დაახლოებით ერთი წლის წინ შედგა ძალიან საინტერესო ინტერნაციონალური სამეგობრო. სამეგობროს ჰქონდა ბევრი ერთობლივი თავგადასავალი სწავლა-გართობა-მოგზაურობის ფარგლებში. სამეგობრო პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში შედგა და მისი წევრები ამჟამად სულ სხვადასხვა ქვეყანაში განაგრძობენ არსებობა-საქმიანობას, თუმცა ერთ დროს ერთმანეთისთვის სრულიად უცხო და შორეულ ადამიანებს დღეს გრძნობების გამომხატველი უამრავი დადებითი და პოზიტიური სიტყვა აკავშირებთ, რომელიც თავს უყრის მოგონებების ერთ დიდ სიყვარულით სავსე კოლბას.
რომ აღარ გაწვალოთ, ამ რამდენიმე თვის წინათ ინტერნაციონალურმა სამეგობრომ გადავწყვიტა ამავე სამეგობროს ერთ-ერთი დამსახურებული და სტაჟიანი წევრისთვის ოცნება აეხდინა და დაბადების დღეზე პარიზული ვოიაჟი მოეწყო, ამასთან ეს ვოიაჟი ინტერნაციონალური სამეგობროს დანარჩენი წევრების თანამგზავრობით გაემდიდრებინა და ეჩუქებინა რამდენიმე პარიზული დღე ადამიანისთვის, რომელიც ბავშვობიდან სწავლობდა საფრანგეთის ისტორიას და კულტურას, არაჩვეულებრივად იცნობდა ფრანგულ შემოქმედებას, ზეპირად იცოდა პარიზის თითქმის ყველა ქუჩა და ენასაც კარგად ფლობდა (თუმცა მატრაკვეცა ფრანგები ამ შემთხვევაშიც აძლევდნენ უფლებას საკუთარ თავს აღენიშნათ მისი არაფრანგული აქცენტი).
ერთი სიტყვით, დატრიალდა კარუსელი და პარიზში ვართ!
რამდენიმესაათიანი ფრენის და ცოტა შიმშილობის შემდეგ(ამას დამატებული ნერვებმოშლილობა ფრანგების მატრაკვეცობის ნიადაგზე) შევუდექით ჰოსტელის ძებნას. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, დასაწყისში უბრალოდ ვიარეთ, შემდეგ ბევრი ვიარეთ, კიდევ ვიარეთ, კიდევ ვიარეთ... და როცა ძალიან ძალიან ბევრი გავიარეთ, უკვე ქანცგამოცლილები მივხვდით, რომ წრეზე დავდიოდით. დიდის ვივაგლახით, ისევ მატრაკვეცა ფრანგების წყალობით, როგორღაც დანიშნულების ადგილამდეც მივაღწიეთ. ყოველგვარი სირთულეების გარეშე დავბინავდით და მშვიდად, ხვალინდელ დღეზე ფიქრის გარეშე, მარტივად მივესვენეთ საწოლებზე, პრინციპით - სად წავა პარიზი, აქ არა ვართ?!
მეორე დღე გაგვითენდა თითქოს მზიანი, მაგრამ მალევე მოიღრუბლა და ჩვენი ვოიაჟი პარიზული წვიმის წვეთებით დაასველა. აქ ფოტოსესიითვის სათანადოდ გამოპრანჭული ზოგიერთი ჩემი მეგობარი და მათ შორის თავად მეც(რომელსაც ქოლგა არასდროს უტარებია) მიხვდა, რომ ჩემ მიერვე ამოჩემებული ფრაზა "ყოველი შემთხვევა ყოველთვის გასათვალისწინებელია" - მართლაც რომ პრაქტიკულადაა გასათვალისწინებელი და მისი მხოლოდ თეორიული ცოდნა ან ყოველ წამს სხვისთვის შეხსენება არ არის საკმარისი. იმ ფაქტმა, რომ ტანსაცმელი და ჩანთები დაგვიმძიმდა, ფეხსაცმლები აჭყაპუნდა და სახეზე უკვე წვეთების ნაცვლად თქრიალით ჩამოგვდიოდა წყალი, ჰოსტელში დაგვაბრუნა.
მშვიდობა იყო, სანამ გოგოს (გოგო - მე, ასე მეძახდნენ მეგობრები, რა გაიგეს ეს ქართული სიტყვა და მისი მნიშვნელობა) არ მოუნდა ღამის ეიფელის ნახვა.
- კარგით რა, რა გჭირთ, ყოველდღე ხომ არ მოვალთ, სულ არ მომწონს ეს ეიფელი, მაგრამ ამ ოთხკედელშუა ჯდომას კიდევ ის ჯობს იმ რკინის კონსტრუქციას ვუყურო, თან იქნება და განათებული უფრო ლამაზი იყოს, მე კი ვიცი რომ თბილისის ანძა ჯობს,მაგრამ მაინც(ამ შედარებას მაინცდამაინც ვერ ჩაწვდნენ, მაგრამ არც მიცდია ახსნა)
- მე მგონი ამის წუწუნს კიდევ ის ჯობს მეორედ მოვყვეთ წვიმაში ან დაღლილობისგან გზაში წავიქცეთ და იქვე დაგვეძინოს.
მუსას გადაწყვეტილებით გაბედნიერებულმა ის ნაწილი არ შევიმჩნიე, სადაც წუწუნზე იყო საუბარი და ჩემს ოთახში სიმღერით გავედი მოსამზადებლად.
უკვე ყველა შემოსასვლელში მელოდებოდა მე რომ დაბლა ჩავედი, აწეული წარბების საპასუხოდ ჩემი ოცდათერთმეტივე კბილი მივაგებე (ოცდათერთმეტი იმიტომ რომ ერთი მაკლია) მათაც ტუჩის კუთხეები ჩაეკეცათ და ღიმილი გაეპარათ და ასე მხიარულად განვაგრძეთ გზა ღამის ეიფელისკენ.
ერთ-ერთი "დიდებული" პარიზს ალბათ მეტრო აქვს (თბილისს რომ აქვს "გადასასვლელი საბურთალოს ხაზზე",აქ ასეთი რამდენია ვინ მოთვლის) ამიტომ თუ გინდა პარიზში დაიკარგო მეტროში უნდა ჩახვიდე, ოღონდ ეს მანამ, სანამ გაერკვევი პარიზული მეტროს სისტემაში.
აუცილებლად უნდა იცოდე რომ:
1. პარიზის მეტროში არის რამდენიმე ხაზი და ყველგან ერთი და იგივე ბილეთი არ მოქმედებს (ბილეთები იყიდება სწორედ ამ ხაზების მიხედვით)
2. ბევრი არ იღებს ბილეთს და უბრალოდ გაძვრება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გაიმეორო!
3. თუ ღამე მოძრაობ პარიზის მეტროს ცენტრალურ ნაწილში, აუცილებლად გადაეყრები კონტროლიორს(თუ ძალიან იღბლიანი არ ხარ)
4. პარიზის მეტროშიც ითხოვენ მოწყალებას ან მოითხოვენ
5. წინ თუ ვინმე გიზით არაფრანგული გარეგნობის, 99% ეს ქართველია.
დიდხანს რომ არ გავაგრძელო ამ სისტემაში ჯერ კიდევ გაუთვითცნობიერებლებმა იმ კონკრეტული ხაზისთვის, სადაც ვიმყოფებოდით სრულიად უსარგებლო ბილეთი ავიღეთ . "გაგვიმართლა" და ჩვენი ფრანგულმცოდნე იუბილარი არ იმყოფებოდა ჩვენთან, მაგრამ უფრო მეტად მაშინ "გაგვიმართლა", როცა მეტროდან ამოსულებს კონტროლიორები დაგვხვდნენ და ჩვენ კიდევ სიამაყით გავუწოდეთ საბედისწერო ბილეთები. ქალბატონმა კონტროლიორმა, ერთობლივი და ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ, ისეთი ინგლისურით მეც კი რომ ვერ მოვახერხებდი, გაგვაგებინა, რომ საჭირო ბილეთის არქონის გამო უნდა დავეჯარიმებინეთ. ამის შემდეგ აღნიშნული ქალბატონი კონტროლიორი სულ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლებოდა:
- By cash or by credit card?
- By cash or by credit card?
- By cash or by credit card?
- By cash or by credit card?
როცა არანაირმა ხერხმა არ გაჭრა, მათ შორის მეგრულმა აფერისტობამაც, იძულებულები გავხდით 35-35 ევრო გადაგვეხადა თითოეულს. ამ მარცხის შემდეგ, რომელსაც საგულდაგულოდ მალავდნენ ჩემი თანამგზავრები, მე კი იმ წამიდან, როცა 35 ევროს დაკარგვასთან ისიც გავაცნობიერე, რომ ამ ფულს არავინ დამიბრუნებდა, შევეცადე, დარჩენილი დრო ამაზე ნერვიულობაში არ გამეტარებინა, ამიტომ უკანა გზაზე(უკვე აღარ გვინდოდა ღამის ეიფელის ნახვა და მასვე დავაბრალეთ ყოველივე) სიცილის მეტი არაფერი მიკეთებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვცდილობდი ღიმილის შეკავებას, როცა ჩემი თანამგზავრების შეკრული კოპები და სერიოზული სახეები მხვდებოდა თვალში. ამის შემდეგ იყო... იყო პარიზული ორი დღე, ერთად აღნიშული დაბადაბის დღე, სანავბარის მიერ ამოცნობილი ქართველი(ქართული ცხვირით), მოწყალების მთხოვნელი ძაღლები... ბევრი მოგონება, რომელიც გონებაში და ფოტოებზე აღიბეჭდა სამუდამოდ.
და მაინც, მიუხედავად ჯარიმისა, წვიმისა, დაღლილობიდსა....და მაინც, თუნდაც არ მომწონდეს პარიზი, თუნდაც ეიფელი მხოლოდ რკინის კონსტრუქცია იყოს, თუნდაც პარიზის ზოგიერთ ქუჩაზე იმაზე მეტი ნაგავი იყოს, ვიდრე თბილისის ქუჩებშია, თუნდაც ფრანგი ერი ყველაზე ამაყი და მატრაკვეცა ერი იყოს დედამიწის ზურგზე... პარიზი მაინც სიყვარულის ქალაქია, არა იმიტომ რომ ეიფელია სიყვარულის სიმბოლო, ან ის ფაქტი, რომ წელიწადში 60მილიონი ტურისტი სტუმრობს და მათი უმრავლესობა წყვილები არიან. არა, პარიზი ქალაქია, სადაც ნოტრ-დამის ზარებს ვინმე კუზიანი კვაზიმოდო რეკდა, ქალაქია, რომელიც ესმერალდას სამშობლოა და სიყვარულის ქალაქია იმიტომ, რომ კვაზიმოდოს სწორედ ამ ქალაქში ასე ძლიერ უყვარდა ესმერალდა და კიდევ იმიტომ, რომ დასაწყისში აღნიშნული სიყვარულით სავსე კოლბა აქაც შეივსო გარკვეული დოზით. ეს ქალაქია, რომლის ქუჩებში უამრავი ჩვენი საყვარელი გმირი ან თავად მისი შემოქმედი დააბიჯებდა. ბალზაკი, დიუმა, ჟიულ ვერნი, ვოლტერი, ემილ ზოლა, კამიუ, პროსპერ მერიმე, გი დე მოპასანი, სტენდალი, ჰიუგო - მათი სამშოლოა... პარიზი ქალაქია, სადაც გასინჯავ სწორედ ისეთ კრუასანს, როგორიც უნდა იყოს სინამდვილეში. პარიზი შემოქმედების ზეიმია,თუნდაც ლუვრით...
პარიზი არასდროს მიყვარდა და არც ჩემი ოცნება იყო ამ ქალაქის ნახვა, იქ სრულიად სხვა ადამიანის ოცნებამ ჩამიყვანა და ბევრ რამეს მივხვდი ამ პატარა მოგზაურობაში. იმისთვის კი რომ პარიზი არ მძულდეს მხოლოდ კვაზიმოდოა საკმარისი მიზეზად.
გთავაზობთ პარიზული ვოიაჟის ფოტოდღიურს უკომენტაროდ.
ეიფელის სანახავად კი არა, ღვთისმშობლის ტაძრის სანახავად უნდა ჩავიდეთ პარიზში... გასაოცარია
ფუმფულ, ფოტოები შემოამატე, ჰა :) :* :*
მეც მეგონა,მაგრამ კი ვქენი :(( თუმცა არ ვნანობ,ჯერ მარტო იუბილარი იმსახურებდა^^
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია