ცხადია, იმის მტკიცება, რომ ბიბლია ცხოვრების წიგნია, ბორბლის თავიდან გამოგონებას ჰგავს. უბრალოდ, თუკი დღეს, კიდევ, სადმე (იქნებ დარჩნენ ასეთებიც) ჩნდება შეკითხვა, რა არის ცხოვრება? რა არის სიცოცხლე? რა არის სიცოცხლის საზრისი? მათ პასუხად, დღევანდელ საღმრთო ლიტურღიაზე, წმინდა წერილიდან, სახარების ორი ეპიზოდი ამოიკითხეს. პირველი ეპიზოდი, იოანე ღმრთისმეტყველის სახარებიდან, ეხება, საიდუმლო სერობის ჟამს იესოს ლოცვას, მაცხოვარი მიმართავს მამას: „მამაო, მოიწია ჟამი ჩემი, ადიდე ძე შენი, რაჲთა ძემანცა შენმან გადიდოს შენ. ვითარცა-ესე მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ. და ესე არს ცხორებაჲ საუკუნოჲ, რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტე“. (იოანე 17, 1-3) მგონი, გარკვევით წერია რა არის ცხოვრების საზრისი მათთვის, ვინც თავს ქრისტიანად მიიჩნევს. ანუ თუ ეწერებით მათ რიგებში რომლებსაც რწმენათ: „რამეთუ სიტყუანი, რომელნი მომცენ მე, მივსცენ მათ, და მათ მიიხუნეს და ცნეს ჭეშმარიტად, რამეთუ შენგან გამოვედ, და ჰრწმენა, რამეთუ შენ მომავლინე მე. (იოანე 17, 8)“ თუმცა, არის ასეთი ამბავიც, რომ „მე მივსცენ მათ სიტყუანი შენნი, და სოფელმან მოიძულნა იგინი, რამეთუ არა არიან სოფლისა ამისგანნი, ვითარცა მე არა ვარ სოფლისა ამისგან (იოანე, 17, 14)“. მოკლედ, რთულ-მარტივი ლოცვაა და არცაა გასაკვირი, უფალი ლოცულობს!
მეორე ეპიზოდი კი ლუკას სახარებიდანაა და ამ ჭეშმარიტებასთან მიმყვანებლების დარიგება იყო. გამოირჩია რა სამოცდაათი მოწაფე და გაგზავნა საქადაგებლად, უთხრა: „ნუ წარგაქუნ ბალანტი (პატარა ტომარა, ფუთა), ნუცა ვაშკარანი (აბგა, ზოგჯერ ქისა), ნუცა შესასხმელი ფერჴთაჲ და ნუცა ვის გზასა ზედა მოიკითხავთ. და რომელსაცა სახლსა შეხჳდეთ, პირველად თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას! და უკუეთუ იყოს მუნ ძჱ მშჳიდობისაჲ, განისუენოს მის ზედა მშჳდობამან თქუენმან, უკუეთუ არა − თქუენდავე მოიქცეს. მასვე სახლსა შინა იყვენით, ჭამდით და სუემდით მათ თანა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა, ნუ მიხუალთ სახლითი სახლად. და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და შეგიწყნარნენ თქუენ, ჭამდით წინა-დაგებულსა თქუენსა და განჰკურნებდით მას შინა უძლურთა და ეტყოდეთ მათ: მოახლებულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ. და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით უბანთა მისთა, არქუთ მათ: აჰა ესერა მტუერი რომელ აღეკრა ფერჴთა ჩუენთა ქალაქისაგან თქუენისა, განვიყრით თქუენ ზედა; გარნა ესემცა უწყით, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ“ (ლუკა 10, 4-11) - მოციქულობა იყო სასუფევლის მოახლოების ხარება, რათა ადამიანებს ეზრუნათ სულზე და დღემდე ეს რჩება მოციქულთა მოვალეობად - სასუფევლის რწმენის შენარჩუნება მოსახლეობაში და ამასთანავე უძლურთა განკურნება, თუმცა მუშაკი ღირსი რა სასყიდლისა, ამ სასყიდლად დაუდგინა უფალმა - ჭამდით და სვამდით მათ თანაო, პრინციპში, როგორც ერთი მეუფე ხუმრობდა ხოლმე, „პური არსობისა“ და „პური ძღომისას“ ამბავია.
ლუკას სახარების ეს ეპიზოდი იწყება სიტყვებით, რომ სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი ცოტანი. დღეს, მუშაკნიც ბევრნი არიან (ყოველშემთხვევაში ჩვენს ეკლესიაში), მაგრამ სამკალი მათ შორისაც გამრავლდა და ახლა რაღა უნდა ვევედროთ სამკალის უფალს?
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია