ტვიტერმა საკონტროლო გასროლით გამანადგურა, როდესაც თავის იმიჯს კიდევ ერთხელ უღალატა და გაფავორიტების ვარსკვლავი შეცვალა გულით და მოწონებად აქცია მთელი გაფავორიტებული მიკრობლოგეთი.

ძველმოდური რჩევები, რჩევა, სიყვარული, შეყვარებული, დღიური, ბლოგი, ქველი, პირველი კოცნა, კალენდარი, qwelly, blog, kiss, flowers, lovers, love, rchevebi, sheyvarebuli, siyvaruli, dzvelmoduri

      მაგრამ ახლა ამაზე არ ვაპირებ საუბარს. აქედან მხოლოდ გული და მის გარშემო განვითარებული მოვლენები მესაჭიროება.

      დიახ, დღეს მეც გადაღეჭილ თემაზე - სიყვარულზე დავწერ, უფრო სწორედ რამდენიმე რჩევა იმ მამაკაცებს, რომლებმაც გაცვეთილი გულის სამყაროში გადაწყვიტეს ძველმოდური გოგო შეჰყვარებოდათ.

      მეგობრებო, მამაკაცებო, ბიჭებო და კიდევ ჩვენს სქესთან დაახლოებულო სხვა ადამიანებო, ვიდრე ძველმოდური გოგოს შეყვარებას გადაწყვეტთ, გირჩევთ ტელეფონში კალენდრის "შემხსენებლების" ფუნქცია კარგად გქონდეთ ათვისებული, რადგან თქვენ ბევრი დეტალის დამახსოვრება დაგჭირდებათ.

      • ზუსტად უნდა შეძლოთ და აღწეროთ ის ადგილი, სადაც პირველად დაინახეთ;

      • აუცილებელია გახსოვდეთ რა ეცვა როცა პირველად შეამჩნიეთ;

      • პირველი სიტყვები რომლითაც გამოელაპარაკეთ;

      მოკლედ, საწყის ეტაპებზე ყველაფერი პირველი უნდა გახსოვდეთ, მათ შორისაა - პირველად ხელის ჩაჭიდება, პირველი სეირნობა, პირველი ყვავილ(ებ)ი, პირველი ვახშამი (აუცილებელი არ არის სანთლის შუქზე, ასეთ დროს ვახშამში კრეკერი, ჩიფსი და მისთანებიც იგულისხმება), პირველად ნათქვამი მიყვარხარ (ეს განსაკუთრებული კატეგორიისა, აქ არა მარტო თარიღი უნდა იცოდეთ, არამედ ადგილი, დრო, საათი, ჩასაცმელი, ვარცხნილობა და მაძღარი იყავით თუ არა, ეგეც კი), პირველი ჩახუტება, პირველი კოცნა, პირველი მეგობარი რომელიც გააცანით და ა.შ.

      ურთიერთობის მომდევნო ეტაპებზე დასამახსოვრებელი ნიუანსები იცვლება. ახლა სავალდებულო არ არის იყოს პირველი, უბრალოდ უნდა იცოდეთ რა არის მნიშვნელოვანი და რა არ უნდა დაივიწყოთ. ასე მაგალითად:

      • დედამისის დაბადების დღე;

      • მისი ძმის ან დის დაბადების დღე;

      • სიყვარულის დღე (ზოგადი) და სიყვარულის დღე (თქვენი პირადი - დამიჯერეთ გექნებათ);

      • რა არ უყვარს (საჭმელი, სასმელი, ჩასაცმელი, ადგილი, სასაუბრო თემები და სიტყვებიც კი), მართალია ეს ახლა ბუნებრივად გეჩვენებათ - რომ ვინც მიყვარს, რაც მას არ უყვარს ამას რა დამახოვრება უნდა, ამას რა დამვიწყებსო, მაგრამ დამიჯერეთ შეიძლება დაგავიწყდეთ და უცბად მიაჩეჩოთ ნაბეღლავი და დაალევინოთ კიდეც (პირადი გამოცდილება).

      ეს ყველაფერი საერთო სარგებლობის მომტანი რჩევებია, არის კიდევ ისეთები, რომლებიც მხოლოდ თქვენ გამოგადგებათ - მაგალითად, ეცადეთ გამოიმუშაოთ მოსმენის მაგრამ არ გაგების უნარი. ეს განსაკუთრებით მაშინ დაგჭირდებათ, როდესაც თავის სამეზობლო-სადაქალო-საჭორაო თემებზე დაიწყებს საუბარს.

      ამ ეტაპზე იდეების დეფიციტს განვიცდი, მაგრამ დამიჯერეთ ეს ის ანა-ბანაა, რომელიც უნდა გახსოვდეთ ვიდრე თანამედროვე სამყაროში ძველმოდური გოგოს შეყვარებას მოიწადინებთ.

ინსპირაცია:

ნამდვილი ქალი

ნახვა: 724

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დრომოჭმული_რჩევები, დღიური, კალენდარი, რჩევები, სიყვარული

BrOliKa: ნოემბერი 20, 2015||10:32pm
შემეცოდეთ ნამდვილი ტირანი უნდა იყო ამდენი რამე, რომ იკითხო :D :D
ლაშა: ნოემბერი 20, 2015||10:43pm

მაიკო, არ მგონია აქ "ცუდი" ან "კარგი" გამოდგეს, უბრალოდ ასეთი როგორიც არის :D

BrOliKa, ეჰ, გაივსო ტირანებით ეს ქვეყანა :D :P

BrOliKa: ნოემბერი 20, 2015||10:52pm
მარიკო ახალმოდურებს უფრო სხვა რამ იზიდავთ და ამაშია საქმე :D ხო ეხლა ყველა შეყვარებულიანი გოგო თუ რაიმე ახალ პუნქტს აღმოაჩენს ისეთს რაც ჯერ არ უკითხავს და გამოუცდია იციან თუ არა მათმა შეყვარებულებმა კითხვებს მიაყრიან :D ასე, რომ შენ კი არ დაეხმარე თავსატეხი გაუჩინე ხალხს :D
BrOliKa: ნოემბერი 21, 2015||12:34am
აბა? შენი აზრით რა შეიძლება დაემატოს? :D
BrOliKa: ნოემბერი 21, 2015||10:49am
კახ მთლად ნუ უსაყედურებ ეხლა ცოდოა :D ახალმოდურები სამაგიეროდ მანქანებსა და ვილებს იმახსოვრებენ შეყვარებულისას ოღონდ თავად, რომ არაფერი გამორჩეთ :D :D :D
BrOliKa: ნოემბერი 21, 2015||1:42pm
მადლობა ადმინუს ვიცოდი შენი იმედი, რომ უნდა მქონოდა :D არაფერია სახალისოა ეს ყველაფერი :D თან წინ კიდევ რამდენია დასამახსოვრებელი :D :D
BrOliKa: ნოემბერი 21, 2015||8:06pm
ნუ შემაშინე :( :D
BrOliKa: ნოემბერი 21, 2015||10:27pm
კარგი :D. შენ არ გაქვს რაიმე იდეა რისი დამატებაც შეიძლება ??? :D
თათია: ნოემბერი 22, 2015||12:51pm

რთულია ზემოთ აღნიშნული გოგოს სიყვარული? :D

თათია: ნოემბერი 22, 2015||2:13pm

კახუნ,  მე ამ შემთხვევაში მაინტერესებს როგორ არის საქმე :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters