ნაწილი მეორე

წარსულის მონამღერი, Qwelly, ისტორია, წარსული მონამღერი, ფიქრი

დასაწყისი

      როგორც მოგახსენეთ... ჩვენი ბედნიერება თითქოს ცას სწვდებოდა, უჩინარი ფრთებით და დაფრინავდა ამ ცოდვილ სამყაროში...

      მინდა ყველაფერი დაწვრილებით მოგახსენოთ... როცა მე და ნიკამ ერთად გადავწვვიტეთ ცხოვრება გვინდოდა ყველასთვის გაგვეზიარებინა ჩვენი აზრი და პირველ რიგში ნიკა მამასთან მივიდა... შეხვედრა ასეთი იყო: მამა სახლში იყო იმ დღეს, ისვენებდა და კარზე კაკუნია... მამამ დამიძახა ნინიკო კარი გააღე თუ შეიძლებაო... მეც ვითომ არ ვიცოდი ვინ იყო კარზე და გავაღე...

      სწორედ ის იყო ვისაც ველოდი... ჩემი ნიკა... ძალიან სიმპათიურად გამოიყურებოდა. ლამაზად ჩაცმული, მშვენიერი ვარცხნილობა, და ლურჯი თვალები მე რომ მიყვარს სწორედ ისეთი... და კიდევ მის გრძელ და თხელ თითებს ამშვენებდა მშვენიერი თაიგული რომელიც ჩემთვის იყო განკუთვნილი სწორედ... გადავეხვიეთ ერთმანეთს, თან ეშმაკურად გაგვეღიმა და სახლში შემოვიპატიჟე... მამა წამოწოლილი იყო და მე შევედი ოთახში...ხმამაღლა ჩავახველე და ვთქვი:

      მამა ნახე ვინ მოვიდა... მამამ გამოიხედა და გაოცებული თვალებით შეხედა ნიკოლოზს ... და თან ჩაილაპარაკა: რა კარგად გამოიყურები დღეს ნიკოლოზ რას ავღნიშნავთ? თან ჩემსკენ გამოაპარა თვალი და დაინახა ნიკას მოტანილი თაიგული რომ მეჭირა ხელში... მე ღიმილს ვერ ვიკავებდი სახეზე სიხარულისგან...

      მამამ მიიპატიჟა თავისთან ახლოს და ჩამოსხდნენ მაგიდასთან. აბა გისმენ ჩემო ნიკოლოზ რამ შეგაწუხა?! ნიკა ცოტა დაბნეული იყო, არ იცოდა საიდან დაეწყო საუბარი... როგორ გადმოეცა გულში ნადები სიტყვები... გისმენ ნიკოლოზ რას დადუმებულხარ?! ნინიკო 1 ფინჯანი წყალი მოუტანე ნიკას იქნებ პირი გაუშრა და ვერ ამბობს სათქმელსო, მამამ თქვა... მე ვფიქრობ რომ მამა ყველაფერს ხვდებოდა თუ რისთვის იყო ნიკა მისული მასთან... მეც წავედი და ორივეს მოვუტანე წყალი და მამამ სიცილით მითხრა: შენც კარგი დაბნეული ხარ ჩემო ნინიკო... მე იქვე მდივანზე ჩამოვჯექი... ნიკამ მოსვა წყალი და დაიწყო საუბარი...

      ბაოტნო დავით, მადლობელი ვარ იმ ყველაფრისთვის რაც თქვენ ჩემთვის გააკეთეთ... ნამდვილი ქრისტიანი ადამიანი ხართ გულით და სულით... ამიტომაც გყავთ არაჩვეულებრივი ოჯახი... და მშვენიერი ქალიშვილი ნინი... და ამ დროს ნიკამ შემომხედა... მე თითქოს დავიმორცხვე და გავუღიმე მადლობის ნიშნად...

      ბატონო დავით... მინდა გითხრათ რომ მე და ნინის... მე და თქვენს ქალიშვილს... იცით ბატონო დავით... დავითმა შეაწყვეტინა საუბარი და თქვა... გისმენ სათქმელი პირდაპირ მითხარი, რა საჭიროა მიკიბვ-მოკიბვა ნიკოლოზ...

      მე კი ჩუმად ვიჯექი და ვუსმენდი მათ საუბარს ყოველი დეტალი მაინტერესებდა არ მინდოდა რამე გამომრჩენოდა მათი საუბრიდან...

      დიახ, ბატონო დავით... და გააგრძელა ნიკამ საუბარი... იცით ბატონო დავით მე და თქვენს ქალიშვილს ერთმანეთი გვიყვარს...

      მამას გაეღიმა... ამ ღიმილში იმდენი სითბო ვიგრძენი რომ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. და მეც უფრო გამაბედნიერა ამ ფაქტმა... შემდეგ მამამ დამიძახა: ნინი, მოდი ჩემთან შვილო... და მკითხა: გიყვარს ნიკა? თავი დავხარე ცოტა არ იყოს შემრცხვა ამ ყველაფრის აღიარება თუმცა ვთქვი, სიმართლე უპირველეს ყოვლისათქო და ... თავჩაღუნულმა ვუპასუხე: კი. მამა. ძალიან მიყვარს ... ის ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყარულია და მინდა მთელი ცხოვრება ასე იყოს... ამ სიტყვებით, გამოწვეული ნიკას ბედნიერი სახე არასოდეს დამავიწყდება... შემდეგ მამამ ნიკას ჰკითხა... გიყვარს ჩემი ნინიკო? და ნიკამ უპასუხა:

      იცით ბატონო დავით ნინი ჩემი ბავშვობის სიყვარულია... ცოტა დაიბნა მამა ეს სიტყვები რომ მოისმინა... უკაცრავად მაგრამ ვერ მიგიხვდი ნიკოლოზ: შემდეგ მე ჩავერთე საუბარში. მამა ეს ის ნიკაა მე რომ გიყვებოდი ოდესღაც, მე რომ ვეძებდი, მოწყენილი რომ დავდიოდი ამ სიყვარულის გამო, სწორედ ისაა... მამა გაოცებული იყო ამ ყველაფრით.. ნიკას მიახლოება სთხოვა... და მეც მიმიყვანა თავისთან ახლოს... ნიკას ხელი ჩამოართვა და უთხრა... მე შენ თავიდანვე მომეწონე... სიძეე... სიძეეე... რა კარგი ხარ, რა კარგი... და ორივე გულში ჩაგვიკრა.. ამ ნეტარებაში ვიყავით ასე 2-3 წუთი და შემდეგ მამამ ნიკას უთხრა: ჩემი გოგონა ბედნიერი უდნა გახადო ხომ იცი ჩემო ნიკოლოზ?! ნიკა უბედნიერესი იყო... რათქმაუნდა ამას გპირდებით... ამ სიტყვების შემდეგ "დავრწმუნდი რომ მისი ერთადერთი ბედნიერება მე ვიყავი მთელი ცხოვრების მანძილზე მისთვის"... მეც ძალიან ბედნიერი ვიყავი, ორივე მოვეხვიეთ მამას და მადლობა მოვუხადეთ თანადგომისთვის... მე ყოველთვის მქონდა მამას იმედი რომ გამიგებდა... და ჩემს ბედნიერებას აუცილებლად გაიზიარებდა ჩემთან ერთად. თუმცა ეს განსაკუთრებული შემთხვევაა ... ნიკა მისთვის მეორე შვილივით იყო... ასე ბედნიერებით აღვსილები დავტოვე ოთახში მამაკაცები და მე გამოვედი სამზარეულოში, მინდოდა ეს ყველაფერი ამეღნიშნა და შამპანიური გამოვიტანე...

      მამას ძალიან გაუხარდა ჩემი ქმედება და დაგვლოცა:

      "ისეთი ბედნიერები იყავით როგორიც დღეს ხართ... ისეთი ბედნიერი დღეები გაგევლოთ ერთად რაც ენით არ ითქმის შვილებო... იხარეთ და იბედნიერეთ, ორთავ სოფელსა შინა...”

ნინო გოგილაშვილი კულულა

ნახვა: 341

ტეგები: Qwelly, ისტორია, მონამღერი, ფიქრი, წარსული

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters