რამდენიმე დღის წინ მარველის თაობაზე და მარვლეს აყოლილ თაობაზე ვსაუბრობდით და იმ დროის ფლანგვაზე, რომელსაც ის სთავაზობს საზოგადოებას (თუ ვინმემ არ იცის, მარველი (Marvel) მარტინ გუდმანის დაარსებული საგამომცემლო კომპანიაა, რომელმაც სახელი კომიქსებით გაითქვა). მრავალი წლის განმავლობაში, ჩვენს საზოგადოებაში კომიქსები იმდენად უჩვეულო ხილი იყო, რომ ახლა გადაღებულ კომიქსებს ნებისმიერი ასაკის კინომანი დიდი სიამოვნებით უთმობს დროს. მითუმეტეს, რომ გაფორმება, კომპიუტერული გრაფიკა და მისთანები ნამდვილად არ დაეწუნებათ. გუშინაც ასე დავკარგე 110 წუთი ჭიანჭველად ქცეული ადამიანის ყურებაში. გმირი პირველად 1962 წელს გამოჩნდა მარველის იანვრის ნომრის კომიქსში, მაგრამ კინოფირზე 2015 წელს გადაიტანეს. მეცნიერის გამოგონება - ნივთიერება, რომელიც ზომებს მნიშვნელოვნად ამცირებს მოლეკულებს შორის სივრცის შევიწროების ხარჯზე და ამ ნივთიერებით აღჭურვილი სპეციალური სამოსი, რომლის მატარებელს საშუალება აქვს წამისყოფით შემცირდეს ჭიანჭველის ზომამდე და შემდეგ ისევ გაიზარდოს (თუ საჭიროა სუბატომურ ზომამდეც შეუძლია შეკუმშვა, მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევაა). ესაა ამ გმირის განსაკუთრებულობა, ფილმის დინამიური სიუჟეტი, მცირე დოზით, მაგრამ მაინც სამეცნიერო ფანტასტიკა, კარგი გაფორმება, მაიკლ დუგლასი, ვანჯელინ ლილი, პოლ რუდი და შედეგიც არ დააყოვნებს - მაყურებელი პირველივე კადრიდან ეჯაჭვება ეკრანს.
საქმე ისაა, რომ ასეთი ფილმის ფინალი წინასწარ იცი - კეთილი კლავს ბოროტს და ამით სრულდება ყველაფერი, სამყარო გადარჩენილია, იქამდე შერისხული და საზოგადოებისგან ათვალწუნებული გმირი გმირად აღიარებული იქნება ფილმის ბოლოს და ათასი ბლა ბლა ბლა. კომიქსს რეალობაზე რა თქმა უნდა პრეტენზია არ ექნება, მითუმეტეს ამ ტიპის კომიქსს სადაც ადამიანები პატარავდებიან, ან მწვანდებიან, ან ფარსა და უროს ისვრიან, მაგრამ ხომ შეიძლება რეალობის ისეთ ინტერპრეტაციაზე მაინც ჰქონდეს პრეტენზია, რომელიც გამოგვადგებოდა? ასე მაგალითად, დღეს თითქმის აღარსად, არცერთი ბოროტება ცხადი ბოროტებით არ ებრძვის სიკეთეს. ორი მხარე, კეთილი და ბოროტი და მათი დაუსრულებელი ბრძოლა, ისეთი აშკარა როგორც ეს მარველის კომიქსებშია, დიდი ხანია მოძველდა, ახლა სიკეთეს "სიკეთით" ებრძვიან და "კეთილი" იდეებით. (ამ მხრივ კომიქსებში შემიძლია 2009 წელს გამოსული "გუშაგი" (Watchmen) შემოგთავაზოთ. ამჯერად საქმე გვაქვს დისი კომიქსის (DC Comics) ერთ-ერთ ბესთსელერთან (1986-1987), სადაც ბევრი მთავარი გმირია და მათ შორის არის დოქტორი მანჰეტენი, რომელიც ღმერთობის იდეას ატარებს და ფილმის დასასრულს არ გაქვს განცდა, რომ ბოროტსა სძლია კეთილმან ან პირიქით).
დიდი ხანია ბოროტება მიხვდა, რომ არ ღირს სიკეთესთან ბრძოლა. თუ პირადი გამოცდილებიდან ვერ მიხვდებოდა, ამდენი ტექსტი (ლექსი, მოთხრობა, პოემა, იგავი და ა.შ.), ფოტო, ფილმი და სადღეგრძელო მაინც მიახვედრებდა და გააგებინებდა, რომ ყოველი ბრძოლა თუ ომი ბოროტისა სიკეთესთან, განწირულია მარცხისთვის. მაგრამ როგორც წესი, ბოროტები და მითუმეტეს კომიქსების ბოროტი გმირები, ჭკვიანი ადამიანები არიან, მეცნიერები, გამომგონებლები და ა.შ. შესაბამისად, ბოროტება როგორც ჭკვიანი რამ, აუცილებლად მიხვდებოდა და დიდი ხანია მიხვდა, სიკეთესთან ბრძოლა არ ღირს (იმედია ეს ბოროტება ქართველი არ არის და წაგებულ ომში ჩაბმა არ უყვარს), ომის მოსაგებად სიკეთე უნდა გახდეს, მაგრამ რადგან თავის კონკურენტ სიკეთეს ვერ შეურთდება, პრინციპული სხვაობის გამო - კეთილი არ არის, არამედ ბოროტია, ამიტომ ქმნის ალტერნატიულ სიკეთეს, სხვა სიკეთეს, რომელიც ძალიან, ძალიან მცირედით უხვევს ნამდვილი სიკეთისგან და ამ მცირე გადახვევით ებრძვის მას.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ სამყაროში.
აქვე იხილეთ:
თუკი საიდანმე რამეს ვაკოპირებ, ყოველითვის ვწერ ავტორის ვინაობას თაკო :)
თაკო ვერ მივხვდი "რაღაცის ალტერნატივა არ არსებობსო" სად დავწერე რომ რაღაცის ალტერნატივა არ არსებობს, ან რა შემატყვე რომ ისეთ რამეზე ვსაუბრობ, რაც არ ვიცი? :) ის რომ შენ და შენი ძმები კომიქსებზე გაიზარდეთ, ეს არ ნიშნავს რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის, თუნდაც დავავიწროვოთ - მხოლოდ დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობისთვის, კომიქსები ისეთივე ჩვეულებრივი რამ იყო, როგორც სხვა წიგნები. მეც მქონდა ერთი კომიქსი სახლში, მაგრამ სამწუხაროდ არ მახსოვს რა :(
და კითხვა ძალაში რჩება - "როცა ამბობ რაღაცის ალტერნატივა არ არსებობსო, ამაში უნდა ერკვეოდე" - ეს განმიმარტე კარგი?
P.S. გული მიგრძნობს სულ ვერ გაიგე ამ პოსტის სათქმელი ((
ცალ-ცალკე უნდა გიპასუხო ალბათ, თორემ ან განგებ ამახინჯებ ცემს აზრს ან მართლა არ ხვდები რა დავწერე.
1. კი, კომიქსს რეალობის გადმოცემაზე არ აქვს პრეტენზია - კომიქსია, გამოგონილი ამბავია და არა დოკუმენტური მასალა. შესაძლებელია მხატვრული ლიტერატურაც სრულიად გამოგონილი ამბავი იყოს, მაგალითად ჰარი პოტერი, ბეჭდების მბრძანებელი და ა.შ. მაგრამ მათი მესიჯები (მოგეხსენება ნებისმიერ ხელოვნებას, შემოქმედებას რაიმე სათქმელი, მესიჯი აქვს მკითხველთან, მნახველთან, მსმენელთან და სწორედ ამ მესიჯებით ფასდება მათი ავ-კარგი) უფრო საინტერესო განსახილველია ვიდრე რიგი კომიქსებისა და განსაკუთრებით კი მარველის კომიქსებისა (თუ ამოგლეჯილად არ წაგიკითხია პოსტი, ნახავდი ჩემს დიდ სიმპათიას დისი კომიქსის გუშაგებთან, სადაც ერთდროულად არის ფსიქოლოგიაც, რორშახის ლაქებით, ფიზიკაც მანჰეტენის შესრულებით, პოლიციაც სხვა მცველებით, ფილოსოფიაც - "ანტიგმირის" განსახიერებით და ა.შ. და სათქმელიც უფრო მრავალფეროვანია.)
2. რატომ ხარჯავ 110-წუთსო და მაგაზე ხომ უკვე დავწერე? გადაახტი? :((
3. მგონი უბრალოდ დამეთანხმე, რომ საქართველოში იშვიათობა იყო, უბრალოდ გინდოდა განსხვავებულად გეთქვა და ამიტომ დაწერე წინაპართა მიდგომებზე ბავშვის გონების განვითარებასთან დაკავშირებით :))
4. არასაინტერედოს - ეს შენი შეფასებაა ამჯერად ჩემი ნაწერის და მე ყოველთვის მოხარული ვარ ჩემი ნაწერის შეფასებების კითხვისას, ამიტომ დიდი მადლობა. ვეცდები წერის კულტურა და სათქმელის გადმოცემა გავაუმჯობესო.
5. ეგ მართლა რა შუაში იყო ამასთან? :)
P.S. თაკო, ხომ გითხარი ვერ მიხვდი მთავარ სათქმელსთქო. მარველის კომიქსების მესიჯები არის პ რ ი მ ი ტ ი უ ლ ი! :) ახლა უფრო კონკრეტული ვარ? შესაბამისად მისი ყურებაც დროის ისეთივე ხარჯვაა, როგორც თურქული სერიალისა! განსხვავება - თურქულ სერიალში ულვაშიანი კაცები თამაშობენ და კოჭ-მაჯა-დაფარული ქალები, საპნის ოპერაა და დაუსრულებლად იწელება, თუმცა იცი რომ ბოლოს ერთად იქნებიან და ბედნიერად იცხოვრებენ და მარველთანაც იცი, Iron Man მიუხედავად უცაბედად ჩემოკრული უბედურების ზარისა, მაინც იპოვის სიტუაციიდან გამოსაძრომს და გადაარჩენს სამყაროს. განსხვავება გარჩევადობის ხარისხს, ექშენსა და სხვა ტექნიკურ დეტალებშია, რომლითაც ევროპული და ამერიკული ნაწარმი უსწრებს ამ შემთხვევაში თურქულს :)
ვაი...ჩავერევი, უსაქმური -
ძვირფასო Tako:
5. მოვლენას, რომელსაც შენ აღწერ ეწოდება *ფარისევლობა* (და მისი ნებისმიერი გამოვლინება: სოციალურ ქსელში, სამეცნიერო ფანთასტიკაში,რეალურ ცხოვრებაში თუ კომიკსში უნდა იქნას დაგმობილი ვითარცა "კიბოზე უარესი სენი"
4. მე კი მიყვარს როცა ადამიანი გამოხატავს თავის აზრს (დიდი მოწონება შემ) და არგუმენტირებულად (აქ კი უფრო სამიანი მინუსით) იცავს თავის პოზიციას !
3. მართლა თვლი რომ კომოსებით შესაძლებელია გონების ჩამოყალიბება ?( cit :" საქართველოში არ შემოდიოდა,რადგან ეგონათ ამით ბავშვების გონება ვერ ჩამოყალიბდებოდა (არადა ინგლისური 5 წლის ასაკში" - მადლობა, ამ ფრზით ნადვილად დაადასტურე , რომ გენიოსები იყვნენ ვინც კრძალავდა საქართველოში კომიკსების ჩამოტანას : არ ვიცი რა დონეზე დაეუფლე ინგლისურს , მაგრამ 5 წინადადებაში იმდენი გრამატიკული და ფაქტობრივი შეცდომაა......
2. ამ შეკითხვაზე პასუხი - ჩემთვის უცნობია ( ისევე როგორც შენთვის) - მხოლოდ ისაა გასაკვირი, რომ შემტევი ბრალდების ფორმა აქვს (* მავანს საზამთრო უყვარს, მავანს კი - მუჟუჟი*)
1. "კომიქსს რეალობაზე რა თქმა უნდა პრეტენზია არ ექნებაო" (cit) - რა თქმა უნდა .. ისევე როგორც ზღაპარს ( *ეროვნული* ნაცარქექია იქნება თუ ვიწრო საზოგადოებაში ფართოდ ცნობილი *ექიმი ვობ-ჰუ* ჩინეთიდან), ფანთასტიკურ მოთხრობას თუ ა.წ. *უჟასებს*.. ამიტომაც კამათის წინ ნდა ჩამოყალიბდე იმ *ველზე* სადაც აპირებ ოპონირებას : სტილებში სხვაობა, გემოვნება, კონკრეტული ნაწარმოები თუ ფანთაზიების (კომიკსური,ზღაპრული ან თუნდაც დეტექტივური) სუბლიმირების მას-მედიაში გადატანა ..
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია