4 დეკემბერი... ღამის სამი საათი შესრულდება 15 წუთში... მერე კიდევ 3-4 საათში ირიჟრაჟებს და ეკლესიებიც დაიწყებენ გუგუნს და ზეიმს - დღეს დედა ღმრთისა ტაძარსა შინა დაემკვიდრების...
მე კი ახლა ვწევარ, ვფიქრობ და ვკრეფ... ჰო, გუშინ აღმოვაჩინე რომ კალმით წერას გადავჩვეულვარ...
ოხ ეს ფიქრები სად არ მაბღოტიალებს უაზროდ...
ხვალ გათენდება და ამ ნაწერსაც გამოვაქვეყნებ, ან იქნებ ამ ღამითვე გამოვაქვეყნო მაგრამ ჯერ ხომ უნდა დავწერო?
რა მაფიქრებს?
ორი წელი, უშენობით და შენთან ძალიან ახლოს...
სასწავლებლიდან ნაადრევად დავბრუნდი სახლში და დამხვდა განაწყენებული დედა და ატირებული შენ... ჰაერში იგრძნობოდა ტკივილი, ოთახში სამარისებული სიჩუმე იყო მაგრამ ყურებს მაინც სტკიოდათ საშინელი ხმაური, სამარის ხმაური...
მაშინ პირველად გედო თავი ჩემს მუხლებზე და ტიროდი... ნაზად... დიდი ცრემლებით რომლებსაც თვალებიდან ჩამოგორებისაც კი რცხვენოდათ, ერიდებოდათ, ეშინოდათ... 19 წლის მანძილზე პირველად ვეფერებოდი ჩემს დას... მის თმას... რამდენჯერ მიკოცნია შენთვის? ვინ მოსთვლის! რამდენჯერ გვძინებია ერთად ჩახუტებულებს? ვინ შეძლებს დათვლას! რამდენჯერ ყოფილხარ ჩემი დედობილი? ჰოდა აი, ახლა ხომ გეძახი დაო-დედაოს... მაგრამ პირველად, სწორედ რომ პირველად მაშინ ტიროდი ჩემს მუხლებზე ჩემი ცრემლების მუდამ მტვირთავი...
მაგრამ ის მომენტი... ოხ როგორ ვერ ვიშორებ თვალებიდან იმ მომენტს როცა ტიროდი... ო, როგორ მტკიოდი მაშინ მაგრამ მხოლოდ მე, მხოლოდ მე უნდა მელაპარაკა ამ სამარისებულ ხმაურიან ოთახში... ჩემს ძმას რა უნდა ეთქვა? მას ხომ ისევე სტკიოდი როგორც დედას? შენ ხომ მათი გაზრდილი იყავი, ყოველშემთხვევაში ჩემი ძმის ნამდვილი ნაწილი იყავი, არა კი არ იყავი ახლაც ხარ, მაგრამ ის ყველაზე კარგად გრძნობდა იმას რასაც დედა... განა შენ და ის... რამდენი რამ გინახავთ შენ და ჩემს ძმას... ყოველთვის ბედნიერი სახით წარმოვიდგენ ხოლმე თქვენს და-ძმობას, თქვენს პატარაობას... ისეთს, როგორც ჰოლივუდურ ფილმებშია...
ვაი... შევრცხვი... გული მქონია... ცრემლი... ერთ, ორი, სამი... არა არა! ჯერ უნდა დავწერო, ცრემლები მერე...
აი, ცრემლებზე ისევ შენ გამახსენდი... არა, ახლა ჩემს ძმასაც ვხედავ... ფანჯარაში, ყინვას უყურებდა და გაყინული მზერით ებრძოლა ცრემლებს... ოი, როგორი წითელი თვალები ჰქონდა ჩემს ძმას... ოჰ, როგორ ტიროდა... სიტყვის თქმა უნდოდა, იწყებდა - მუნჯდებოდა... მე კი ვლაპარაკობდი, ვლაპარაკობდი, ვლაპარაკობდი... გაუთავებლად ვქადაგებდი... თქვენ ტიროდით, მე შენს თმებს ვეფერებოდი, როგორი უსუსური და მოკუნტული იყავი ჩემო დაიკო... დედა კი მაგიდის ბოლოში იჯდა, გამწყრალი, გაბრაზებული, გულმოკლული დედა... მაშინ გსაყვედურობდი, კაი ჩვენ ვტირით ვტირით, შენ რაღა გატირებსთქო... ეს ხომ შენი არჩევანი და შენი ბედნიერებაათქო...
- როდის მიდის? - შეკითხვა ჩემი მისამართით.
- როდის მიდიხარ? - გადაგისვი თავზე ხელი. აბა რა მექნა, ჩემს ფეხებზე ტიროდი და...
- კვირის ბოლოს, 4 დეკემბერს.
დედა ადგა და გავიდა... ჩემმა ძმა უაზროდ იკითხა - რატომ? რატომ? რატომ?
უკვე მაბრაზებენ და წერაში ხელს მიშლიან ეს ცრემლები...
შენ ტიროდი... უაზროდ ტიროდი, რაღაცეებს ბოდიალობდი თავის გასამართლებლად...
- ასე უნდა, ასე ურჩევნია, ასე ებედნიერება ლევან და ამიტომ - ჩემს ძმას პასუხი ხომ უნდა მიეღო?
იმ ღამეს ყველა ტიროდა... ცალ-ცალკე ოთახში, ცალ-ცალკე იღვრებოდა ცრემლები... დედას ქვითინი ჩემთან ისმოდა, მაგრამ ვიდრე ჩემთან მოვიდოდა ხმა სოფოს ოთახი უნდა გამოევლო... სოფოს ოთახში მეორე ხმა შეემატებოდა და ჩემთან ჩემი წყალობით პოლიფონია ჟღერდა...
-----------------
პირველი ამბების ცრემლებმა ჩაიარა... 4 დეკემბერს, კვირას, ღმრთისმშბლის ტაძრად მიყვანების დღეს აიბარგე და ჩვენი ფეხით, საკუთარმა მშობლებმა დაგტოვეს ახალ სახლში... დედას გზაში არ უტირია... ატენიდან მცხეთამდე სრული სიჩუმე და შიგადაშიგ ჩემი წამოწყება სხვადასხვა თემაზე მამის ასაყოლიებლად...
იმ ღამით მე და დედა ვტიროდით - ისევ ცალ-ცალკე... მეორე ღამითაც... მერე მარტო დედა ტიროდა... დიდხანს ტიროდა...
ოხ როგორ გიბრაზდებოდი, ოხ როგორ გეჩხუბებოდი გულში... რამდენჯერ ვიყავი შენი ადვოკატი, რამდენჯერ ავხსენი შენი წასვლის მიზეზები, რამდენს ველაპარაკე და ჩემი ბერისმეტყველებით კინაღამ ისინიც შენს გზას გავუყენე, რამდენს გავეცი პასუხი და რამდენი გაჩუმდა ჩემს წინაშე...
მაგრამ რატომ არ მქონდა საკმარისი პასუხები ჩემი თავისთვის? არ ვიცი... დღემდე არ მაქვს და იმიტომ...
---------------
პირველი წერილი რამდენიმე დღის შემდეგ დაგიწერე... ის შენახული უნდა იყოს სადღაც... მომდევნო წერილები ქარს გავატანე... ეს შენ არ გჭირდება ჩემო დაიკო...
ვიცი რომ ამ წერილსაც ვერ წაიკითხავ იქამდე ვიდრე მტკიცედ არ იდგები შენს გადაწყვეტილებაზე და ამიტომ ვაქვეყნებ... და წლების მერე თუ ხელში ჩაგივარდება, დამიძახე და ერთად ვიცინოთ ამ ყველაფერზე...
მაინც ცუდი გოგო ხარ... იმის გამო რომ შენ მაკლდი, რამდენი და გავიჩინე იცი? ვერცერთმა შეძლო შენ შეგდარებოდა... ვერცერთმა შეძლო შენ დაგმსგავსებოდა... მაგრამ იმედს არ ვკარგავ...
უკვე ცხვირი ამიწვა ამ ოხერტიალა ცრემლებმა... რა უდრო დროს გადმოგორდება ხოლმე...
ჰო, ცუდი გოგო ხარ, ძალიან ცუდი... ახლა მე და გიო მარტონი მოვდივართ ლოცვიდან... ადრე შენ გადაგხვევდი ხელს და მოვღიღინებდით, გიოც უფრო ხალისიანი იყო... ახლა ესეც გულჩათხრობილი გახდა და მთელი ეს გზა თუ რომელიმე მღვდლის გაძვალტყავებაში არ გავატარეთ, მდუმარეა და მხოლოდ ფეხსაცმლის ბაკუნით გამოვლილი...
ხედავ რამდენი რამ გააფუჭე? ცუდი გოგო ხარ, ცუდი...
არა, არ გსაყვედურობ, უფროსწორედ კი გსაყვედურობ მაგრამ არ მინდა გსაყვედურობდე, იმიტომ რომ ხანდახან მეც ვგრძნობ შენი ლოცვის შემწეობას... ეჰ...
იცი რა მენატრება? გახსოვს ხელში რომ ამიყვანდი, უკან გადავიწეოდი, ყირაზე გადავდიოდი და მიწას ხელებით ვეყრდნობოდი? მუცელი რომ ამტკივდებოდა და ჩემი ექიმი იყავი ის არ გახსოვს? დედას რომ სისხლის დანახვაზე გული უწუხდებოდა და ჩემს გადაყვლეფილ ხელ-ფეხს წმენდი, ეგ როგორი იყო?
მომნატრებიხარ ხო იცი... ძალიან მომნატრებიხარ...
რა გააშრობს ახლა ამ გალუმპულ ბალიშს?!...
მოვრჩეთ თორემ დამათენდება, ცრემლიც არ დამელევა და გულიც უფრო ცუდად გახდება... დაწერილს კიდე, წამკითხავიც ხომ სჭირდება? ჰოდა მოვრჩეთ...
აჰა, 22 წუთიც გაცდა ღამის სამ საათს...
მენატრები... ძალიან მენატრები ჩემო დაო-დედაო!
ლაშა, რამდენჯერ უნდა მატირო. გული გამისკდა სანამ ბოლომდე წავიკითხავდი.
მეც ვიტირე :(
.....
უი Tsira, შენ ტირი ზოგადად??? :O :O გეთქვა უფრო გავამძაფრებდი :)
გენაცვალეთ მეგობრებო :) ხანდახან მელანქოლიურ განწყობაზე ვარ ხოლმე და შემომეწერინება, ბევრსაც ნუ იტირებთ ყველაფერი ძველებურად და მხიარულადაა :* :* :*
გული მეც მაქვს:) რატომ გაგიკვირდა?
:(:( ვაიი... გული მომიკვდა :((
დღეს მერამდენედ უნდა ვიტირო :(( ცუდი ბიჭი ხარ შენ... <3
<3 <3 <3 ღმერთმა გაგაძლიეროთ!!! <3 <3 <3 უთბილესი ადამიანებიიი!! :* :* :*
nino usenashvili და მტირალნო დედანო, გეპატიჟებით ჩემთან, მცხეთაში - ჯგუფური ტირილის საღამო მოვაწყოთ :) ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ მადლობა ჩემი გრძნობების გაზიარებისთვის! ♥
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია