ბერი გაბრიელი †

ბერი გაბრიელი, წმინდა გაბრიელი, ქველიბლოგი, ქველი, ბლოგი, qwelly, blog, ilura, ილურას ბლოგი

     მამა გაბრიელი დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს, თბილისში. მამა გაბრიელი ბავშობიდანვე გამირჩეოდა თავისი სულიერებით, ამიტომაც საკმაოდ ადრეულ ასაკში გამოეყო ოჯახს, ეზოში თავისი ხელით ააშენა სენაკი და იქ ეცნობოდა მართმადიდებლურ ლიტერატურას, სახარებასა და წმინდა წერილებს.მამა გაბრიელმა 12 წლის ასაკში უკვე კარგად იცოდა სახარება. სწორედ ამ დროს მივიდა სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერში. დედებმა დააპურეს, მაგრამ ღამე არ გაათევინეს. მადლი ღვთისა მასში იმდენად დიდი იყო, სახლში არ წავიდა, ღამე ჭიშკართან გაათია და დილით ღვთისმშობელს სთხოვა: „ამ ქვეყნიდან ისე ნუ გამიყვან, აქ რომ სენაკი არ მომცე“. უსმინა ღმერთმა და სიცოცხლის ბოლო წლები სამთავროს მონასტერში გაატარა. იგი კოშკში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ეს კურთხევა მან (როგორც თვითონ ამბობდა) ღვთისმშობლისა და ორი პატრიარქისაგან მიიღო.

     "საქართველოში არც კი იციან, თუ რა დიდი ბერი ჰყავთ მათ მონასტერში", – ეს სიტყვები გასული საუკუნის 90–იან წლებში ერთ–ერთ ამერიკულ მართლმადიდებლურ გამოცემაში დაიბეჭდა. და როგორც ვიცით, 2012 წლის 20 დეკემბერს, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბერი გაბრიელი წმინდანად შერეცხა, მას უწოდა ღირსი მამა არქიმანდრიტი გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი. წმინდანის ხსენების დღედ 2 ნოემბერი (მისი გარდაცვალების თარიღი) დაწესდა.

ბერი გაბრიელი, წმინდა გაბრიელი, ქველიბლოგი, ქველი, ბლოგი, qwelly, blog, ilura, ილურას ბლოგი

• ღმერთი დაუსაბამო სიკეთე, დაუსაბამო სიმართლე და საყვარულია. ვისაც სიკეთე და სიმართლე უყვარს, მას ღმერთი უყვარს და ღმერთიც, ვით საკუთარ შვილს, ისე შეიყვარებს.

• ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს.

• სიყვარულით ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ ვერ შესძელი ყველას სიყვარული, კეთილი მაინც ყველასათვის უნდა გინდოდეს.

• როდესაც კეთილ საქმეს აკეთებ, ერთი საფეხურით ადიხარ, როდესაც სცოდავ, ჩამოდიხარ, ასეთი სვლაა მთელი ცხოვრება.

• თუ არ იცი მოყვასის სულიერი მდგომარეობა, რჩევას ნუ მისცემ, იქნებ შენი რჩევით დაიღუპოს კიდეც.

• იცხოვრე ისე, რომ მარტო ღმერთს კი არა, ადამიანებსაც უყვარდე. ამაზე დიდი არაფერია.

• როდესაც განიკითხავ სხვას, ესე იგი ღმერთს განიკითხავ. თუ კაცმა შესცოდა და განიკითხე, მერე რომ მოინანია და ღმერთმა მიუტევა, შენ დაინახე???

• გული ვისგანაც მოგეცა, იმასვე ეკუთვნის.

იხილეთ ვიდეო:

  • პანაშვიდი მამა გაბრიელის საფლავზე

ნახვა: 872

ტეგები: Qwelly, ბერი, ბლოგი, გაბრიელი, გამონათქვამები, ილურა, წმინდანი

ლაშა: აგვისტო 26, 2017||4:30pm

დღეს, მამა გაბრიელი 88 წლის გახდებოდა! 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters