ეს ამბავი, ორი დღის წინ მოხდა. ის-ის იყო კიბეები ჩავირბინე, ნაგვის ურნაში სახლიდან წამოღებული „პარკები“ ჩავყარე და გაჩერებაზე მარშრუტკის მოლოდინისთვის მოვემზადე, რომ ჩემს წინ პატრულის პატარა, ლამაზი, მოსკუპული მანქანა გაჩერდა. ახალგაზრდა ბიჭები ჩანდნენ. შუშა ნელ-ნელა ჩამოუწიეს. ვიფიქრე, რაიმეს კითხვა ან ადგილის მისწავლება ენდომებათ-მეთქი.

      - გამარჯობა, პირადობა თან გაქვთ?

      - დიახ - ვეცადე ხმაშიც კი კეთილგანწყობა შემმჩნეოდა.

      - თუ შეიძლება რომ მომცეთ?

      - ახლავე - ვუპასუხე და ჯიბეების მოქექვას შევუდექი - რაშია საქმე?

      - პირბადე არ გიკეთიათ.

      - უიჰ, კი. ახლავე. - სრულიად გულწფელად გავიკვირვე და დავეთანხმე - იცით, ახლა ჩამოვედი გაჩერებაზე და... ახლავე... ახლავე... - ვიდრე პირადობას მოვიძიებდი, ჯერ პირბადე ამოვიღე გულის ჯიბიდან და პირზე ავიფარე. შემდეგ პირადობაც მივაწოდე - ინებეთ.

      - აქამდე ხომ არ დაჯარიმებულხართ?

      - არა, კანონმორჩილი მოქალაქე ვარ. რა მოხდა, ჯარიმას მიწერთ?

      - დიახ, კანონი ასეთია, ღია და დახურულ სივრცეში სავალდებულოა პირბადის კეთება.

      - უკაცრავად, მართლა მაჯარიმებთ? მიმოიხედეთ, აქ ხომ არავინ არის?

      - მაგას არ აქვს მნიშვნელობა, კანონი ასეთია.

      - ხალხო, მიმოიხედეთ, 200 მეტრის რადიუსში არავინ დადის. რისთვის მაჯარიმებთ?

       მართლა, ავტომობილიც კი არ ჩანდა არსად, არათუ ადამიანი. ძაღლებიც კი სადღაც გაქცეულიყვნენ.

      - ბატონო, მომისინეთ, კანონი ამას არ ითვალისწინებს.

      - რას, რომ მარტო მდგომ ადამიანს, გაჩერებაზე პირბადე თუ არ უკეთია, ის ვერავის დაავირუსებს ან ვერავისგან დავირუსდება?

      - დიახ, ჩვენ კანონი უნდა დავიცვათ.

      - აჰამ, კანონის აღსრულება ხომ ზრუნვის გამოხატულებაა. დიდი მადლობა.

      - არა, მადლობა რა შუაშია, უბრალოდ...

      - როგორ არ არის შუაში. - სიტყვა არ დავამთავრებინე - თქვენ ახლა ზრუნავთ ჩვენზე და ასრულებთ გეგმას და ავსებთ ბიუჯეტს ან პრემიებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.

      წუთიერი დუმილი.

      - რას ველოდებით? - ვკითხე მე.

      - ვამოწმებთ დაჯარიმებული ხომ არ ყოფილხართ აქამდე.

      - როგორც უკვე გითხარით, არა.

      კიდევ რამდენიმე წუთი და ხელში 20 ლარიანი ჯარიმა მეჭირა, კოპირებად ყვითელ ფურცელზე ამობეჭდილი და ჩემი ხელმოწერით დამშვენებული.

პირბადე, ჯარიმა, კანონი, პატრული, სამართალდამცავი, კანონდამრღვევი, ბლოგი, Qwelly, blog, Covid19, რეგულაცია

------------------------------------

      დღეს იმავე გაჩერებაზე ზუსტად 45 წუთი ვიდექი. ერთმა მარშრუტკამ უარი მითხრა, რადგან გადავსებული იყო და მეორე კიდევ 30 წუთის შემდეგ უნდა მოსულიყო, ამიტომ იუმედოდ ველოდი.

      მზე იშვიათად იჭყიტებოდა, მთელი ღამის წვიმის შემდეგ სუსხიანი დილა იყო, ამიტომ ცხვირსახოცი ხელიდან არ გამიგდია. მოგეხსენებათ, ცხვირის მოწმენდა პირბადით შეუძლებელია. პირბადე მოვიხსენი და დავინახე როგორ შემოუხვია პატრულმა ჩემს ქუჩაზე. ვიფიქრე, ახლა ამანაც რომ გააჩეროს და დამაჯარიმოსთქო, თუმცა ეს ირონიული და ხუმრობით გაფიქრებული იყო.

      ცხვირი მოვიწმინდე და ზუსტად იმ წამს გააჩერა პატრულმა.

      - პირბადე არ გიკეთიათ - მოურიდებლად მითხრა.

      ახლა სხვები იყვნენ, ჩვეულებრივი, ნამდვილი პატრულის მანქანით.

      - ხომ ხედავთ, ხელში მიჭირავს პირბადეც და ცხვირსახოციც. შეგიძლიათ ვიდეოში გადაამოწმოთ რომ ცხვირს ვიწმენდდი.

      - კი მაგრამ მე რომ მოვედი პირბადე გეკეთათ?

      - როგორ მეკეთებოდა, ხომ გითხარით რასაც ვაკეთებდი?

      - კარგი კარგი, ეგ კანონში არ წერია. აქამდე დაუჯარიმებიხარ?

      - კი ორი დღის წინ. - მოკლედ მოვუყევი იმ დღის ამბავი.

      - რა ქნან, მაგათაც ავალებენ კონტროლს თორემ კი არ გვეხალისება.

      - რა ხალისი უნდა, მარტო მგომი კაცი რომ არ უნდა დააჯარიმონ?

      - ეგ კანონში არ წერია - გამიმეორა ერთმა.

      - აჰა, ე.ი. ხშირად არღვევ კანონს? - მკითხა მეორემ, რომელიც მანქანიდან გადმოსული სიგარეტის წყურვილს იკლავდა.

      - უკვე ორ დღეში ორჯერ - გავიხუმრე მეც.

      - კარგი, კარგი. ორმოცლარიანს ხომ არ დავუწერთ ახლა? - გადაულაპარაკეს ერთმანეთს. როგორც მივხვდი, სამადლობელოდ მქონდა საქმე.

      მიმოვიკითხე და გავარკვიე - პირველი ჯარიმა 20 ლარიანია, მეორე 40, მერე 60 და ა.შ.

      - გაიკეთე პირბადე და აბა შენ იცი კარგი დღე.

      - დიდი მადლობა, თქვენც ასევე - კარგი დღე და ნაკლები ჯარიმები - მივაძახე მაგრამ ალბათ ვეღარ გაიგეს.

------------------------------------

      ჰო მართლა, კინაღამ დამავიწყდა. უკვე საღამოს, სახლში რომ ვბრუნდებოდი, ბოლო, 8 საათიან მარშრუტკას გამოვყევი. 30-ნი ვიყავით 20 კაციან ტრანსპორტში. პატრული იდგა მცხეთის შემოსასვლელში, მაგრამ მარშრუტკიდან ყველა პირბადიანი ჩამოვიდა, ასე რომ...

ნახვა: 195

ტეგები: COVID19, Qwelly, ბლოგი, კანონი, კოვიდი, პირბადე, პოლიცია

ლაშა: მარტი 23, 2021||10:45pm

კითხვა გულწრფელი ინტერესით საკითხში გარკვეულ ადამიანებს (იურისტებს ან პოლიციელებს ან ნებისიერს) - თუ კანონდარღვევისას არ ზიანდება არცერთი ფიზიკური პირი, არცერთი იურიდიული პირი, არ ზიანდება სახელმწიფო, არც რაიმე ძე-ხორციელი, თავად ის კანონიც კი არ ზიანდება, რომელსაც არღვევ, რადგან ამ დარღვევის შემწრე არავინაა განმეორების ეფექტი რომ მოახდონო, მაშინ საჭიროა თუ არა, ასეთ კანონდარღვევაზე სამართალდამცავი ორგანოს რეაგირება?

ლაშა: მარტი 23, 2021||11:56pm

მათი თვალებითაც შევხედე მაგრამ ჩემს კითხვას მაინც ვერ ვუპასუხე. (( 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters