ხუთი საათია გამთენიის...
აღარ მიკვირს, ჩვეულია...
ღამის ძილს ვდარაჯობ...
სიჩუმეში ისევ უხმაუროდ გაისმის
ჩემი გაცრეცილი სუნთქვა...
როგორ მოვიტყუო,
არ მცივათქო,
როცა ხელებიდან
ლურჯი ვენებიც კი სიცარიელეში გაიკრიფა...
როგორ მოვიტყუო,
რომ ყველაფერი გენიალურადაა,
როცა ყელში ცრემლები კი არა,
ცხოვრება მეჩხირება...
როცა ჰაერის ნაკლებობისგან
ნეკნები მტკივა და
თანდათან სიზმრისეულ ლანდს ვემსგავსები...
არ მიყვარს ტყუილები.
დამრჩა მხოლოდ კლავიშები,
ისეთივე შავ-თეთრი,
როგორიც გადაბმული ნოტები,
ხაზებზე აცმული,
დილის ნამივით...
ერთ კუთხესთან მდგარი მოლოდინი,
და ბევრი ნატვრა,
მიწერილი ვენების კედლებზე...
რამდენი ხანია,
ფანჯარასთან ჩიტებიც აღარ მოფრენილან...
აგვიანებენ დაბრუნებას შორეული ქვეყნებიდან...
ისევ მომეტებული ემოციები,
თავს ყულფში მაყოფინებს და მახრჩობს...
უპასუხისმგებლო ფიქრები,
რომელთაც არეულობა მოაქვთ...
კლანჭებს მასობს რაღაც გამოუთქმელი...
დიახ, მე არ ვწერ ლექსებს...
აქ არც სიბრძნეა,
არც სიახლე,
არც რითმა,
არც არაფერი...
არაფერი...
გარდა უკიდეგანო ემოციების გამოხატვის
უსუსური მცდელობისა და
არარაობა სიტყვებისა...
ეს ჩემში შეშლილის ნაბოდვარია...
დაათენდათ ფიქრებს...
ღამე ფანჯარაში გაპარულა...
ჩვეულებისამებრ,
დღესაც სიცარიელეში დავიკარგები,
და მერე,
სევდით ისევ თავს ჩამოვიხრჩობ.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია