ღამის ღამე, ფსიქოლოგიური მოთხრობა

      - "დიადია", ყოფილი ოსტროვსკის ქუჩაზე 3 ლარად მიგვიყვან? - ჰკითხა ახალგაზრდა კაცმა ტაქსის მძღოლს, რომელსაც ისეთივე გადაღლა და მოთენთილობა ეხატა სახეზე, როგორც ამ ორ ახალგზარდას, ეხლახან კაზინოდან რომ გადმოჭრეს ქუჩა. მძღოლმა გაისიგრძეგანა უიღბლო ღამე და უხასიათოდ თავი დაუქნია.

      იგი ნელა მართავდა მანქანას. წვიმდა, მინა კი ნელა, უღიმღამოდ იწმინდებოდა. აქ, ზღვის მხარეს, ქუჩები უფრო წესრიგში იყო. მსუბუქი მანქანა მსუბუქად მიდიოდა ასფალტზე. შეუსაბამობა ღამის ქუჩაში მიმავალთა შორისაც იგრძნობოდა: ვინ საყელოაწეული და ქუდჩამოფხატული, "ძონძებში" ნაყიდი ტანსაცმლით შემოსილი და სიცივისგან წელში მოხრილი ჩქარი ნაბიჯით მიდოდა, ვინ ქოლგით, უფრო კარგად ჩაცმული დინჯად მიაბიჯებდა ტროტუარზე, ვინ კიდევ მანქანით. "ჯიპიანები" უფრო თამამად და მეტი სიჩქარით მოძრაობდნენ.

      - გენო, ეხლა მე მოგიტან 200 ლარს, როგორც დაგპირდი, მაგრამ პირდაპირ სახლში უნდა წახვიდე, გესმის! - კი, გურამ, სახლში მივალ ამავე ტაქსით, უკვე გვიანია... - არა, მე გთხოვ და გაფიცებ შვილებს, რომ საერთოდ შეეშვი მაგას. - კი, გურამ, ხელები ამიწევია, ყველაფერს ვფიცავ და მომკალ, მეორედ რომ მანდ შევდგა ფეხი; შენ ფული მომიტანე, სახლში ცოლ-შვილს ხომ უნდა ჭამა, მე კი დღეის იქით მაქ ფეხის შემდგმელი არავარ.

      - აქ გააჩერე, "დიადია", ბოდიშით, ერთ წუთს შევირბენ და მოვალ.

      მძღოლს ხმა არ ამოუღია, რა გზა ჰქონდა ისედაც ტყუილად იდგა. გურამი გადავიდა, 10 წუთში დაბრუნდა და ფული გაუწოდა გენოს. - აჰა, მაგრამ არ დამაღალატო. იცოდე, უკანასკნელად გენდობი; მძღოლის ფულსაც მე გადაგიხდი და გადააწოდა ათლარიანი, თან დაატანა, თაყაიშვილის ქუჩაზე მიიყვანეო. - არა, მე გადავუხდი, მერე მძღოლს მიმართა, არ გამოართვა, "დიადია", არა.

      ტაქსი დაიძრა. ის იყო უნდა მოეხვია, რომ გენოდ წოდებულმა ახალგზარდამ უთხრა, ისევ იმ ადგილისკენ წადით სადაც დავსხედითო.

      - რა ვქნა, "დიადია", ხომ ხედავ, პირობა მივეცი, მაგრამ არ შემიძლია, ვერ ვითმენ, რაღაც ძალა იქით მქაჩავს, ვნახავ თუ არა ფულს, თავისით, ჩემი ნებართვის გარეშე მიდიან თითქოს ფეხები. ვერ ვუძლებ, რომ არ ვითამაშო, ტვინი მეკეტება თითქოს, მაპატიეთ, მაგრამ უნდა დამელოდოთ 20 წუთი, შევალ და ამაზე მეტს არ გავჩერდები; ა, 10 ლარი შენ- და ფული წინა სავარძელზე მოისროლა.

      - ბიძია, ("დიადია"-ს ვერ იტანდა, მაგრამ "ეხლანდელ ახალგაზრდებს" არ ედავებოდა), შენი ტოლი შვილები მყავს და მესწავლება. იცი რა, ჩემს ახალგაზრდობაში მეც წამითამაშია ქორწილებში, ტირილებში და ისეც. მაშინ არ იყო კაზინოები. თამაში კი კანონით იკრძალებოდა. ჩუმად თუ წავითამაშებდით ჩემისთანები, მაგრამ ზღვარი ვიცოდით და თავის დანებებაც. ეს არაა კარგის მომტანი, არავინ ხსნის მაგას შენს გასამდიდრებლად, მაქ მოგებული არავინ მინახავს, შენისთანა კი ბევრი. არაა მაგი უბრალო ადამიანების საქმე, დაიღუპავ თავს. - ვიცი, "დიადია", მაგრამ რა ვქნა? ახლა იქ რომ არ შევიდე, არ შემიძლია, რა არ ვცადე, მაგრამ ვერაფერმა შემცვალა. წინა დღეს 850 ლარი მოვიგე, 350 ცოლს მივეცი, დანარჩენი კი ისევ წავაგე. აზარტია, ვერ ვეშვები. ერთ რამეს გთხოვ, მე შევალ და 20 წუთში თუ ვერ გამოვედი, შემოდი და დამიძახე. - ვერ ვიზამ მაგას, არ მინდა ამ შენობაში შემოსვლა, თვითონ შემოუძახე თავს და წამოდი, ეგებ მოერიო ამ სურვილს. ის გადავიდა უსიტყვოდ. ჩქარი ნაბიჯით გადაჭრა სველი ასფალტი, მდიდრული შენობის კარი გააღო და ნაგებობის ხახაში შეიმალა. კარი დაიხურა და უტყვი კედლები ჩამუქდნენ კიდევ უფრო. მძღოლი "დიადია" იმ მხარეს თვალს არ აშორებდა, ფიქრები კი ათას საღერღელს უშლიდა; სიცივემ შეაწუხა და გამათბობელი ჩართო. წინ გახედა ღამის ქუჩას, საათს დახედა და ისევ კაზინოსკენ გაიხედა. რამდენიმე მამაკაცი გამოვიდა იმ ხახიდან და უნიათო ნაბიჯებით გვერდით გაჩერებულ მანქანისკენ წავიდა. ცოტა ხანში ჩვენი ნაცნობი გენოც გამოვიდა, ნელა გადმოჭრა ქუჩა და ტაქსის კარი უღონოდ გააღო. - აქამდე მეყო ფული, წავიდეთ, - ჩაილაპარაკა და მისამართი გაიმეორა. მძღოლი სამარისებული სიჩუმით ჩაფიქრდა. სამარისებურივე განწყობით იჯდა მხოლოდმსუნთქავი ახალგაზრდა კაციც. თვალები გაშტერებოდა და ამ სიბნელეში მისთვის რომ შეეხედა ვინმეს, მგონი კატის თვალების ნათებას შეეყრებოდა. რაღაც რთული, სახელდაურქმეველი მდგომარეობა შექმნოდა: დაკმაყოფილებული საოცრად სუბიექტური სურვილი, გადამტებული პასუხისმგებლობა, რომელიც საათნახევრის წინ დაჯაბნა ამ სურვილმა და ეხლა საოცრად წამოტივტივდა, თითქოს ემუქრებოდა ამ სუბიექტს. ვითომც იგი უკვე იყო საზოგადოებისთვის ის ნაწილი, რომელიც საჭიროა, მაგრამ უმისობას შეეგუება და დაივიწყებს ადვილად. ყველაზე მეტად რატომღაც ეს აწვალებდა ამ წუთს. "გურამი, გურამი... როგორ ენდო და ფული მისცა ოჯახში მისატანად ",-თავს უმძიმებდა ეს ფიქრი და გულ უფერფლავდა სხვა ზრახვა - სინდისი. მისი შინაგანი თუ გონებრივი მდგომარეობა საოცრად განსხვავდებოდა საათნახევრის წინანდელი მდგომარეობისგან. მაშინ თავშეუკავებელი, მოუთოკავი წყურვილი კლავდა და სწამდა თუ ეგონა, რომ მხოლოდ ეს მისცემდა იმ წუთას, იქ სტიმულს სიცოცხლის გაგრძელებისა. მაგრამ ეხლა რა? ეხლა დაცლილია ყოველგვარი ემოციებისგან და , საერთოდ, ვერ გარკვეულა, რაა ცხოვრება: სიხარულის და სიამოვნების ძიება თუ მხოლოდ, ტვირთის ზიდვა, ან ერთიც და მეორეც. მერე გაახსენდა გურამის საუბარი, ტაქსის მძღოლის რჩევა. ისიც გაახსენდა, როგორ სთხოვა მძღოლს, შემოდი და დამიძახე ცოტა ხანშიო. ამ დროს მასში იძალა რაღაც დანაშაულისებრმა შიშმა და წარმოუდგა თვალწინ ყველა ნათესავი თუ მეგობარი, ოჯახი წევრები თუ მეზობლები, ხედავს, რომ ხმას არ სცემენ, რიმ ზურგი აქციეს და სადაცაა ყველა ქვას დაუშენს, გაიმეტებს ჩასაქოლად, თვით შვილებიც, რომელთა დაბადება ასე ახარებდა, რომელთა ალერსი ასე სიამოვნებდა... ეხლა კი ისინი დედასთან ერთად ესვრიან ქვას...

      მასში იმძლავრა სასოწარკვეთამ და უგონოდ გადააგდო თავი.

      - მოვედით, -უთხრა მძღოლმა და გააჩერა მანქანა.

      ის გადმოვიდა. ტაქსი წავიდა საშოვარზე... და იდგა გაშეშებული უაზროდ და რატომღაც გაბრაზებული ვიღაცებზე. ეს გაბრაზება თითქოს დაიცავდა ქვების სროლისგან. ის წყრებოდა ყველზე, გურამზე, მშობლებზე, ცოლ-შვილზე, ნათესავებზე, ნებისმიერ ნაცნობ-მეგობარზე, იმ ტაქსის მძღოლზეც და თვით სახელმწიფოზეც. რატომ? მისი აზროვნება, ფიქრი ღრმად ჩაეფლო ბუნების, დედამიწაზე არსებობის ფესვებში და მონახა რაღაც თანაარსებობის კანონი სრწყმული ადამიანურ ბუნებასთან. ის გაშეშებული იდგა ამ შუაღამისას გზის პირას და კიცხავდა ყველას მის ირგვლივ, თავს კი იცავდა თანაარსებობის მოტივით, რომ ის არაა წანაზარდი, არაა ფრჩხილი, რომ მოიჭრა, არაა თმა, რომ შეკვეცო, ის თავისი ადამიანური ბუნებით ხომ ნაწილია საჭირო, რომ ის ამ ყოვლისშემძლე ფულის მსხვერპლია, ფულისა, რასაც ასეთი ძალა თვით ადამიანმა მიანიჭა. "რომ მოვიპარო, ხომ დავისჯები კანონით და რომ გავეძარცვინეთ მე და ჩემისთანები, ამას არავითარი სამართლიანობა არ მოეთხოვება? და რატომ?!" უცებ მის ირგვლივ ადამიანთა უამრავი ზურგი დაინახა, თვალები მოიფშვნიტა - ირგვლივ სიბნელე, სიცივე; წავიდა გაწვალებულ ფიქრებში და ისევ ზურგები. მას კი ეგონა გამოწვდილ ერთ ხელს მაინც დაინახავდა. მუხლებში ჩაიჩოქა და ხელებში ჩაიდო დამძიმებული თავი" დამძიმებული ფიქრებით. სახლში შესვლა არ უნდოდა. მისი მას ჰყოფნიდა. ამ განწყობას ვერ უმკვლავდებოდა.

      უბანში ტაქსიმ გვიანი მგზავრი მოიყვანა. ხმაურზე ერთი წუთით გამოფხიზლდა, მაგრამ მოუღალავმა შავმა ფიქრმა დაფარა ისევ მისი გონება. მანქანა მკვეთრად მობრუნდა და მომეტებული სიჩქარით წავიდა გზისკენ. მძღოლს არ შეუმჩნევია გაშტერებული ჩაცუცქული კაცი. უკვე ყველაფერი გვიანი იყო. გენო როდენის "მოაზროვნის" პოზაში ძირს ეგდო.

      მეორე დღეს გურამი გაოგნებას ვერ ფარავდა: მე ხომ ის სახლში გავუშვი ტაქსით. რა მოხდა სახლში, რა დაემართა?!

      დასაფლავების ხარჯები მძღოლს დაეკისრა. ბევრი ყვავილი მიუტანეს, წესისამებრ, ბევრი კაცი და ცოტა ადამიანი მივიდა გასვენებაში. მკვდისთვის არავის შეუქცევია ზურგი, ხელით მიასვენეს სასაფლაომდე ცხედარი.

      დარჩა კაზინო, საფლავი და დავალიანებული მძღოლი სასჯელით. ორი ოჯახი კი უფულოდ, უკაცოდ. კაზინოში კვლავ ბრუნავდა ფული და სახელმწიფო ღებულობდა, ჩვეულებრივ კანონს ბიუჯეტის შესახებ.

ავტორი: ნათელა გორგოშაძე-დუმბაძისა
თებერვალი, 2015 წ.

ნახვა: 1130

ტეგები: qwelly, მოაზროვნე, ნათელა_გორგოშაძე, ტაქსი, ფსიქოლოგია, ღამე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters