რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
რაღაც, მაგრამ უკვდავება არა,
წარსულ ფიქრებს მოგონება შეცვლის,
აღარ მიყვარს დარდი წარა-მარა.
რაღაც მინდა სიყვარულზე მეტიც,
რაღაც, მაგრამ დაჩრდილული არა,
გავაბრაზე რაღაცაზე ღმერთიც,
მაგრამ უკვე მკრეხელობაც კმარა.
სევდიანი თვალები და
მზის ნათება შორი,
გამჭვარტლული წარსული და სივრცე,
ლამაზ ბაღში მოსეირნე ქალები და,
მათ სანაცვლოდ
მზად ვარ სულიც მივცე.
შეხედვა და
შემოხედვა ერთი,
ნაბიჯი წინ-
გაღიმებაც კმარა,
თითქოს ვნებად დაიღვარა ღმერთიც,
ვიცი მომკლავს მკრეხელობა,
მარა,
თავს დავადებ მოფარფატე სულებს, (მკერდზე)
მერე ალბათ ჩავუყვები დაღმართს,
ავაყვავებ-
ჯერ არ მორწყულ გულებს,
ყველაფერ ცუდს
შემდეგ კარგი ახლავს.
რაღაც მინდა მომავალზე მეტი,
რაღაც, მაგრამ მომავალიც კმარა,
რაღაც მინდა სამყაროზე მეტი,
მაგრამ ისიც - უსახელო არა ..
ავტორი: ტატე ტირანელი
ტერენტით დაწყებული ლექსია და ტერენტულადაც ვითარდებოდა. ♥
ტატე ეს ლექსი არ წაგიკითხავთ → http://www.qwelly.com/photo/ganvicdi
თქვენი პირველი სტრიქონი გრანელური იყო და მას თუ უკეთესი სამშობლო უნდოდა, თქვენ უკეთესი სამყარო :) ამიტომ ვთქვი ტერენტულიათქო :) მომეწონა! ♥
უბრალოდ ვერ დავაკავშირე უცბად, მეგონა კალიგრაფიაზე თქვით ეგ და ამიტომაც.. მადლობა ჩემო კარგო ♥ ♥
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია