მაგისტრობის დასასრულს პოსტის გარეშე ვერ დავტოვებდი, მითუმეტეს, რომ ასეთი გრანდიოზული ღონისძიება მოაწყო ილიაუნმა. ვითარებაში გასარკვევად, უცნობებისთვის ვიტყვი, რომ 16 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ სახელწოდებით და ახალი საუნივერსიტეტო სიცოცხლით 10 წლის გახდა (ეს ის უნივერსიტეტია, ოდესღაც უცხოენების ინსტიტუტი რომ იყო, შენდეგ სულხან-საბას ორბელიანის და 2006 წლიდა უკვე ილიაუნია). ამას ემატებოდა ის ფაქტიც, რომ ივლისში კურსდამთავრებულ ბაკალავრებს და მაგისტრებს უნდა დამშვიდობებოდნენ. არ ვიცი სად, როდის და როგორ, მაგრამ გადაწყდა, რომ ილიაუნის საიუბილეო დაბადების დღე და გამოსაშვები საღამო ერთად გადახდილ-ჩატარებულიყო. თავისთავად ერთობასა და სიუხვე/სიმრავლეში ცუდი რა უნდა ყოფილიყო, გარდა იმისა, რაც იყო გუშინ.
ლისის ტბა შესანიშნავად იყო მორთული, რამდენიმე ფოტო თავად უნივერსიტეტმა გაავრცელა თავის ინტერნეტ გვერდებზე:
ამ დღისთვის მთელი უნივერსიტეტი განსაკუთრებით ემზადებოდა, უნდოდათ ძალიან მასშტაბური ღონისძიება გამოსულიყო, ამიტომ დაიგეგმა, სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარებული დღის 2 საათიდან, როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. იყო სხვადსხვა ზონა - პიკნიკის, თამაშის, მუსიკის და ა.შ. იყო თეატრალური დადგმები, იყო სახალისო მეცნიერების პავილიონები, პროფესორების მიმართვები, ლამაზი ტექსტები და მოფერებები, იყო წიგნის კუთხე და საჯარო ლექციები. მოკლედ, ნამდვილად კარგი და მშვენიერი გასართობი თუ დასასვნებელი დღე გამოვიდოდა და საიუბილეოდ უკეთესს ვერც კი მოიფიქრებდა ვერავინ, მაგრამ რა დააშავეს კურსდამთავრებულებმა?!
ალბათ ამ პატარა კოლაჟიდან ნახეთ როგორ იყო გაფორმებული იქაურობა - თივა, გვირილები, მინდორი, ჰამაკი, ურიკა, გრილი და სოსისი, ლუდი და სხვა დანარჩენები. მოკლედ, ნამდვილად მშვენიერი, პატარა, ლამაზი ლათინო-ამერიკული სოფელი. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ საღამოს მთავარი კონცერტის დაწყებამდე მთელი დღე ისმოდა ქანთრი. ეგ კი არა, გამოსაშვები საღამო 7 საათზე იყო დაანონსებული და მეც ზუსტად ამ დროს, ალბათ 2 ან 3 წუთის დაგვიანებით გამოვცხადდი ადგილზე და ჯერ კიდევ ქანთრის მოსმენით ირთბოდა ხალხი თავს.
რა თქმა უნდა ლისის ტბას ვერ გადავუკეტავდით რიგით დამსვენებლებს, რომლებიც თბილისში იხუთებიან, ამიტომ მანტიით შემოსილთა გვერდით, ნახევრად შიშველ, საბანაოდ გამზადებულ დიდღიპიან თუ ათლეტური აღნაგობის თბილისელებს შეამჩნევდით. ლისის სიგრილემ იხსნა ჩემი სულიც და დატოვა სხეულში, თორემ გუშინდელმა სიცხემ ჯერ საერთო საღამოზე წასვლა გადამაფიქრებინა და შემდეგ, უკვე თბილისში ჩასულს კინაღამ სული გამაფრთხობინა. ამ მხრივ ლისის ტბა ნამდვილად კარგად შეარჩიეს - სიგრილე შებინდებისას სიცივედაც კი გადაიქცა.
ნელ-ნელა მანტიით შემოსილებმა იმრავლეს და სცენის გარშემო ადგილი დაიკავეს. ფერადი მანტიები იყო, ბაკალავრებს ახალი და უკეთესი ხარისხისა და დიზაინის ერგოთ, მაგისტრანტებს ძველები, შავები და არცმაინცდამაინც ღირს-სახილველები. მოკლედ, რაც იყო იყო, მანტიებზე იმდენი დაიწერა, კიდევ რამის შემატებას აზრი არ აქვს.
წამყვანის შემდეგ, პირველი გამომსვლელი ვინც სტუდენტებს მიმართა რექტორი გიგა ზიდანია იყო, ტრადიციულად წინსვლა და მომავალი წარმატება გვისურვა, შემდეგ გამოვა ბაკალავრიატის კურსდამთავრებული გოგონა, რომელმაც ისე ომახიანად და ისეთი ენთუზიაზმით წარმოთქვა თავისი სიტყვა, ყველას პირზე ეკერა "დიახ, ილიაუნი!" (მგონი ეს ჰეშტეგი უნდა გატრენდდეს ინტერნეტში). შემდეგ იყო მაგისტრი გოგონა, რომელმაც წილადებით დაიწყო და 15 წუთიანი ლექცია წაიკითხა. დახუთულობაში ნამდვილად არავის უნდოდა მათი მოსმენა და ყველას ნერვებს უშლიდა ეს დაუსრულებელი ტექსტები, ილიაუნის ქება-დიდებით გაჯერებული, მაგრამ რომ დავფიქრეთ - ეს ადამიანები აკადემიური განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები არიან და სიტყვაც შესაბამისად აკადემიური სამყაროსთვის მოამზადეს, რა მათ ბრალია, თუ ტექსტის წაკითხვა სოფელში შეკრებილი, წამოწოლილი ან ლუდით გაბრუებული ახალგაზრდებისთვის მოუწიათ? ტრადიციულად, მნიშვნელოვან დღეებში სტუდენტები მოდიან მშობლებთან ერთად, ამიტომ ეს სტუდენტები მალევე მიდიან და არ რჩებიან საღამოს კონცერტებზე (მწვანე ოთახი - Green Room უკრავდა სპეციალურად სტუდენტებისთვის, მაგრამ მეც არ დავლოდებივარ მათ).
გუშინდელი საღამოს გამორჩეულობას კიდევ ის ემატება, რომ ალბათ, მთელს მსოფლიოში, ერთადერთი სასწაველებელია ილიაუნი, რომლის ბაკალავრები და განსაკუთრებით, მაგისტრები, საკუთარ გამოსაშვებ საღამოზე, მანტიებით შემოსილები, ვისხედით ტბის პირას, მივირთმევდით სტუდენტებისთვისგაძვირებულ ლუდს და ვუყურებდით მზის ჩასვლას. უფრო გამბედავები და წლის მოყვარენი ლისის ტბასაც შეიგრძნობდნენ.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არა ეს გამოსაშვები საღამოობა და მანტიები, მხოლოდ სადაბადებისდღეოდ, მშვენიერი წვეულება იქნებოდა. ეს ორი ხელს უშლიდა, რადგან აკადემიურობის ნატამალიც არ იგრძნობოდა გუშინ ლისის ტბაზე, რაც ასე მგონია აუფასურებდა მანტიასაც, ქუდსაც და მთლიანად ამ დღეს.
ასეც და ისეც, ქუდების ავისროლეთ (მაგრამ აუცილებელია ეს ქუდი ისევ დაიჭირო, რადგან 29 ივლისამდე ილიაში გაქვს დასაბრუნებელი მანტიასთან ერთად და თუ არ ჩააბარებ დაგაჯარიმებენ, არც წელს გვაჩუქეს მანტიები), დავუცადეთ სოფლის გაცისკროვნებას და გაჩირაღდნებას (უფრო ლამაზი და სანახაობრივი გახდა იქაურობა) და როცა სიცივემ ძვალ-რბილი მოიცვა, წამოვედით შინ.
მოკლედ, დანარჩენს ალბათ ფოტოებიდანაც ნახავთ და ნელ-ნელა შემოვამატებთ ჩვენს ალბომშიც: "ილიაუნის იუბილე და გამოსაშვები საღამო (Iliauni 2016)", კარგი იქნება, თუ გუშინდელი საღამოს მონაწილეებიც (დაახლოებით 5000-6000 სტუდენტი თავიანთი ახლობლებ-შეყვარებულებით) შემოგვიერთდებიან და ერთ დიდ ალბომს გავაკეთებთ ილიაუნის 2016 წლის გამოსაშვები საღამოს ფოტოებით. ყველას შეეძლება ფოტოს დამატება ალბომში.
ბედნიერ ნოტაზე დავასრულებ პოსტს - მივულოცავ ილიაუნის 10 წლის იუბილეს. ვუსურვებ მეტად დაწინაურებას მსოფლიო რეიტინგებში, რომლებიც პროფესიონალი კურსდამთავრებულებით იქნება განპირობებული და არა რესურსებით. მივულოცავ ყველა კურსდამთავრებულს, ვუსურვებ წარმატებას, წინსვლას, მეტ შრომას და მეტ ერუდიციას და რაც მთავარია სიქველეს და დახელოვნებას.
P.S. მსგავსი ღონისძიების ორგანიზატორებისთვის: ილიაუნის ჰყავს ძალიან მაგარი, შესანიშნავი ვოკალური გუნდი ბატონ თამაზ გაბისონიას ხელმძღვანელობით. ამ გუნდმა, ერთ-ერთ წელიწადს, შეასრულა Gaudeamus Igitur. გუშინ სტუდენტები კითხულობდნენ, ეს რა არისო, რატომ მღერიო ან რა ენაა საერთოდო. იქნებ სხვა დროს, ამ გუნდს შეასრულებინოთ და სტუდენტებსაც აუხსნათ ამ სიმღერის სიმბოლური მნიშვნელობა, ოღონდ ყანაში და სათოხარში არა, სადმე აკადემიურ გარემოში! სიმღერის ტექსტს ნახავთ აქ.
P.P.S. ველოდები კურსდამთავრებულთა ფოტოებს ჩვენს ალბომში.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია