წარსულის უმჯობესობაზე მრავალგვარი ქება გამიგია, მაგრამ მათ შორის გამორჩეული რამდენიმე დღის წინ მოვისმინე. ტრადიციულად, მცხეთის მარშრუტკამ დაიგვიანა და რაც მოვიდა, ისეთი სავსე იყო, ნახევარი ფილტვით უნდა გესუნთქა რომ ასულიყავი, მაგრამ ვინაიდან დრო აღარ იცდიდა (ეგ არასოდეს იცდის, სულ დაკავებულია, სულ სადღაც ეჩქარება), მაინც მომიწია შეძვრომა. თავდაპირველად, ცდილობ როგორმე ადგილი მოირგო, ან შენ მოერგო დანარჩენი მგზავრების დგომას და საკუთარი სხეულიც ჩასვა ამ გაშეშებული და მიტყეპნილი სხეულების რიგში (სასურველია, რაც შეიძლება მსუქანი ადამიანები შეგხვდნენ, რომ ძვლებმა დამატებითი დისკომფორტი არ შექმნას). მომდევნო ეტაპზე იწყებ თვალიერებას ნაცნობი სახეებისა, რომ გაიგო კიდევ ვის უჭირს შენს მსგავსად და ცოტა შვება იგრძნო (ბოროტი რომ იქნები ადამიანი). და სწორედ ამ თვალიერებაში, დავინახე მეტად შესაბრალი სანახაობა. ერთი, ათლეტური აღნაგობის 30-32 წლის, მაღალ-მაღალი მამაკაცი, სკოლის მასწავლებლისგან დასჯილი და კუთხეში დაყენებული ბავშვივით დგას თავდახრილი და კისრით ებჯინება ჭერს. გაწევ-გამოწევის საშუალებაც არ აქვს, ამიტომ დგას გაუნძრევლად. ერთი პირობა იფიქრებთ, ეს კაცი გამყოფი კედელიაო, მაგრამ თვალებს რომ აახამხამებს აცნობიერებ, რომ ცოცხალია და აქ მყოფთა შორის ყველაზე მეტად მისთვისაა გაუსაძლისი ყოფიერება.

      ადრე თუ გვიან, გვირაბის ბოლოს სინათლე მაინც ჩნდება და ამ კაცისთვის გამოჩნდა შვება. რამდენიმე მგზავრი, დიდუბის გაჩერებამდე ჩავიდა მიკროავტობუსიდან. ზორბა კაცი დაჯდა, სიხალვათე უკვე აშკარა იყო, მეც ამოვისუნქე და შუა ნაწილში გადავინაცვლე.

- დავიწვი ამ ბიჭის საცოდაობით. - ერთ საშუალო ასაკის კაცი ეუბნება გვერდით მჯდომ ქალბატონს.

- თქვენც შეამჩიეთ ხო? როგორ იდგა, თავდახრილი.

- აბა, მთელი გზა ასე დგას. საწყალს კისერი გაუშეშდა ალბათ.

- თან რა ბიჭია, ჩასხმული, ნამდვილი ვაჟკაცი, მაღალი.

- აბა, აბაა. მიყვარს მაღალი ადამიანები, შეხედავ, გსიამოვნებს, მოგეწონება.

- მეც ძალიან მიყვარს ბატონო, რა სჯობს, მაღალ ადამიანს, რომ მოდის და მოაქვს ყველაფერი. წინასწარ თითქოს დადებითად განეწყობი მის მიმართ.

- აბა, დაბეჩავდა ხალხი, ახლა იშვიათობაა ასეთები.

- გეთანხმებით, აი, წინათ სულ მაღლები იყვნენ, მე რომ სკოლის მოსწავლე ვიყავი, მახსოვს სულ მაღალი ადამიანები იყვენ ჩემს გარშემო. პაპაჩემი გინდა, მეზობლები გინდა თუ ვინც გინდა აიღე. სკოლის დირექტორი გვყავდა, იმ სიმაღლე კაცი იყო, ჯერ მარტო მაგ სიმაღლის გამო ვგრძნობდით მის მიმართ შიშსა და რიდს.

      ქალბატონი გაცხარებით ახასიათებდა მაღალ ნაცნობებს და ბატონი კი თავს ბედიერი უკრავდა თანამოაზრე ვიპოვეო.

- გეთანხმებით ქალბატონო, ახლა სულ გადავგვარდით და დავბეჩავდით. ახლა თურმე სკოლებში ასწავლიან, რომა ბილეთი თუ შენია, ადგილი არ უნდა დაუთმო, ეს შენი კონსტიტუციური უფლებააო.

- ზრდილობა დავკარგეთ ...

      და ამის შემდეგ, უკვე ახალი თაობის ზრდილობადაკარგულობაზე ჩამოვარდა საუბარი, რაც, ვფიქრობ, ყველას გაქვთ მოსმენილი.

      წინათ მაღალი ხალხი რომ იყო, ეს კი ორიგინალური მეჩვენა და სამწუხაროდ, მომერიდა ჩავძიებოდი, კონკრეტულად სად, რომელ სკოლაში, ქალაქსა თუ სოფელში იყო ყველა მაღალი? (უბრალოდ, გამოკვლევის მიზნით).

ნახვა: 332

ტეგები: Qwelly, დიალოგი, მარშრუტკა, ქველი, წარსული

George: ნოემბერი 5, 2016||6:52pm

რა თქმა უნდა მარშრუტკის მოსაზრებები ( ისევე როგორც მარშრუტკის სიმღერები) - ჭეშმარიტებასთან დაპირისპირების *სახალხო* ( ვულგარული) ფორმების აპოთეოზია ! საოცარია, მაგრამ პასუხი ახლოს აქვთ - *გაზის* პედალს სინამდვილეში *აქსელერატორი* ეწოდება, ზუსტად მასე როგორც ადამინთა თაობებში ფიზიკური სიმაღლის მატების პროცესს  - აქსელერაცია !

ლაშა: ნოემბერი 5, 2016||9:33pm

ერთი ძველი პოსტი მომაგონდა აქსელერაციაზე - http://www.qwelly.com/group/humor/forum/topics/aqseleracia

George: ნოემბერი 5, 2016||9:52pm

არ მიხუმრია ( ავღნიშნე მხოლოდ ის, რომ საქართველოში მითოლოგიამ  გამსჭვალა არა მხოლოდ მისთვის ჩვეული სფეროები ( პოლიტიკა, რელიგია ..), არამედ მარშრუტკის საუბრებიც ! ეს კატასტროფაა, ვინაიდან მითოლოგიზაციის ბოლო საფეხურია ( შერწმა ვირტუალური ( ირეალური) და რეალური მითოლოგიის (

ლაშა: ნოემბერი 6, 2016||3:15pm

გოლიათებზე არ ჰქონიათ პრეტენზია, მაგრამ ახლა ყველა პატარა დაიარებაო და ადრე მაღლები და ტანადები იყვნენ უმეტესობაო )) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters