პრინცესა რომ ვერასდროს გახდებოდა იცოდა, მაგრამ მაინც ოცნებობდა გრძელ კაბასა და ძვირიან გვირგვინზე. ბავშვობაში ხშირად უნახავს ეპიზოდები, სიმპატიური პრინცისა და ღარიბი გოგონას სიყვარულის ისტორიიდან. ობოლი და გამოუსვლელი გოგო, ყოველთვის ამარცხებდა სულით მახინჯ მოწინააღმდეგეებს და იდეალური პრინცის გულსაც იგებდა.
"ასეთები მხოლოდ ზღაპრებში ხდება" გაიფიქრებთ თქვენ და მართალიც იქნებით, რადგან იდეალურ ბიჭებს საკმარისზე დიდი წარმოდგენა აქვთ თავიანთ თავზე და ნაკლებად ეძებენ გაუნათლებელ გოგონებს, ცუდი გარეგნობითა და კეთილი გულით.
ჩვენმა ქართველმა გმირმა კი არ იცოდა, რომ "ზოლუშკამ" მხოლოდ ოცნების უნარი განუვითარა და სინამდვილეში კი მისი შეგნება იგივე დარჩა, რაც 11 წლის ასაკში იყო ანუ საერთოდ არ არსებობდა. შეგნება იმისა, რომ კარგი ყოველთვის კარგს ეძებს და თუ არ ეძებს, არც ყოფილა კარგი. მას სჯეროდა ილუზიების და სადღაც გულში, დარწმუნებულიც იყო რომ იპოვიდა იმ ერთადერთს.
"უნდოდა გულით". და საზოგადოებაში გავრცელებულმა აზრმაც, თითქოს გულით ნათხოვარი სურვილი, უეჭველად ხდებოდეს – ჩვენი გმირიც დააჯერა ურყევ ჭეშმარიტებაში.
და იპოვა კიდეც...
ძლიერმა, მდიდარმა, კარგი ოჯახიშვილმა (ამან განსაკუთრებით მოხიბლა მეზობლები) და მამაპაპური ტრადიციების დამცველმა, ცოლად შეირთო მდაბიო მეოცნებე და ცხოვრობდნენ ისინი ბედნიერად, თუ ამას ასე შეიძლება დავარქვათ.
პრინცი საკმარისად მდიდარი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კვირაში 3_ჯერ გამოეცვალა ნაშები.
საკმარისად კარგი ოჯახიშვილი, რომ მხოლოდ დედისთვის დაეჯერებინა.
საკმარისად ქართველი, რომ ცოლის უფლების მაგივრად, მისი ცემის ტრადიცია დაეცვა.
და საკმარისად ძლიერიც, რომ ერთხელაც ცოლის სხეულმა ვეღარ გაუძლო და მდიდრულ ოთახში გარდაიცვალა. ისეთში, როგორიც მხოლოდ პრინცესებს შეეფერაბათ.
სამწუხაროდ, ეს ისტორია ზღაპარს ვერ დაემსგავსა. მათ ხომ დიდი ხანი ვერ იცხოვრეს, მაგრამ ყოველთვის ასე კი არ ხდება. თუ ცოლი ამტანია, დიდხანსაც ცოცხლობენ ხოლმე.
ჭირი იქა (ინგლისში) და ლხინი აქა (საქართველოში) – თუ კიდევ გჯერათ ზღაპრების.
ox oooox oxxx... getanxmebi dgevaandeli qalebi ocnebooben priincze da txoovdebian pulian goorebze... magraam es vitoomdazgapaarii :D qalis kidev gayiduuli sulia da araa siiyvaruulis araa is room man martla ipova siyvaruli... :D es ambavi tiitqoosda realobaa magram mainc chvenganshoorsaaaa
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია