აღორძინების ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი შემოქმედი და გენია – უპირველესი მოქანდაკე კაცობრიობის ისტორიაში, გენიალური ფერმწერი და არქიტექტორი, შესანიშნავი პოეტი და მოაზროვნე მიქელანჯელო დი ლოდოვიკო ბუონაროტი სიმონი, ცნობილი როგორც მიქელანჯელო, დაიბადა 1475 წლის 6 მარტს ფლორენციის მახლობლად, პატარა ქალაქ კაპრეზეში.

დედა 6 წლისას გარდაეცვალა, მამამისი ადგილობრივი თვითმმართველობის თავი იყო. მამას სურდა შვილიც ჩინოვნიკი გამოსულიყო და ლათინურ სკოლაში უპირებდა მიბარებას, მაგრამ პატარა მიქელანჯელომ ეკლესიებში სიარული და ნახატების ასლების ხატვა არჩია. 13 წლისა საუკეთესო ფერმწერ დომენიკო გირლანდაიოს მიებარა. ცნობილი მხატვრების ნამუშევრების დახატვას ისე დაეუფლა, რომ ხშირად ორიგინალისაგან გარჩევა შეუძლებელი იყო.

მალე ასეთი დღეც დადგა: გირლანდაიო სანტა მარია ნოველას კაპელაში მუშაობდა, ცოტა ხნით შენობიდან გავიდა, ხატვა კი მოწაფეებმა განაგრძეს. როცა უკან დაბრუნებულმა მიქელანჯელოს ნამუშევარი იხილა, აღმოხდა: “მან ჩემზე მეტი იცის!” ამის შემდეგ გირლანდაიოს რეკომენდაციით სწავლობდა და მუშაობდა მიქელანჯელო ფლორენციის იმდროინდელი მმართველის, ლორენცო მედიჩის ვილაში.აქ ეზიარა ის პირველად ქანდაკების საიდუმლოს თვით დიდი დონატელოს მოწაფესთან – ბერტოლდო დო ჯოვანისთან. ცნობილი მეცნიერების მარსილიო ფიჩინოსა და პიკო დელა მირანდოლოს წყალობით აქ ეზიარა პლატონის აკადემიის იდეებს და გაიტაცა ნეოპლატონიკოსთა “ხელოვნების მთავარმა იდეამ” – სრულყოფილი ფორმის ძიებამ. მის განკარგულებაში იყო ხელოვნების მოყვარული ლორენცო მედიჩის ბრწყინვალე კოლექცია.

მედიჩების ფლორენციიდან განდევნის შემდეგ მიქელანჯელო ჯერ ვენეციაში, შემდეგ რომში ხვდება, სადაც განაგრძობს მუშაობასა და ანტიკურობის შესწავლას. ამ პერიოდში (1497-98) ქმნის პირველ გენიალურ ქმნილებას “პიეტას” (“ქრისტეს დატირება”).

უკვე რესპუბლიკად ქცეულ ფლორენციაში მიქელანჯელო სახელოვან ოსტატად ბრუნდება და “დავითის” შექმნას იწყებს. ამოცანა რთული იყო – მარმარილოს ლოდი, რომელიც მისცეს, წინა საუკუნეში მოქანდაკის მიერ უკვე იყო დამუშავებულ-დაზიანებული. თუმცა პრობლემას გენიოსი შესანიშნავად წყვეტს… ფლორენციელები დავითის ქანდაკებას შექმნის დღიდანვე მიიჩნევდნენ რესპუბლიკის სიმბოლოდ. ქანდაკების დადგმა 1504 წელს სრულიად ფლორენციის ზეიმად იქცა.

ფლორენციაში მიქელანჯელო სხვა სამუშაოსაც ასრულებს: ის და დიდი ლეონარდო და ვინჩი ერთდროულად იღებენ შეკვეთას – პალაცო ვეკიოში ფრესკაზე უნდა ასახონ ფლორენციელთა გმირული ბრძოლა, ხოლო როცა მუყაოზე შესრულებული ესკიზები მიქელანჯელომ – “კაშინის ბრძოლა” და ლეონარდომ – “ანგიარის ბრძოლა” ერთდროულად წარადგინეს, ორივე იმდენად გენიალური იყო, რომ არჩევანის გაკეთება შეუძლებელი აღმოჩნდა!

1505 წლიდან რომის პაპი იულიუს II მას ჯერ გრანდიოზული აკლდამის შექმნას ავალებს, შემდეგ კი სიქსტეს კაპელის ჭერის მოხატვას. მიქელანჯელომ მარტომ მოხატა 600 კვმ ფართობი. მის ფერწერაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ადამიანის შიშველი სხეული, რომელსაც მრავალნაირი პოზითა და სწორუპოვარი პლასტიკით თავისი იდეებისა და გრძნობების გამოსახატავად იყენებს. “განკითხვის დღეში” გამოსახული მისი სიბილები და წინასწარმეტყველები მსოფლიო ხელოვნების კლასიკად იქცა, თუმცა მის ამ ნახატში მოქანდაკეც გამოსჭვივის.

14 წელიწადში (1520-34 წწ.) მიქელანჯელო ასრულებს მედიჩების საგვარეულო საძვალესა და კაპელას.
1534 წლიდან მიქელანჯელო რომში სახლდება. ბევრს მუშაობს, რაღაცებს კი დაუმთავრებელსაც ტოვებს – მაგალითად, “მონების” 4 ქანდაკებას.
1536-1541 წლებში დაასრულა ყველაზე მთავარი ფერწერული ნამუშევარი “განკითხვის დღე”, სიქსტეს კაპელის საკურთხევლის კედელზე, რომელზეც მთელი კაცობრიობის დრამაა ასახული.

სიცოცხლის ბოლოს ტიტანი უფრო დიდ დროს არქიტექტურას და პოეზიას უთმობს. მისი არქიტექტურული შედევრებია ლაურენციანოს ბიბლიოთეკა, წმინდა პეტრეს ტაძრის გუმბათი და დასავლეთის ფასადი.

უდრეკი ხასიათის გენიოსი მრავალი წელი მუშაობდა რომის პაპების შეკვეთებზე და მათთან კინკლაობაც ბევრჯერ მოსვლია, მაგრამ პაპებმა იცოდნენ, რომ ამ ტიტანს ღმერთთან სასაუბროდ, ალბათ, არ სჭირდებოდა შუამავლად ქრისტეს თანამოსაყდრენი.

მიქელანჯელო მიიცვალა 1564 წლის 18 თებერვალს რომში, 89 წლისა. სიკვდილის წინ უკარნახა ანდერძი: “სულს ვაბარებ ღმერთს, სხეულს – მიწას, ქონებას ვუტოვებ ნათესავებს”

ნახვა: 1765

ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, ბლოგი, მიქელანჯელო, ხელოვნება

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters