სვეტიცხოვლის მომლოცველს, ალბათ ყველას ემახსოვრება ერთი, პატარა, ზაფხულში ხვატისგან მუდამ გაშავებული ან აწითლებული, აწყობილ თუ არეულ ჩონგურ-ფანდურზე მომღერალი პაპა, რომელიც ტაძარში ყოველ შემსვლელს და გამომსვლელს მიუმღეროდა:
"დაგლოცათ სვეტიცხოველმა ლამაზებო და კარგებო, გოგოებო და ვაჟებო" იქვე მიამატებდა, "წმინდა გიორგი დაგლოცავთ, 1700 წლისაო". მერე ეტყობა ვიღაცამ უთხარა, უკვე XXI საუკუნეში ვართო და მანაც მოუმატა - 1800 წლისაო.
ამ მოხუც კაცს ყველა მცხეთელი იცნობდა, სვეტიცხოველში მოსულ თითქმის ყველა ტურისტს აქვს მისი ფოტო საკუთარ ალბომებში, მეტიც, თუ კარგად მოვქექავთ, იქნებ ვიდეოებიც ვნახოთ სადაც მოსე პაპა მღერის. დიახ, მას მოსე ერქვა - მოსე მღებრიშვილი.
სვეტიცხოველი მოტრფიალეების სიმწირეს არ უჩივის, მაგრამ იშვიათია მასსავით ერთგული ადამიანი - კვირიდან კვირამდე, თვითან თვემდე, წლიდან წლამდე იჯდა და მღეროდა, თუ ვინმე ხურდას მისცემდა, კიდევ ერთი-ორს დამატებით უმღეროდა, თუ არადა დალოცვის და სიმღერის მადლს მაინც ყველას თანაბრად უნაწილებდა. ვინ იცის, ეგებ ბევრს სვეტიცხოვლიდან არც არაფერი წაუღია გარდა მოსეს ვედრებისა, დაელოცათ მთისა და ბარის სალოცავებს.
ჯერ კიდევ საკვირაო სკოლიდან (2003-04) დარჩა ჩემს მეხსიერებაში. გაკვრივებას ვერ ვმალავდით - რა ენერგია და ხმა აქვს, ამ ასაკშიც, რომ არ ბეზრდება და მღერის?! როცა კაცს სიმღერა უყვარს და გულით ემღერება, ასაკი არაფერი ყოფილა, მაგრამ მაშინ ბავშვები ვიყავით და ის კი იყო მოხუცი მოსე, რომელიც არ იღლებოდა და "დაისვენე მოსე პაპა, დაისვენე"...
დღეს გავიგე, რომ მოსე პაპა გარდაცვლილა. ვიფიქრე, ნუთუ, ჩემს ალბომებში არ არის მისი სურათითქო და ძებნა დავიწყე. უჰ, რამდენი ფოტო მაქვს, ყველაფერია გადაღებული, ზღვა, მთა, მდინარე, ტაძარი, ხატები, მგალობლები, მღვდლები, ეპისკოპოსები, კედლები, აგურები, ყვავილები, ფოთლები, წყარო, ხე, ჭია, კალია, ფუტკარი, პეპელა, ბზა, შეყვარებული, მთვარე, კოშკი, ტალახი, ნავი, მანქანა, ქუჩა. საათზე მეტხანს ვეძებდი მოსე პაპას სურათს, მაგრამ ვერ ვიპოვე. ჰო, ასე ხდება ხოლმე ზოგადად...
ბოლოს ისევ ინტერნეტს მივაშურე, სადაც არც ისე ცოტა ფოტო მოიძებნება მოსე მღებრიშვილის:
ეს ფოტო ვიდეოდან არის, სადაც მოსე პაპა მღერის: "თუ ასე ტურფა, იყავი, რად ვერ გამჩნევდი, იაო". ვიდეო 2013 წლის 14 მაისს აუტივრთავთ
არ ვიცი რამდენი წლის იყო, არც ის ვიცი როგორი კაცი იყო, ცუდი თუ კარგი, მხიარული თუ უჟმური, ხელგაშლილი თუ ხელმომჭირნე, არ ვიცი, არც ვიცნობდი და არც არასოდეს მისაუბრია მასთან, მაგრამ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა - გარდაიცვალა და სვეტიცხოველს თავისი კოლორიტი მომღერალი ნამდვილად მოაკლდა.
ჯერ კიდევ შარშან, ტაძრის წინ ვიყავით მგალობლები შეკრებილები და ვსაუბრობდით. მოსე პაპა ჩვეული მონდომებით უმღეროდა სვეტიცხოვლის სტუმრებს. ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა მგალობელმა, გიორგი პაპუნაშვილმა, მაშინ თქვა:
- ეს კაცი რომ გარდაიცვლება, კარგი იქნება თუ მის ადგილას, ამავე მდგომარეობაში დაიდგმება პატარა ქანდაკება, მისი სახის, მოხუცი კაცი რომელიც უკავს ფანდურზე.
არ ვიცი, შეიძლება ეს იდეა სხვასაც გაუჩნდა, შეიძლება მცხეთის მერიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და კეთდება ამ სახის ქანდაკება, იმავე ზომის ბრინჯაოს მოხუცი, როგორიც მოსე იყო, მაგრამ თუ ჯერ ასე არ მომხდარა, უმორჩილესად გთხოვთ, რომ განახორციელოთ. მგონი, არავინ იქნება წინააღმდეგი. ასე, როგორც იჯდა ხოლმე, პატარა სკამზე, წელში მოხრილი მოსე პაპას ქანდაკება დავდგათ სვეტიცხოვლის შესასვლეთან, სწორედ იმ ადგილას, სადაც ბოლო წლებში მღეროდა.
იმედია ეს ამბავი გამოვა.
ვინაიდან და რადგანაც ოჯახში მარტო ვარ და ჩემი ფობიების გადამკიდე ძილი კარგა ხანს არ მომეკარება, ვსარგებლობ მომენტით და ახალდარეგისტრირებულის ცნობისმოყვარეობით უმისამართოდ დავძრომიალობ საიტის ყველა ჯგუფში, უცებ ამ ჩანაწერს წავაწყდი და გულმა არ მომითმინა, რომ არ დამეწერა. მეც მახსოვს ეს მოხუცი და პატარა ნაცნობობაც მაკავშირებდა მასთან. აღარ მახსოვს რატომ აღმოვჩნდით მცხეთაში, აქ მოხვედრილი კი როგორ დავტოვებდი სატახტო ქალაქს სვეტიცხოვლის მოლოცვის გარეშე და ძალისძალით შევიტყუე მამაჩემიც, რომელიც ჩემსავით "ღვთისმოსავი" არ არის და ტაძარში შერბენაზე არ მთანხმდებოდა. საღამო იყო. მივუახლოვდით კარიბჭეს და ამ მოხუცი პაპას მეტი არავინ შეგვხვედრია, მანაც თავისი ომახიანი ხმით, რომ დაგვინახა ფანდურზე დაამღერა, მამაჩემი შეჩერდა და შეჩერებაც იმას ერქვა,მე შევედი ტაძარში, სახარებისეული მეზვერის მსგავსი თავმდაბლობა და განცდა თვისთა ცოდვათა, სამწუხაროდ ნაკლებად გამაჩნია და კარგა ხანი ვაწუხებდი ღმერთს ამაოთა ამაოებაზე წუწუნით, ბოლოს დავაყენე საშველი და გამოვედი და რას ვხედავ, მამა ისევ ისე დგას მოხუცთან და ისეა გართული საუბარში, რომ ვერც შემნიშნა, როგორ ამოვუდექი გვერდით და კიდევ საათი-საათნახევარი ყურს ვუგდებდი მათ და უფრო მაინც ჩამავალი მზით ოქროცურვილი სვეტიცხოვლის ბებერი ქვები იტაცებდნენ ჩემს ისედაც გაფანტულ ყურადღებას. ამასობაში ტაძარიც დაკეტეს და როდის-როდის ჩვენც გამოვეთხოვეთ მოსე პაპას (მაშინ მისი სახელიც არ ვიცოდი), მამას წავებუზღუნე, როგორ გადაყევი-მეთქი ამ მოხუცს და აარიდე თავი ტაძარში შესვლას. კარგა ხანს მისმინა და ბოლოს მშვიდად მითხრა: "რაც უნდა დიდი ქმნილების წინაშე იდგე, თვით უმნიშვნელო ადამიანიც მეტ ყურადღებას მოითხოვს შენგან!". აბიტურიენტობისას გავიგე, რომ ეს მამაჩემის სიბრძნე კი არ ყოფილა, მე რომ თბილისამდე ხმა გამაკმენდინა, არამედ კონსტანტინე გამსახურდიასი, "დიდოსტატის" შესავალში უწერია. მაშინ კი გულუბრყვილოდ ვფიქრობდი თუ რა ჭკვიანი მამა მყავდა :) რომ არ მოგატყუოთ, ამას ახლაც ვფიქრობ და ეს გულახდილობაც ალბათ უფრო იმას ეძღვნება, რომ ამ პატარა ჩანაწერმა ჩემი მონატრბული, ჭკვიანი მამიკო გამახსენა :). ბოლოს კი შევუერთები ჩანაწერის ავტორის სურვილს და ვიმედოვნებ. ერთ დღესაც მცხეთაში ჩასულს სვეტიცხოველთან დამხვდება მომღერალი მოსე პაპას მოკრძალებული ქანდაკება, რომელიც ყოველთვის მამას მომაგონებს.
დიდი მადლობა, ელი, ამ საინტერესო და ლამაზი ისტორიის გაზიარებისთვის და იდეის თანადგომისთვის. ♥
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია