თინა ფეტვიაშვილი, გეგა კობახიძე:
- თუ გეშინია, ჯობია ახლავე თქვა და ყველაფერი ჩაიშლება.
- არ მეშინია.
- მგონი ცოტათი მაინც გეშინია.
- არ მეშინია არაფრის, არც გაფრენის, არც სიკვდილის და არც იმის რის თქმასაც აპირებ და ჯერ ვერ მეუბნები.
- რას გულისხმობ?
- იარაღი რომ მე უნდა შევიტანი თვითმფრინავში....
თინამ წამოზრდილ მუცელზე დაიდო ზელი და სიყვარულით, ძალიან ფრთხილად მოეფერა მომავალ შვილს. გეგა ძალიან დიდხანს იყო ჩუმად და ბოლოს მაინც ჰკითხა თინას:
- მაინც რატომ არ გეშინია არაფრის?
- იმიტომ რომ სიყვარულის არ მეშინია.
♥ ♥ ♥
და უცებ კედელზე, იმ ინგლისური სიმღერის ტექსტი დაინახა, რომელსაც ყველაზე ხშირად უსმენდნენ ხოლმე გეგა და თინა, როცა ისინი ერთად იყვნენ: "wish you"... დაპატიმრების შემდეგ პირველად იგრძნო ბედნიერება, ან რაღაც ბედნიერების მსგავსი...
♥ ♥ ♥
ირაკლი კოსტავას ძმაკაცის ნაჩუქარი ნამდვილი ჯინსები, რომელსაც მაშინდელ თბილისის ქუჩებში უფროსები თვალს აყოლებდნენ, ხოლო უფრო პატარები ახლოსაც მოდიოდნენ დასაკვირვებლად, თითქმის ერთი წელიწადი ეცვა. თვითკვლელობამდე ერთი დღით ადრე, გარეცხილი დაუბრუნა პატრონს და სოსოს დაკვირვებული სახის დანახვისას, ყველაფერი ერთი ფრაზით ახსნა:
- მაგრად დავიღალე და თანაც ძალიან მომბეზრდა.
თქვა და ძმაკაცს ბოდიში მოუხადა. სოსოს ეგონა, რომ ირაკლი ნაჩუქარ ჯინსებს გულისხმობდა, მაგრამ მეორე დღეს, მისი თვითმკვლელობის ამბავი რომ გაიგო, ყველაფერს მიხვდა. სოსომ ჯერ იფიქრა, რომ ირაკლიმ მათ ყველას აჯობა, მერე კი საკუთარ თავზე გაბრაზდა რომ ვერაფერი იგრძნო, თუნდაც ერთი დღით ადრე და ბავშვივით იტირა.
ირაკლი კოსტავას დაკრძალვის შემდეგ სოსომ ირაკლის ნაქონ ჯინსებს მარჯვენა მუხლის ზემოთ ცხრათვალა მზე დახატა და ჩაიცვა. სიკვდილამდე არც გაუხდია.
♥ ♥ ♥
აღარ მინდა აქ ცხოვრება. მართალია, ჯარი და პოლიცია მოძალადეა, მაგრამ სიყვარული არსად არ არის აკრძალული. თავისუფალ ქვეყანაში ალბათ ასეა. ჰოდა, მეც თავისუფალ ქვეყანაში მინდა ცხოვრება. შენ არ გინდა?
- მე შენთან ერთად მინდა.
- თავისუფლება არ გინდა?
- შენთან ერთად ჩემთვის ყველგან თავისუფლებაა.
♥ ♥ ♥
- რატომ გაფრენა არ გინდოდათ?
- გაფრენა ყოველთვის მინდოდა, ახლაც მინდა და გავფრინდები კიდეც, ოღონდ არა თვითმფრინავით.
...
- რომ ვერ გაფრინდეთ?
- მაშინ ზღვას გადავცურავ.
- რას?
- ზღვას.
- როგორ?
- სიმღერით.
- ხუმრობთ?
- არ ვხუმრობ.
- დაკითხვის ოქმშიც ასე შევიტანოთ?
- კი ბატონო.
- მაინც როგორ ჩავწეროთ?
- სიტყვასიტყვით.
- მაინც როგორ?
- მე გადავცურავ ზღვას...
♥ ♥ ♥
მაშინდელ საქართველოში ასეთი ტრადიცია ნამდვილად იყო და ქორწილში ორი მტრედი შემოჰყავდათ ხოლმე სიმბოლურად და ახალშეუღლებულებს ჩუქნიდნენ, მაგრამ მერე, იმის მერე რაც მოხდა, ვერავინ გაიხსენა საიდან გაჩნდა ამ ქორწილში ორი მტრედი... შეიძლება ვინმემ იხუმრა და ამ მიზნითც მოიყვანა გეგას და თინას ქორწილში და როცა დარბაზში ის მტრედები გაუშვეს, ამას მართლა სიცილი და მხიარულება მოყვა. მაგრამ მოულოდნელად ისეთი რაღაც მოხდა, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა ალბათ... იმ ორი აფრენილი მტრედიდან ერთ-ერთი მოცელილივით დაეცა იატაკზე და სამარისებურ სიჩუმეში, ვიღაცამ შიშით, მაგრამ ხმამაღლა თქვა:
- ერთი მტრედი მოკვდა...
♥ ♥ ♥
"ჯინსების თაობა", ამონარიდები
დათო ტურაშვილი
მე shere ;) ♥ ♥ ♥
Me Too... ;)
ძალიან მომწოონს ეს წიგნი....
სევდიანი ტერორისტები ( მდა, არ მეგონა რომ ასე დაეცემოდა გემოვნება ჩემს სამშობლოში
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია