... იმ უკანასკნელს ვემსგავსები, დედამიწაზე მარტოდ დარჩენილი ქვებს რომ საყვედურობს... უმოქმედობას.
მთვარეს ვუჩივი.
ეი შენ, ცას რომ გამოჰკიდებიხარ და თავმომწონედ გადმოჰყურებ ქვეყნიერებას, აქაოდა მე გინათებთ უკუნითს მოკვდავნოო. ჰო, შენ გეუბნები, იმ წყლების მბრძანებელო, ჩვენს სიცოცხლეს რომ განკარგავს. რაო, ტკბები არა? უხილავი ძაფებით მიბმულხარ დედამიწას და მასთან ერთად სისტემაში წრეზე დადიხარ, როგორც ადამიანები. გაგიკვირდა ეს შედარება?! ჰმ... მე მგონია მრავლისმნახველო, ყველა საიდუმლოს და ყოველი ღამის შავბნელ აზრებსაც შენ ისრუტავდი. იმას ვგულისხმობდი, რომ როგორც სამყარო (გალაქტიკა), ჩვენი, ადამიანების მოწყობილი მიკროსამყაროც ეგეთია. ყველგან სისტემებია. სხვადასხვა სისტემები, რომელიც ერთ მთლიანს ქმნის და კაცობრიობა წრიული მოძრაობებით ბრუნავს დროსა და სივრცეში. მაგრამ ძირითადი განსხვავებაა ისაა, რომ ცნობიერი, რომელიც მოსვენებას არ გვაძლევს, ხშირად გვატყობინებს - დავიკარგეთ. ჩვენ ვიკარგებით საკუთარი ფანტაზიებიდან რეალობისკენ მიმავალ გზაზე.
როგორ გგონია, ფიქრი და გრძობები ერთმანეთთან კავშირშია? იქნებ გრძნობები გვაიძულებენ ვიფიქროთ. ჰკითხე ერთი მანდ, შენს შემქმნელ ძალებს, ჩვენ რაში ვჭირდებოდით. რაში აწყობდა სამყაროს ასეთი დრამატიზმი - მილიარდობით წელი ადამიანურმა მომდგმამ ვერ გაიაზროს ბოლომდე სად არის. ადამიანური ცნობიერების ფარდობა სამყაროს უკიდეგანობასთან მაოცებს. მოვდივართ არაფრისთვის და მივდივართ არაფრისთვის. არც მოსვლა გვითხოვია, წასვლა ხომ საერთოდ. რატომ მოგვექცა სამყარო ასე სასტიკად?! და გესმის, როგორ მაცოფებს ის აზრი, რომ შენ ათასწლეულებია გვიყურებ ზემოდან, მომსწრე ხარ ყოველი ჩვენი ტკივილის და ბედნიერების, გინახავს ყველა სასიკვდილოდ განწირული სული, ყოველ მათგანს ერთხელ მაინც მოუპყრია შენსკენ უმწეო მზერა და აღმოხდენია - რა ლამაზია! და შენივე ბრძანებით ზღვებს გამოურიყავთ მათი უსულო სხეულები?! მაინც, რაოდენ დიდი ხარ ჩვენზე, მაგრამ უგრძნობი, უგულო, თუმცა სამყარო შენ უკეთ გექცევა, ვიდრე ცნობიერების მქონე ქმნილებებს, რომლებიც პასუხებს ეძებენ გაუჟღერებელ კითხვებზე.
ხო, შენ ქვა ხარ, მაგრამ უფრო მყარი მეგობრობა გაქვს დედამიწასთან, ვიდრე ადამიანებს ერთმანეთთან. თუმცა, გახსოვდეს, შენ და შენნაირები ვერასდროს გაიგებთ რა არის სიყვარული, ბედნიერების ცრემლები, ვერასდროს იგრძნობთ, ვერასდროს იოცნებებთ... ჩვენი საშუალო 50 წლიანი სიცოცხლე თქვენს მარადიულობაზე ძვირფასია. თქვენ ხართ ყველაფერი და არაფერი იმასთან შედარებით, რაც ჩვენში ხდება.
მე მგონი დავამთავრე. ამაოა შენთან საუბარი. ახლა სხვა ქვეყანაში შექმნი ჩრდილების თეატრს, სხვა ქვეყანაში, სხვა წყვილი ერთმანეთის ტუჩებს ნაზად შეეხება, წამით იგრძნობენ მარადისობას, მათთვის დრო პლასტელინის ბურთულას დაემსგავსება, შენ კი ურცხვად მიანათებ მზისგან ნასესხებ სხივებს... ჩემთან კი მზე ჩაგანაცვლებს. ხვალ ის აფათურებს საცეცებს ჩვენს სულებში და შურისგან კიდევ უფრო აგიზგიზდება - ის ხომ ვერასდროს იგრძნობს სამყაროს ჩურჩულს ვენებში...
ნახვა: 1061
ტეგები: ადამიანურობა, ამაოება, არარა, დღიური, მელანქოლია, მთვარე, მონოლოგი, ნაგავი, სასოწარკვეთა, ღამისსაუბრები
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია