კაცის სიმთვრალე რა არის

ქალ თუა გადაკრულია

ფხიზელ ხომ გიშლის ნერვებსა

მთვრალიც ყოფილა კრულია

ერთხან მოვიდა შასმული

პირ-თორპილ გაბადრულია

მოვიდა, ვიჯე:- "რას ზიხარ?"_მახეთქა საყვედურია

"ადე პურ-მარილ გაშალე,

შენთან დალევა მწყურია!!"

ჯერ კი შავხენე, მემრ მივხვდი

ჭკვა აღარ ჰქონდა სრულია

ცოტა ხანს დაჯდა, ვიფიქრე,

-ეხლა კი გავაცურია..

წამაიარა დაჰკივლა

ხმა ჰკონდა ვაჟკაცურია

ფეჩს წიხლ ამაჰკრა, მასწმინდა

ცამაიყარა მურია

პირქვ დასცა წყლიან ვედრაი

სარკეს ჰკრა თავსახურია

სერვანდს ეძგერა ჭურჭელთა

აუტყდა ძგარა-ძგურია..

დაწე, დავსდევდი ხვეწნითა

პატრონს რომ ძაღლი მურია...

არ ჭრიდა ხათრი ცოლ-ქმრული

გაგება იყო ძმურია!!

ბარბაცით დააბიჯებდა

თავზე-ხელ-აღებულია

ჰკვლევდიან მაშჩა ბალღებსა

ლაშები დაღებულია:

-"მამი, დედიკო რას ცეკვავს,

ეგ ცეკვა სადაურია..??"

ლოგინში ჩავდევ, გაგიჟდა

-"როგორ თუ დამახურია?!"

წიხლით ნაგაბრად გაიღო

ლეიბი დასახურია

მემრ გულ გაუხდა ცუდადა

ფერი დაედო მკვდრულია

ცივ წყლით ვუზილე ყელ-ყური

ვასუნტქე ნიშადურია...

ის რო დამშვიდდა,დავმშვიდდი

ეხლა აყვირდა ფურია

მაშინღა მივხვდი რომ მამრჩა

საქონი დასაყურია

ბალღებმ დამიწყეს ჩურჩული

მამი, მაგვშივდა პურია

კარში რომ მავშჩი საქმესა

მემრ ისენ დავაპურია

ჩემ მტერსა ჰქონდას რომ მქონდა

იმ წუხრას სამსახურია

ქალმ შასვას გახდას აეგრა

კაცის სმა საამურია!

მეორე დილას გმინევდა

თავს თავშალ შამაკრულია

მჯიღ ედვა დაღლილ გულზედა

ყორეთად შამაკრულია...:)))))))

ნახვა: 1048

მაიკო: აგვისტო 15, 2013||10:26pm

:)

თათია: აგვისტო 16, 2013||1:04pm

ხალხურია? :) 

vako: აგვისტო 16, 2013||1:13pm

ძაან მაგარია 

ლაშა: აგვისტო 16, 2013||4:35pm

100% ეგრეა :D :D :D 

მეც მინახავს ეს სიუჟეტი :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters