავადმყოფებს განკურნება უნდოდათ, მშიერ ხალხს დაპურება, ცნობისმოყვარეებს სასწაულის ხილვა, პროვოკატორებს მისი გამოჭერა და ა.შ, მაგრამ თავად მაცხოვარი ყველა ამ დიდი შეკრებიდან ცდილობდა განრიდებას და განმარტოებას. მეტწილად 12_თან ერთად დადიოდა და განსაკუთრებულ შემთხვევებში, 12-დან 3-ს ამოარჩევდა ხოლმე. ცდილობდა, არა საზოგადოებას და სამყაროს მორგებოდა და მისი რიგითი წევრი გამხდარიყო, არამედ თავად შეექმნა საზოგადოება და საბოლოოდ, სრულიად ახალი სახელმწიფო შექმნა - ქრისტეს ეკლესია. უცნურია, რომ მე ეს პოსტი ქრისტეს ეკლესიის მღვდელმსახურებს, ქრისტეს სახეებს მივუძღვენი.
ახლა ისმის კითხვა - მე რომ ამ პოსტს წავაწერო, ისე უბრალოდ, ჩემთვის დავწერეთქო, გულწრფელი ვიქნები? ვინმე დაიჯერებს?
გადაკითხვის შემდეგ, აღმოვაჩინე რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამომრჩენია. პოსტიდან გამომდინარე, მღვდლების თუ სხვა ადამიანების ინტერნეტისადმი დამოკიდებულება ჩანს - გამომყენებლური, მომხვეჭელი. იქვე ვახსენე, რომ ინტერნეტი მადლია. თუ მადლია, მას გამრავლებაც სჭირდება. წლებია ისმის წუწუნი, რომ ქართული ინტერნეტი ღარიბია, მათ შორის ამას ამბობენ ის სასულიერო პირებიც, რომლებსაც გარკვეული შეხება ჰქონიათ გუგლთან, რაიმე ინფორმაცია მოუძებნიათ ქართულ ენაზე ან განათლება მიღებულებმა იციან ქართულენოვანი სამეცნიერო სამყაროს სიღარიბე. ამიხსენით, ფეისბუკზე დადებული სტატიებით/წერილებით ქართული ინტერნეტი ფართოვდება? თუ რადგან ინტერნეტს ეხება, ამ დროს გამოყენება და მიგდება, შეიძლება?
მე დავიჯერებ ისე რო დაწერე ^_^
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია