blog, bus, mtskheta, passenger, qwelly, qwellyblog, qwellypost, tbilisi, ბლოგი, განრიგი, დღიური, თბილისი, ინტერვალი, ლაშა ჩილინდრიშვილის ბლოგი, მარშრუტკა, მგზავრობა, მოლოდინი, მუნიციპალური ტრანსპორტი, მცხეთა, მცხეთა-თბილისი, მცხეთა-თბილისის მიკროავტობუსი, მცხეთის მარშრუტკები, რჩევები, უკეთესობა, ქველიბლოგი, ცხოვრება, ჭყლეტვა

მცხეთა-თბილისის მიკროავტობუსების პრობლემა

     ამბობენ, ევროპის ერთი ნიშა ის გახლავთ, რომ ევროპელები ცდილობენ რაც შეიძლება ხშირად იგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და არა პირადი ავტომობილებითო.

     მცხეთა-თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის გადამკიდეს კი, ერთი სული გაქვს, როდის გექნება საშუალება შენი მანქანა იყიდო რომ მათზე აღარ იყო დამოკიდებული. ანუ შანსი ევროპელობისა ამ მხრივადაც მინიმუმამდეა დასული, სხვა რამეებზე რომ აღარ ვისაუბრო.

     უკვე წლებია მოუგვარებელ, დაურეგულერებელ პრობლემად იქცა მცხეთიდან-თბილისისკენ მგზავრობა და პირიქით. იმედგადაწურულმა მოსახლეობამ, ვინც ადრე ამავე მარშრუტკებით მგზავრობდა და მიხვდა რომ გამოსწორების შანსი არ იყო, ავტომობილები შეიძინა და დღეს პრობლემა ნახევარი მცხეთისთვის "ამ ჩემ ჭირას" პრინციპზე გადავიდა.

     გუშინ, 17:10 იქნებოდა სახლიდან რომ გავედი, 18:00-ზე ლექციას მივუსწრებთქო. დაღმართზე ჩავდიოდი როდესაც მარშრუტკამ ჩაიშხუილა. შორიდანაც მოკრავდით თვალს კარზე აკრულ მგზავრებს, როგორც ადრე - ბედნიერი და ხალისიანი დილა რომ გამითენდა. მეორე მარშრუტკა მოვიდა 17:27-ზე. შორიდან ცოტა ეჭვისთვალით ვუყურებდი, მაგრამ ავედი თუ არა, ამოვისუნთქე - 20 ადგილიდან 16 თავისუფალი იყო. 5 მგზავრი მცხეთიდან თბილისამდე - ეს მარშრუტკისთვის გაკოტრების ტოლფასია.

     21:25 - დიდუბის მეტროდან გამოვდივარ და კისრისტეხით გავრბივარ მარშრუტკების გაჩერებისკენ. როდესაც დიდ მოედანზე შემოვუხვიე, სადაც მეგულება პატივცემული მიკროავტობუსები, ვხედავ რომ მხოლოდ ერთი დგას. საათს დავხედე - ჩემმა ტელეფონა - 21:31 მიჩვენა.

- გამარჯობა, ეს 10 საათიანი მარშრუტკაა? - თან ბილეთის ფული გავუწოდე და საუბარი გავუბი.

- დიახ.

- ამის წინა დიდი ხნის წინ გავიდა?

- არა, ათის ნახევარზე. რამდენი ბილეთი?

- ერთი. მადლობა

     ავდივარ მარშრუტკაში და 5-6 ადამიანი უკვე ზის.

     არალოგიკურია, თუ 10-ის ნახევარზე გავიდა, 2 წუთში ამდენი ადამიანი აქ ვერ მოხვდებოდა - გაყვებოდა წინა მარშრუტკას, რადგან უმრავლესობა სკოლის მოსწავლე ან სტუდენტის ასაკისანი არიან. არის მეორე ვარიანტი - წინა მარშრუტკა ისეთი სავსე გავიდა, რომ ესენი ფიზიკურად ვერ დაეტივნენ. მაგრამ ამ შემთხვევაში, რატომ დგას აქ მხოლოდ ერთი მარშრუტკა? განა ნახევარ საათში 15 ადაიანზე მეტი არ მოვა?

     ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ჩემი ბოლო განაფიქრი ახდა. 21:57 წუთი. დიდუბიდან მცხეთის მარშრუტკა დაიძრა, 20 ადამიანი სკამებთან მოკალათდა, 14 ადამიანი კი სკამებს შორის დგას გაუნძრევლად, ჩაპრესილები. და ქვემოთ 7 ადამიანი გვიყურებს შურის თვალებით - მათი ადგილი მარშრუტკაში აღარ იყო და ახლა 23:00-ს უნდა დალოდებოდნენ. ბოლო ხანებში, მცხეთის მერიამ მოიფიქრა და დაადგინა, რომ მცხეთაც შესაძლოა ქალაქი გახდეს და თბილისიდან ბოლო მარშრუტკა რომ ათ საათზე გამოდის, მოსახლეობისთვის საშინლად არაკომფორტულია. რადგან ბევრი გვიანობამდე მუშაობს და ეგეც არ იყოს, უბრალოდ თბილისში შემოღამება მრავალთათვის ფრიად სასიამოვნოა. ამიტომ 22:00 და 23:00 არის დიდუბიდან მცხეთისკენ მიმავალი ბოლო ორი მიკროავტობუსის გასვლის დრო.

     როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა?

რთული გზა:

• დავაყენოთ მცხეთაში გაჩერებებზე კამერები, რომელიც დაკავშირებული იქნება მიკროავტობუსების გაჩერებასთან, როცა მძღოლი დაინახავს რომ გაჩერებებზე ხალხი მომრავლდა, გამოვა სადგომიდან.

• ჩატარდეს საფუძვლიანი მოკვლევა და ანალიზი (რაც ამდენი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა), რომ დადგინდეს მიკროავტობუსებმა როგორი განრიგით უნდა იარონ მცხეთიდან თბილისიკენ. იგულისხმება - დილის საათებში რა ინტერვალით, შუადღის საათებში რა ინტერვალი და საღამოს საათებში რა ინტერვალით. სეზონების მიხედვით. ასევე სადღესასწაულო დღეებსა თუ კვირებში. უფრო კონკრეტულად - დაკვირვება და მოსახლეობის გამოკითხვა.

• დაინიშნოს ვაგონი "ვაგზალის მოედანი - დიდუბე - მცხეთა - არმაზი - ძეგვი" - ეს ზედმეტად რთული გზაა.

მარტივი გზები:

1. დაურიგდეს მძღოლებს კორპორაციული ნომრები.

2. ამოქმედდეს კანონი, რომელიც კრძალავს ფეხზე დგომას მარშრუტკაში.

3. ყველა მარშრუტკაში იყოს გამოკრული განცხადება, წითელი სათაურით - ყურადღება!!! და შავით თეთრზე დაწერილი, მსხვილი შრიფტით: "მიკროავტობუსში დასაჯდომი ადგილების შევსებისთანავე, მგზავრები ვალდებულნი არიან მძღოლს შეახსენონ, დარეკოს დისპეჩერთან, რათა მომდევნო მარშრუტკა დაუყონებლივ გამოვიდეს სადგომიდან"!

მეორე პუნქტის, მესამეს გარეშე ამოქმედება დაუშვებელია!

     კიდევ ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება, მაგრამ ეს ის ელემენტარული რჩევებია, რომლებიც ვფიქრობ, აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს.

     და ბოლოს, კიდევ ერთი რჩევა.

     ინტერნეტი სავსეა ღამის მცხეთის ფოტოებით, შესანიშნავი დასათვალიერებელია ეს ქალაქი ღამით და სასეირნოდაც ფრიად საამო, მაგრამ რად გინდა, როდესაც ჯგუფელები გაიგებენ რომ მცხეთიდან ბოლო მარშრუტკა 9-ის ნახევარზე გამოდის, ზაფხულში კი ამ დროს ჯერ კიდევ დღეა, ქალაქის მონახულების სურვილი კლებულობს. ამიტომ, იქნებ თბილისელებსაც სურთ მცხეთაში დიდხანს ყოფნა ან ტურისტებს ან სხვებს და სხვებს, იქნება კიდევ ერთი მარშრუტკა დაემატოს მცხეთიდან თბილისისკენ წამსვლელი, ათისნახევრიანი?

მადლობა ყურადღებისთვის.

ნახვა: 1149

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მარშრუტკა, მგზავრობა, მცხეთა-თბილისი, რჩევები, ტრანსპორტი, ქველი

ლაშა: მარტი 27, 2015||2:20pm

Kakha, გამომდინარე იქიდან, რომ პირველ გზას კიდევ "მართვის მოწმობა" სჭირდება, უარს ვიტყოდი მაგ "შემოთავაზებაზე", ხოლო მეორე გზას რაც შეეხება - ესეც განწირული სულისკვეთება იყო ჩემი მხრიდან, რადგან "რთულ გზაში" შედის ეგ და არავინ აირჩევს მაგ გზას :D 

ლაშა: მარტი 27, 2015||2:41pm

ეგ სხვა პრობლემაა და მაგაზე თბილისელებმა პოსტონ :P :D ან თ მინცდამაინც კუთხის პატრიოტები დარჩნენ ლიხს იქით, იმათმაც :D

ლაშა: მარტი 27, 2015||2:57pm

ჩემი მხოლოდ ერთი უბანია და იქ, არცერთი რეგიონალურ-რაონული მარშრუტკა არ მოძრაობს :D ეგეც არ იყოს, არც ამ რეგიონალური მარშრუტკების მგზავრები ცხოვრობენ იმ უბანში (ნუ, თითოოროლა შეიძლება) :D 

თათია: მარტი 27, 2015||3:08pm

ლაშ როგორც ვიცი ფეხზე დგომა იკრძალება, მაგრამ მძღოლები მგაზვრებს მაინც უშვებენ. აბა ხომ არ დატოვებენ? თან ფარდებს აფარებენ პატრულმა რომ არ შეამჩნიოს :D :D :D

ლაშა: მარტი 27, 2015||3:14pm

Kakha, დახურე ეგ გზები და რითი იმგზავრებ მაგასაც ვნახავ :D სამტრედიაც მოგენატრება და ოზურგეთიც :D იქნება და ურმებს გამოვყვე ხოლმე და შემოგისკუპავ შენც :D 

ლაშა: მარტი 27, 2015||3:15pm

თათია, ჩემო გემრიელო, სწორედ ამიტომაა აუცილებელი მეორე და მესამე პუნქტების ერთად შესრულება, თორემ როცა მაგ წესის დაცვა დაიწყეს, ყველაზე მეტად მე გავიჭყლიტე :D :D 

თამარ გელიშვილი: მარტი 27, 2015||9:14pm

და რკინიგზის "სადგური-ნარეკვავის" "მიკროავტობუსზე" რას გვეტყვი? ცხრის თხუთმეტ წუთზე რომ გავდივარ სახლიდან და ცხრას თხუთმეტი რომ აკლია,ძლივს მივდივარ სკოლაში,ისიც თანამშრომლის მანქანით და ისიც ღია გაკვეთილის დღეს,როცა პირველი ქართულია? ეჰ,შენ ხომ არ იცი,როგორ მენატრება ეგ დრო ჩემს ცხოვრებაში,რომელზეც შენ ჩივი...

ლაშა: მარტი 28, 2015||11:11pm

Kakha შუქი არა პრობლემა, ყოველ მეორე დღეს ან ყოველდღე და დღეში რამდენჯერმე. პურის რიგები ჯერ არ ჩანს, მაგრამ ვნახო, ვნახოთ... :D 

რაც შეეხება მეორე კომენტარს, გაკომფორტულებულ მგზავრობასთან დაკავშირებით, მინდა დაგეთანხმო - კი! დღეს მაგალითად, ისეთი სავსე მოვიდა ერთი მარშრუტკა რომ ვერ ავედი, ხოლო მეორეს წინ გადავუდექი გააჩერეთქო და გააჩერა, თორემ ისიც ხელების გასავსავებით აპირებდა ჩაქროლვას - ავედი კარებზე და ასე ჩავედი თბილისამდე. 

აი, წამოსვლისას კი თბილისში 15 წუთი ველოდე რომ საერთოდ მოსულიყო მარშურტკა დიდუბეში :D

წერე და იკითხეო - ვიღაცამ დამწყევლა! 

ლაშა: მარტი 28, 2015||11:13pm

თამარ გელიშვილი ასაკობრივ პრობლემებზე ნუ ვისაუბრებთ (ციტ. "მენატრება ეგ დრო ჩემს ცხოვრებაში,რომელზეც შენ ჩივი"). რაც შეეხება ადგილობრივ, ქალაქის შიდა მუნიციპალურ ტრანსპორტს. 

ასევე დიდი პრობლემებია მაგ ტრანსპორტთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც პრობლემას წამოაყენებ შემდეგ რაიმე გზაც უნდა შესთავაზო გამოსწორების და ჯერ არ მიფიქრია მაგაზე. მოვიფიქრბ და გეტყვი აუცილებლად. 

ლაშა: მარტი 30, 2015||11:41pm

Kakha ველით შენს ფილოსოფიურ ძილ-ღვიძილს უკვე ორი დღეა :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters