ჩვენ უნდა გვწამდეს ერთმანეთისა და უფლება არ უნდა მივცეთ ვინმეს შეგვილახოს ეს რწმენა, უფლება არ უნდა მივცეთ საკუთარ თავს, რომ სხვას შევურყიოთ რწმენა ჩვენი სიკეთისა, ჩვენი მოსიყვარულე და მზრუნველი გულისა, ჩვენ ერთი დიდი სამყაროს შვილები ვართ და ყველას ერთი უდიდესი და უპირველესი ვალი გვაქვს-ვიყოთ ადამიანები, ადამიანობა კი კაცთმოყვარეობას, მეგობრობას, სხვისი ბედით დაინტერესებას, შემწეობას გულისხმობს.
მიდიხარ ქუჩაზე... ვიღაცამ გაგიღიმათ და მოგესალმათ. თითქოს არაფერი მომხდარა...გამარჯობა გითხრათ და გზა განაგრძო...
გული კი გაათბო ამ ერთმა სიტყვამ.
თითქოს მთელი დღის საგზლად გაგყვათ ის ღიმილიც.
იმიტომ,რომ ადამიანი ხართ, იმიტომ, რომ სიცოცხლის გჯერათ, თქვენი სული ადამიანთა რწმენას, კაცთმოყვარეობას აღუვსია.
და გსიამოვნებთ შემხვედრი ადამიანის მიერ წარმოთქმული ის ერთი კეთილი სიტყვაც, ის თბილი გაღიმებაც, რადგან გწამთ ადამიანობისა და ადამიანებისა.
რწმენა!
რა ლამზი ცარგვალი გადაუხურავთ ამ სიტყვისათვის და რაოდენ დიდი აზრი ჩაუქსოვიათ მასში.რწმენა სიცოცხლისათვის გაუტოლებიათ, ამიტომ ჩვენ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ ურთიერთდამოკიდებულებაში დიდი ტაქტიკა და გულისხმიერების გამოჩენა გვმართებს, რათა არ წარვხოცოთ ეს ლამაზი სიტყვა ჩვენი არსებიდან...
ეგ მე არ მეხება... ჩემი საქმე არ არის! ვცდებით: ყველა ჩვენგანის საქმეა მეორე ადამიანის სიცოცხლე. მისი ლხინიც და გასაჭირიც. ყვავილივით უნდა ვუფრთხილდებოდეთ და ვუვლიდეთ ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანს...
ნ.შამანაური
გულგრილობა - სამწუხაროდ სენია დღევანდელობისა :(
სამწუხაროდ არაფერი იცვლება(((
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია