შეწუხებული მუზა სხვა დროს სხვა კლინიკაშიც წავიყვანე. მას გავუმხილე, რომ თვალით ნახულს და ყურით გაგონილს, რატომღაც, სარკის ფილოსოფია დავარქვი. გაეღიმა; ალბათ მისი წილიც დაინახა ჩემებურ წარმოსახვაში.
პატარა კლინიკის მოსაცდელში დავჯექი. მეხუთე ვიყავი, თუმცა ჯერ ანალიზის პასუხი უნდა ამეღო და მერე ექიმს ვწვეოდი.
- თხუთმეტი წუთი მოიცადე, - მითხრეს სამკაციან ლაბორატორიაში და მეც ვიცდიდი. პაციენტები ემატებოდნენ. ზოგს ახლდა ვიღაც თან. ასეთები არ სხდებოდნენ: მხლებელი ხან ერთ, ხან მეორე ოთახში ყოფდა თავს და მერე თვალით ანიშნებდა ავადმყოფს; კარგა ხანს შეიხიზნებოდნენ ეკემის კაბინეტში და ღიმილიანი მუსაიფით გამოვიდოდნენ; ფულს იხდიდნენ კუთხეში მიკუნჭულ კომპიუტერთან მჯდომ პერსონასთან და რეცეპტების ფრიალით და ქაქანით გარეთ გადიოდნენ.
- ეი, ეი! - გასძახა ერთ - ერთს პერსონამ, თქვენ არ გადაგიხდიათ, მობრუნდით!
- წინა მოსვლაზე გადავიხადე, ეხლა მეორედ მოვედი, წესით არ მეკუთვნის.
- ჩექი, ჩექი მაჩვენეთ!
- მაშინ ჩექი ვერ გამოწერეთ, ჩექი არ იყო.
- ოჰ, კარგი, კარგი... დაეჭვებით ჩაილაპარაკა ფრთხილმა პერსონამ და თავის ადგილს დაუბრუნდა.
მოახალგაზრდაო კაცი შემოვიდა. ხელში დაგორგლილი გაზეთები დადო. ცოტა ხანში ერთი გამოაძრო და კითხვა დაიწყო. მე მსუნაგად გამექცა თვალი. კითხვა მინდოდა ლოდინის შესამსუბუქებლად. ისე, ამ კაცისგან გამიკვირდა ეს იშვიათობა, თანაც ამ საუკუნეში ასაკმომატებული მოვაჭრე ქალები თუ წაიკითხავენ ჟურნალს, ისიც ხელიდან ხელში. ამაზე მუზაც მხრებს იჩეჩავს. გაბრაზებული, წარსულთან მეტად მიჯაჭვული ხნიერები თუ კითხულობენ, თან ყველა ნაბეჭდის ჯერავთ კანონივით. ესეც წარბულის გავლენაა მგონი.
უცნობ მომლოდინეს გაზეთი ვთხოვე, მან თავი დამიქნია, აიღეო. ადგილობრივი გაზეთი აღმოჩნდა და თან ყველა ერთი ნომერი. გადავათვალიერე, რამდენიმე საინტერესო სათაურიც ჩავიკითხე და ლაბორატორიაში შევედი, დრო იყო, პასუხი ავიღე. ისევ დავჯექი.
- თქვენ მზია ექიმს ელით? - მკითხა გაზეთიანმა. - ჰო, - დავეთავხმე და კარებში გავიხედე. - იგვიანებს, - ჩაილაპარაკა და კითხვა გააგრძელა.
მაღალი ქალი შემოვიდა, ასე, შუახნის; ხელზე "სუმკა" ჩამოეკიდა. ეცვა ისე რა... სიარულში ეტყობოდა, სოფლელი იყო. აღმართში ნავალი მანერა ქონდა. გაქანდა რომელიღაც ოთახში. რიგი არც მოუკითხავს. მერე გამოვიდა (ალბათ ექიმის დავალებით) და ფულის პერსონასთან მივიდა.
პერსონა ეკითხება სახელს, გვარს. ეს პასუხობს. ის რაღაცაებს წერს, თუ ავსებს. მერე მოუბრუნდა: ასაკი? - რა? - ვერ გაიგო მაღალმა ქალმა. - რამდენი წლისა ხარ? - ხმამაღლა ჩაეკითხა. - 57 - იანი ვარ; - რამდენი წლის ხაარ? - გაუმეორა კითხვა. ქალმა ჩვენსკენ გამოიხედა და ჩერჩეტი დანეულობით იკითხა: 57 - იანი, რამდენი წლის ვაარ? რატომღაც არავის გასცინებია, არც პასუხი გაუცია; ქალს შევხედე და ვერ დავინახე ადამიანური გაგების განცდა რააღაც სისუსტისთვის; მასში აღრეულიყო რაღაცნარი სისულელე და უგუნურება, რასაც ვერ აცნობიერებდა. არც ცდილობდა ამას და ზარმაცისეულ შეურაცხყოფას გვაყენებდა თითქოს. 58 - ისა ხარ, - "წავეშველე". - ჰო, 58 - ისა ხარ, - "წავეშველე". - ჰო, 58 - ის, - უპასუხა.
მუზას გავხედე. მაინტერესებდა მისი გაგება. ის უყურებდა ქალს გულაჩვილებული, გაოცებული. ელოდა ამას მგონი. გამოვტყდები, ვერ ვუთანაგრძნე ქალს, ავადმყოფობამაც არ გაახსენა ასაკი - მეთქი.
ზურგი ამტკივდა ჩაქცეულ მდივანზე ჯდომით. წამოვდექი, გავივლი - მეთქი. გამოვედით. დავუყევით პარალელურ ქუჩისკენ. მე და მუზა ადამიანებს ვაცქერდებოდით. უმრავლესობას იმ ქალის გამომეტყველება ქონდა, ასაკი რომ არ იცოდა. ხალხი თავის ფიქრებთან იყო ჩაძირული, როგორც უფსკრულში და რომ სახელები გცოდნოდა და დაგეძახა, მგონი არავინ გამოიხედავდა ამ უფსკრულიდან. მუზა შეწუხებული მიყურებდა. მგონი ის ვერცერთ მხატვარს ვერ შთააგონრბდა ამ ადამიანების დახატვას. გენიოსის ფუნჯსაც გაუჭირდებოდა მათი შინაგანი განწყობის გადმოცემა.
"ფახ, ფახ, ფუხ", - მომესმა მაღლიდან. ავიხედე. 40 - ოდე წლის ქალს მესამე სართულის აივანზე ნოხი გადმოეკიდა და გამეტებით ურტყამდა პლასტმასის საფერთხს. მტვრის კორიანტელი ცხვირ - პირში უბრუნდებოდა. ისევ ხალხს გავხედე; რამდენი მშიერი მსუქანი დადიოდა. ერთ დღეს ყველას მოუწევს კლინიკასა თუ სააავადმყოფოში მისვლა. აფთიაქებში კი სულ ხალხმრავლობაა. ქუჩებში კი აფთიაქეის რიგი. ჩვენც აფთიაქში შევედით. პატარა მაგიდასთან 3 - 4 სკამი იდგა. იქ მოხუცი მომლოდინეები ისხდნენ. ერთმა რიგში მდგომმა კომპიუტერთან მჯდომს(სადაც სალაროც იყო), რეცეპტი გაუწოდა, თან დააყოლა: მომიანგარიშეთ ჯერ, ვნახო ფული თუ მეყოფაო. გოგონამ თითები "აათამაშა", დაძებნა, დაიანგარიშა. - მაშინ 10 დღისა გამომიწერეთ, - უთხრა მყიდველმა. - იცით, ოთხშაბათობით ფასდაკლებაა და მაშინ მოდით, მიახარა გოგონამ. - არა, მძიმე ავადმყოფია და სასწრაფოდ მჭირდება, - იყო პასუხი.
დამძიმებული ვიყავი. ჩემი ექიმთან ლოდინი გადამავიწყდა. ხვალზე გადავდე. გარეთ გამოვედით. ტროტუარზე ციგნები ისხდნენ, პირდაპირ ძირს. კალთაში პატარა ბავშვები ეჯდათ მოსავსავე თავებით. მოზრდილები იდგნენ და ისედაც შეწუხებულ გამვლელებს აწუხებდნენ გამაბეზრებელი ხელის შვერითა და თხოვნით. აგერ ვიღაცას ხელში საფუარით გაბერილი პური უჭირავს და იქვე, ქუჩაში ჭამს. სულერთია, ვინ რას იტყვის. ნამდვილი "გენდერული თანასწორობა" ასაკთანაა. არავინ აქცევს ყურადღებას უფროს - უფროსობას. ეს ტერმინი მხოლოდ სამსახურშია. ქუჩაში კი ნამდვილი დავიდარაბაა: გოგონები, ბიჭები დაურიდებლად კამათობენ და ბილწსიტყვაობენ. ყურს იყრუებენ მათთვის გაუგებარ სიმღერებით. მშობლიურზე კი იგინებიან და ამით სიტყვაუხვობენ; ეტყობა დიდი ნახტომია ბოლო 20 - 25 წლების თაობათა გონებაში: დედის შეგინებამ დისიმილაცია განიცადა; საკუთარს იგინებიან. თავის დაცვითი შიშის სინდრომია ნამდვილად. საბოლოოდ ყოველი ადამიანი დღე მხოლოდ თავდაცვაზე ზრუნვითაა დაკავებული. მათ თავდაცვას სჭირდება ბაზარი, მაღაზია, აფთიაქი პოლიკლინიკა, საავადმყოფო... ყველგან თავს იცავენ სიკვდილისაგან, არა გარდაცვალებისაგან.
მოვიხედე. მუზა წასულიყო. ასეთ ხალხს მუზა რად სჭირდება?
2015. ნოემბერი
ნათელა გორგოშაძე-დუმბაძისა
ნახვა: 706
ტეგები: Natela_Gorgoshadze-Dumbadze, qwelly, ასაკი, ბლოგი, გაზეთი, დახმარება, დღიური, მე_და_მუზა, მოკლე_ჩართვა, მოკლე_ჩართვები, მეტი...ნათელა_გორგოშაძე-დუმბაძე, ქველი, ყოველდღიური_ცხოვრება, ყოველდღიურობა, შველა, ჩანაწერი, ჩანახატი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია