როცა წერაზე მიდგება საქმე და თითებს უაზროდ ამოძრავებ კლავიატურაზე, ანდა კალმით ფურცელს ჯღაპნი და უშინაარსო აზრებს უყრი თავს, გამოგდის ის, რაც მე გამომივიდა, ოღონდ არ მახსოვს როდის, მგონი პერიოდული უნდა იყოს და ძველი.

      ქველიბლოგის ფუნქციაში, ბლოგების დარეზერვება და მონახაზად შენახვის ფუნქცია არის, სადაც, სავარაუდოდ 2014 წლის დეკემბრის ბოლო განახლებით პოსტის იდეაც აღმოვაჩინე ამავე სათურით - უშინაარსო აზრების ესკიზები. 2014 წელი იმიტომ, რომ საახალწლო განწყობაზეა ბოლო ჩანაწერი, სამწუხაროთ თარიღები არ მქონია მითითებული და ბევრი არც მახსოვს რატომ ვწერე. ყველაზე უცნაური ისაა, რომ 2 წლის მერე, ეს პოსტიც ანალოგიური მიზნით აღმოვაჩინე. რაღაცის დაწერა მინდოდა, უაზროდ ვაკლიკებდი აქეთ-იქით და Draft-ებსაც წავაწყდი. როგორც ერთ კომედიაშია - იმისთვის რომ იპოვო დაკარგული სულელი, უნდა აიყვანო სხვა სულელი და ეცადო განვლოს ის გზა, რომელიც წინა სულელმა გაიარა. 

მაშ ასე, უაზრო სტატუსების თუ საბლოგო იდეების ძველი კრებულიდან:


      კარგი იქნება გამოცდების თემაზე თუ რამეს დავწერ, მაგრამ მგონი აღარავის უნდა ეს გამოცდები. და საერთოდაც, არც მესმის რას ცდიან? ცოდნა რატომ უნდა გამოსცადო ან როგორ რამდენიმე საათის განმავლობაში? აფსურდია და მეტი არაფერი.

* * *

      ეს დაუსრულებელი და ცრუ პატრიოტიზმი ნერვებს მიშლის. ახლა რა გამოდის, რომ ერთი პარტია უნდა ჩაანაცვოს მეორემ, მხოლოდ იმიტომ რომ პირველი ძალიან სასტიკი და ბოროტია ამ სიტყვის სრული მნიშნელობით? რა კოშმარია აირჩიო ხალხი იმიტომ, რომ სხვები უარესები არიან.

* * *

      სიყვარულის თემაზე დიდი ხანია არაფერი დამიწერია. რა მოვიგონოთ?

      პომინდვრების სიყვარული, ჩებურეკი, არსებობა სიყვარულისთვის, რამე ასეთი. მოთხრობიდან ავიღოთ რამე და იმაზე დავწერ. დაგუგლე აბა ტრისტანი და იზოლდა დევს სადმე? კაი მოდი ხვალ დავწეროთ.

* * *

      მეტროში შეყვარებაზე კარგი პოსტი გამოვა.

      ალბათ საღამოს 9ის ნახევარი იქნებოდა, მეტროში რომ შემოვედი. ტრადიციულად ლაყე კვერცხის სუნი იდგა. აამ... გოგონ... ნაცნობი სახე რომ ვერ დავინახე, წავედი და ჩემს... წავედი და იმ კუთხეში. ფუ ამის.

* * *

      ქართული ქეიფი უნიკალურია მთელი თავისი სიდიადით და ხვავ-ბარაქით. არაა... ქართული სუფრა, როგორც ფოლკლორის შემადგენელი ნაწილი, რაღაც ასეთი რომ იყოს წესით წაიკითხავენ.

* * *

      ნეტავ ეს შემოდგომა როგორი იქნება? უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზაზე თითქოს ყველაფერი ისეა, როგორც პირველ კურსზე იყო და არც არის ისე. რაღაც რემონტს აკეთებენო, იცვლება ყველაფერიო, მაგრამ მე ერთადერთი რასაც ვგრძნობ, ესაა სიძველის სიახლე. არა, კედლების სიყვარული არასოდეს მახასიათებდა, მაგრამ ახლა რაღაც მელანქოლიურობა იგრძნობა. პირველ კურსზე, სულ პირველ ლექციაზე ისიც მახსოვს რა მეცვა და მარტო მე კი არა, ისიც მახსოვს ჩემს წინ, გვერდი და უკან მჯდომ გოგონებს - დიახ დაიხ, გოგონებს რა ეცვათ. ჩემი შლაქსი ჯინსის სარვალი, კალამი და ზოლიანი პერანგი. ფეხზე შავი ბოტასები. ჩემს წინ გოგონას, ისეთი შავი რუჯი ჰქონდა, თეთრი ზოლები ჯერ კიდევ შერჩეოდა პიკანტურ ადგილებზე. ერთზე კი მახსოვს გავიფიქრე, უეჭველად მონაზონი იქნებათქო, ილიაუნიში თავზე კუბასტი ჰქონდა წაკრული. ჰოდა დღესაც როცა მივდიოდი მაგისტრატურის პირველ ლექციაზე, რაღაც იმდროინდელს ვგრძნობდი და თან ვერც.

* * *

      არ ვიცი რას აპირებს ეს 2015 წელი, მაგრამ ძალიან მელანქოლიურად დაიწყო.

      გუშინ ღამით ცრიდა, ვფიქრობდი თუ ცოტა მოყინავს, იქნებ ეს წვიმა თოვლადაც გადაიქცესთქო, მაგრამ ასეთი არაფერი მომხდარა.

      დილიდან წვიმს. წვიმა სხვა დროსაც განსაკუთრებით მოქმედებს ხოლმე ჩემზე, მაგრამ რატომღაც დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მელანქოლიურია. განწყობა საახალწლო? - მხოლოდ ქვემოთ, სტუმრების გვერდით როცა ვარ. სანახაობრივი ახალი წელი - კი, თუ ეს სანახაობა ნაცრისფერი დღე, გასაკვირად სუფთა, წკრიალა და მწვანე მტკვარი, ცრემლებით სავსე ფანჯრები და ნისლებში თავშერგული მთებია. თუმცა ამ სანახაობასაც ვერაფერს დავუჩივლებ. მონიტორის ეკრანს ვთიშავ, შუქს ვაქრობ, მუსიკას ვრთავ და ძილისთვის, ფიქრისთვის, მოწყენისთვის, მელანქოლიისთვის მზადებას ვაპირებ.

      - მაგრამ დღეს ხომ ახალი წელია?

      - არაა, დღეს უბრალოდ გუშინდელის მომდევნო დღეა, და კალენდარზე 1 იანვარი წერია.

      - და მაინც, დღეს ხომ ახალი წელია, სიხარული, ღვინო, მუსიკა, გართობა, სიყვარული და ა.შ.

      - არაა, ეს ჩვეულებრივი დღეა განსაკუთრებული მიზეზით რომ დალევა მოვახერხოთ.

      - და კვლავ - დღეს მაინც ახალი წელია რაც არ უნდა ბევრი მიჩიჩინო ოთახში გამოკეტვისკენ.

      - თავში ქვა გიხლია.

      - რა უაზრო პოსტი გამომდის, ნეტავ რატომ ვწერ, ან რისი თქმა მინდა?

      - მგონი უბრალოდ ბოდიალობ, ფანჯარაში იყურებოდი, წვიმის ტკაცუნი გესმოდა და თავს აჯერებ რომ ვითომ არასაახალწლო განწყობა გაქვს და მელანქოლიურობ აქ.

      - ჰო, მაგრამ ხომ ხედავ რომ მაინც ვწერ ამ სისულელეს და ვწერ და ვწერ და არც ვეშვები.

      - შარშანაც ხომ წერდი, ვითომ ყოველთვიურ ციკლს?

      მოკლედ, დრაფტში შეინახე და დაივიწყე.

-----

ნახატიც ჩემი ერთ-ერთი ძველი რვეულიდან არის, ქვემოთ რა ეხატა და რატომ მოავხიე, წარმოდგენაც არ მაქვს.

ნახვა: 796

ტეგები: Qwelly, ახალი_წელი, ბლოგი, დღიური, უნივერსიტეტი, ქველი, შინაარსი

Ann: ივლისი 13, 2016||9:49pm

საინტერესო იყო, ასეთი ჩანაწერების კითხვა მირჩევნია ზოგიერთი მონაგონი თუ გადაწერილი პოსტების კითხვას..

ლაშა: ივლისი 13, 2016||10:40pm

კარგი წასაკითხის ან საწერის მეტი რა არის, მაგრამ ზოგჯერ კონცეტრაცია გიჭირს ადამინს და გამოდის ასეთი ბოდიალები.

Ann: ივლისი 13, 2016||10:50pm

ზოგადად კარგი წასაკითხის მეტი რა არის ... მე წიგნებზე და შედევრებზე არ შემიდარებია რა თქმა უნდა... ;) ვაფასებ საკუთარი საღი აზრების გაზიარებას საჯაროდ, რაც ბევრს არ შეუძლია... :D :D :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters