მიკითხავს, რატომ არის, რომ თუნდაც მძიმე წარსული ჰქონოდა ადამიანს, მოგონებისას მაინც ნოსტალგია, მონატრება, სევდა ეპარება? ერთი და ყველაზე მარტივი პასუხი ასეთ დროს, რაც თავში მოდის, ესაა - ახალგაზრდობა! დიახ, შესაძლოა მრავალი განსაცდელი, ჭირ-ვარამი გამოევლო კაცს ახალგაზრდობაში, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, თუნდაც ახლა მშვიდად და უშფოთველად ცხოვრობდეს, მაინც ის ახალგაზრდობა ურჩევნია, ჭირ-ვარამიანი. ეს ძალიან მარტივია და ძნელიც არ უნდა იყოს ამის გაგება, თუკი ადამიანს შევხედავთ, როგორც სიცოცხლისკენ მიზანსწრაფებულ არსებას.

      მაგრამ როცა ახალგაზრდას იგივე განცდები აქვს წარსულთან? ეს ალბათ სიცოცხლის დასრულების შიშზე მეტად, იმ წარსულში განცდილი ბედნიერების მონატრებაა, ან მონატრებაა სიახლის შეცნობის, გაკვირვების, რომელი გაკვირვებითაც სამყაროს შემეცნება იწყება, როგორც დიდი ფილოსოფოსი ამბობდა. არ ვიცი - კარგად არ დავკვირვებივარ საკუთარ გრძნობებს ამ მხრივ. ის კი ვიცი, რომ ნებისმიერ გადაკვეთა წარსულთან, რომელსაც ახალგაზრდული გაკვირვებით ვუყურებდი, ჩემში ნოსტალგიას იწვევს ახლა.

      არაერთხელ დავწერე სვეტიცხოვლის იმ წარსულზე, რომელმაც ჩემზე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და წარუშლელი კვალი დატოვა. წარსულმა, რომელიც არ მეორდება და რომელთან შეხვედრაც, სახეზე იმ გამომეტყველებას მიმაღებინებს ხოლმე, მოხუც ბებია-ბაბუებს რომ აქვთ მტვრისგანშეჭმული ალბომის თვალიერებისას. ჰოდა, რამდენიმე დღის წინ ხელში ჩამივარდა ვიდეო.

      ვიდეო გადაღებულია 31 აგვისტოს, 2008 წელს. მახსოვს, ომის პერიოდში სვეტიცხოველი მცხეთის თავშესაფრად იქცა, მაშინ როდესაც სამხედრო მანქანები მცხეთის გავლით გორისკენ მიემართებოდნენ, მთელი მცხეთა სვეტიცხოველს შეფარებოდა. თვის ბოლოს, სვეტიცხოვლის საძმოს ერთობლივი წირვა აღევლინა სვეტიცხოველში.

      ვიდეოში მამა ანტონი (ფიჩხაია) თავად საუბრობს წირვის იდეასა და მნიშვნელობაზე.

      ვიდეო განსაკუთრებულია იმითაც, რომ კადრში ჩანან დეკანოზი არსენი (ბერუაშვილი), რომელიც 40 წლის განავლობაში ერთგულად მსახურებდა სვეტიცხოველში, ძნელბედობის ჟამს მარტომყოფი სვეტიცხოვლის გალავნის ქონგურებიდან ტაძარსაც კი იცავდა თითოოროლა უღმერთო-უგვანი ადამიანისგან. ასევე დეკანოზი ავთანდილი (ბურდული), დიაკონი ილია (კარტოზია). დღეს, ეს მამები ცოცხლები აღარ არიან. ასევე ვიდეოში თვალს მოკრავთ ადამიანებს, რომლებიც ამ 8 წლის განმავლობაში ბერად აღიკვეცნენ, სამღვდლო მადლით შეიმოსნენ და დედა ეკლესიის მწყემსთა შორის ჩაეწერნენ, ადამიანებს რომლებმაც სტიქაროსნობიდან მღვდელ-მონაზვნობამდე გზა განვლეს ან მორჩილებიდან სახლში დაბრუნდნენ, ადამიანები რომლებიც დარჩნენ სვეტიცხოველში და ადამიანები, რომლებიც სვეტიცხოვლიდან შორს არიან. ვიდეოში თუ ერთი არქიმანდრიტი ჩანს ისააკი (ღადუა), ახლა უკვე მის გვერდით მდგომი მამები, მრავალნი არქიმანდრიტის ხარისხში არიან.

      ისტორიისთვის რა არის 8 წელი? მაგრამ ერთი ტაძრისთვის, ერთი ამბისთვის 8 წელი თურმე მრავალი ისტორიის დაწყების და დასრულები პერიოდი ყოფილა.

      როგორც ვთქვი, ეს ვიდეო განსაკუთრებულია მათთვის, ვისთვისაც მსგავსი მოგონებები ნოსტალგიური, ვისთვისაც ეს კადრები განცდებს, ტკბილ გაკვირვებას უკავშირდება, თორემ სხვა მხრივ ერთ-ერთი რიგითი წირვის კადრებია მრავალათასეულიდან.

სასულიერო პირები ვიდეოდან:

  • არქიმანდრიტი ისააკი (ღადუა) - სვეტიცხოვლის წინამძღვარი
  • დეკანოზი არსენი (ბერუაშვილი)
  • დეკანოზი დავითი (ჯიშკარიანი)
  • დეკანოზი ავთანდილი (ბურდული)
  • დეკანოზი კონსტანტინე (პაიჭაძე)
  • დეკანოზი მიქაელი (მაჭარაძე)
  • იღუმენი დამიანე (თოდაძე)
  • დეკანოზი ალექსი (მარსაგიშვილი)
  • დეკანოზი ავთანდილი (შიოლაშვილი)
  • მღვდელ-მონაზონი ექვთიმე
  • მღვდელ-მონაზვნი გიორგი (თელია)
  • მღვდელ-მონაზონი ანტონი (ფიჩხაია)
  • მღვდელ-მონაზონი ალექსი (არაჩემია)
  • ბერ-დიაკონი ლუკა (თანდილაშვილი)
  • ბერ-დიაკონი ილია (კარტოზია)

ნახვა: 714

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ნოსტალგია, სვეტიცხოველი, ქველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters