- ხომ კარგად ხართ? რამე ხომ არ დაგიშავეს?

 - არა, კარგად ვარ, შენი წყალობით. მადლობა. შენ რომ არა, არ ვიცი, რა დამემართებოდა. მამას ვეტყვი და ორივეს დაიჭერს!

 - გთხოვთ, არაა საჭირო. არ არიან ცუდი ბიჭები. უბრალოდ, არ ჰყავთ არც მშობელი, არც ნათესავი და სხვა შემოსავალი არ აქვთ, თუ არა ყაჩაღობა.

 - იცნობ შენ? თქვენობით რა საჭიროა მომართვა, ტოლები არ ვართ? რამდენი წლის ხარ?

 - 16. (დაბნეული ხმით) არა, არ ვიცნობ, უბრალოდ მსმენია მათ შესახებ.

 - კარგი. ისე ყოჩაღ, ისე გმირულად იდექი, რომ თავი რომელიმე ზღაპრის გმირი მეგონა, მე პრინცესა და შენ კი... მოიცა, სად მიდიხარ? სახელიც კი არ გითქვამს.

 - ნიკა

 - მე ელენე. არ გინდა სახლამდე მიმაცილო. თუ მშობლები გაგიბრაზდებიან?

 - მმმეე.. არრრ ვიცცც...

 - კაი რაა წამო! (სიტყვის დამთავრება არ აცალა, ხელი ჩაკიდა და ძალით წაიყვანა)

 - რატომ ხარ ასეთი მორცხვი? ლაპარაკი იცი საერთოდ? (იცინის)

 - სკოლაში დადიხარ?

 - ჰო. 11 კლასში ვარ. შენც ხო?

 - კარგია სწავლა (პასუხს თავი აარიდა)

 - ისე, ამ დროს ქუჩაში რა გინდოდა? საკმაოდ ცივა, წვიმისპირული საღამოა, იშვიათია მოსიარულე და მხოლოდ იბ ბიჭებივით ბანდიტებს ან მათხოვრებს თუ შეხვდება კაცი...

      ნიკამ უხერხულობა იგრძნო და თავი დახარა.

 - შენ რა გინდოდა? კითხვა შეუბრუნა.

 - მე მუსიკაზე დავდივარ, მანდ, ახლოს. ისე, ხვალაც მიწევს მოსვლა და იგივე ადგილას შეგხვდები კიდევ თუ გინდა. ბოლოს და ბოლოს შენთან ვალში ვარ!

 - მმმ... კარგი.

 - მუსიკა გიყვარს?

 - უფრო ხატვა.

 - ხატავ?

 - ჰო, ვცდილობ. დედაჩემს უყვარ... _და უნდა ეთქვა მაგრამ გაჩერდა.

      ხედავდა რომ ელენე არ იყო "მისნაირი" და რცხვენოდა თავისი ცხოვრება თავზე მოეხვია.

 - აი აქ ვცხოვრობ.

 - ლამაზი სახლია. (თვალი ვერ მოწყვიტა შენობას).

 - შევალ კარგი? შემაგვიანდა ისედაც.

      ნიკამ თავი დაუქნია და ის იყო ღამემშვიდობისა უნდა ეთქვა და ელენე მოეხვია. ხმის ამოღებაც ვერ მოახერხა.

 - ხვალამდე ჩემო გმირო!

      წამოვიდა ნიკა მარჯვენა ლოყაზე მიდებული ხელით. კოცნა რა საჭირო იყო? წამით ფიქრმა დაუარა. ეს იყო პირველი შემთხვევა, დედის მერე, როცა ვინმემ ყურადღება მიაქცია და სითბო გამოიჩინა მის მიმართ. გმირი... ეს სიტყვა მოეწონა, არა! სიტყვა არა, უფრო მდგომარეობა! მთელი გზა ეს ქონდა თავში. როგორ უნდა გამხდარიყო ადამიანი გმირი? სადამდე გასტანდა გმირის სტატუსი? ყველას შეეძლო თუ არა გმირობა?

      თავის უბანთან არ იყო მისული რომ 2 ბიჭი გადაუდგა ღიმილითიანი სახით.

 - ვა, შენ რა მაგარი ყოფილხარ! (ნიკამ საფულე ესროლა) რა ოსტატურად მოუტეხა ფული არა? (დაამატა მეორემ) თან გოგო მოიმადლიერა, ის სულელი კი ვერც მიხვდა. ჰაჰაჰა... მაგარი ხარ ნიკუშ... ასე უფრო ბევრს ვიშოვით, თან კვალს დავმალავთ ხოლმე!

      ნიკა აიმღვრა, რაღაც მოეძალა გასცილდა ორივეს და და ქუჩის კუთხეში ტირილი დაიწყო. ასე იმიტომ გაიხსნა რომ ეგონა მარტო იყო, მაგრამ სიბნელიდან ხმა შემოესმა: ნიკა, შვილო, რა მოხდა? კარგად რომ დააკვირდა დაინახა კედელთან გადაგდებული ავეჯივით მჯდარი მოხუცი, რომელსაც "ბებერი ვანოს" სახელით იცნობდნენ.

 - არაფერი. მყისვე უპასუხა და ღრმად ამოისუნთქა. არ გასულა 2 წუთი და თვითონ მიუახლოვდა მათხოვარს.

 - შეიძლება რაღაც გკითხო?

 - ჰო

 - ვინაა გმირი?

 - გმირი? ალბათ ის ადამიანი ვინც უმრავლესობის წინააღმდეგ მიდის. ცხოვრება ხომ ასეა მოწყობილი. კარგი ყოველთვის ცოტაა და მასზე უარყოფითი ბატონობს. თუ ვინმე გაბედავს და ჭეშმარიტებას დაიცავს, ან მიემხრობა გმირად იქცევა.

 - დღეს ვინაა ასეთი?

 - დღეს? (მწარედ ჩაიცინა). დღეს არ არიან... ცოცხლები...

 - აბა ყველა კვდება?

 - ეგაა გმირობის არსი! ცხოვრებას არ უყვარს გმირები და ცდილობს ყველას მოშორებას. ვინც კვდება გამოდის რომ თავისი საქციელით "გააბრაზა" ბედისწერა და მან კიდევ თავიდან მოიცილა. და ვინც უფრო ადრე მიდის გამოდის, რომ მეტად საშიშია!

 - ე.ი. გინდა თქვა, რომ ყველაზე დიდი გმირები ის ბავშვები არიან ვისაც აბორტით კლავენ?

 - ვახ! ამაზე არ მიფიქრია. ყოჩაღ ჩემო პატარავ! ჰო, ალბათ, მათი ყველაზე მეტად ეშინია სამყაროს და მუცელშივე კლავენ! ისე, ზოგადად, ადრე თუ გვიან ცხოვრება ყველას გაგვიკეთებს აბორტს. მთავარი ისაა, ვის უფრო პირველად.

 - კი მაგრამ, ადრე დედა მასწავლიდა, რომ ვინც დიდი ხანი ცოცხლობს, ის უფრო ჭკვიანია, უფრო გამოცდილი. აი, ბრძენს რომ ეძახიან.

 - ვერ დაგეთანხმები. ბრძენი ყველაზე უსაფრთხოა სამყაროსთვის. იგი არის ადამიანი, რომელსაც სიცოცხლის განმავლობაში ბევრი მომენტი ჰქონდა, დაუფიქრებლად თუ იმოქმედებდა გმირი გახდებოდა, თუ დაფიქრდებოდა გამოცდილებას შეიძენდა! ადვილი მისახვედრია რომელს აირჩევდა. მაგრამ ჯანდაბას ეგ ყველაფერი! ცხოვრებამ შეიძლება ერთი შანსი მოგცეს და გთხოვ არ დაფიქრდე! (გულში მჯიღი ჩაირტყა)

 - შენც გქონია შანსი ოდესმე?

 - იმავე ომში სადაც მამაშენი დაიღუპა. იმან გმირად დაასრულა სიცოცხლე, მე კი ხომ მხედავ რაც დავრჩი, ერთი უბადრუკი მათხოვარი. ცხოვრებას აღარც ვახსოვარ! (ჩაფიქრდნენ ორივე დიდი ხნით) - ნიკა ხედავ აცივდა, მალე წვიმას დაიწყებს, წადი, სადმე შეაფარე თავი.

 - წამოვიდა ფიქრებდატვირთული, მოძებნა გადაფარებული ადგილი. მთელი ღამე ხატავდა. და ეს კითხვა აწვალებდა: მხოლოდ მოქმედებით ხდებიან გმირები? თუ სიტყვით ან იდეითაც?

      მეორე დილით ბავშვების ხმაურმა მოსჭრა ყური, გუშინ ღამით ბებერი ვანო გარდაცვლილაო წვიმაში. ნიკას ტირილი წასკდა, ჯერ დაიჩოქა, ცოტა ხანში წამოდგა და ჩქარი ნაბიჯით მივარდა მეგობრებთან, თავისი "ქონება" (ნახატები და ელენეს წილი ხურდა ფული) აიღო და წავიდა! უკან ისრებივით მოაწიეს სიტყვები:"სად მიდიხარ?" "უჩვენოდ ვერ გაძლებ!" "შენს საქმეზე ხელს ვერ აიღებ!" "მხოლოდ მათხოვრობით 1 თვესაც ვერ გაძლებ, არადა მთელი სიცოცხლე წინ გაქვს." აქ გულში ჩაილაპარაკა, ერთი თვე? მეტი არც მჭირდება!

      საღამო იყო, ელენე დათქმულ ადგილს მიუახლოვდა, გული აუჩქარდა.

 - როგორ გაატარე ღამე?

 - მაინც ამოუცლიათ საფულე იმ ქურდებს! მაგრამ არაუშავს შენ ხომ გაგიცანი, ამათ ღირდა. შენ რას აკეთებდი?

 - ვხატავდი. აი.

 - რა ჰქვია ნახატს?

 - აბორტი...

ნახვა: 659

ტეგები: Qwelly, აბორტი, ბლოგი, გმირები, გმირი, გმირობა, ნახატი, სიბრძნე

ლაშა: დეკემბერი 11, 2015||3:04pm

ერთ რამეს ვერ დავეთანხმები - ბრძენი ყველაზე უსაფრთხოა სამყაროსთვის

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters