დღეს 27 იანვარია... მართლმადიდებელთათვის ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაული - წმინდა ნინოს ხსენების დღე... არამართლმადიდებელთათვის იანვრის ერთ-ერთი ბოლო დღე, ყველა ადამიანისათვის სამშაბათი, ზოგისთვის დატვირთული, ზოგისთვის უდარდელი, ზოგისთვის გამორჩეული, ზოგისთვის კი ერთი ჩვეულებრივი დღე "სხვათა ათასთა მრავალთა მსგავსი".
რა მნიშვნელობა აქვს რა დღეა?! რა თვეა?! რა რიცხვია?! მნიშვნელოვანი ის არის როგორ გადის ასობით, ათასობით და ათიათასობით დღე თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში... ზოგჯერ უიმედოდ, ზოგჯერ უსაქმურად, ზოგჯერ უსიხარულოდ, ზოგჯერ... ზოგჯერ... ზოგჯერ...
გუშინ საღამოს, სახეზე ბედნიერი ღიმილით, ხელში ენძელებ-იებით დამშვენებული მივუყვებოდი რუსთაველის გამზირს და თავისუფლების მეტროსთან მისულს თავი უკვე შეურაცხადი მეგონა. მკითხავთ რატომ? ათასიდან არცერთი ადამიანი არ შემხვედრია, რომელიც ღიმილით გამივლიდა გვერდს და ჩემი განწყობა გადაედებოდა, სამაგიეროდ მოახერხეს და მე გადმომდეს საკუთარი კოზები, ბრაზი, ცინიზმი, ირონია, სიბრალულის მზერა... დაჭკნა იებიც, ენძელებიც, ისევ იანვარი დადგა და ისევ ყინვამ გამიყინა უხელთათმანოდ დარჩენილი თითები...
მთელი დღეა ვფიქრობ, რითი გავუხალისო "ერთადერთი წუთი სოფელში" მათ, ვისაც ამაზე არ უფიქრია, ვინც არ უფრთხილდება ლამაზ თვალებს და დარდისთვის იმეტებს, ვინც არ ეწინააღმდეგება ბრაზს და ლამაზ ღიმილს ჩვენთვის აღარ იმეტებს, ვინც ნებას აძლევს ზამთრის ყინვას და გულს გაციების ნებას აძლევს...
ჩვენ ყველას გვყავს მეგობრები, მშობლები, დები და ძმები, ბევრი ახლობლები, უფრო მეტი ნაცნობები... ყველანი ერთად კი ჩვენ ყველაზე ბევრნი ვართ. ამდენი იმიტომ ვიბოდიალე, რომ ბოლოს ყველას ერთი რამ მინდა გთხოვოთ... მოდით ყველამ ერთად გავულამაზოთ სულ რაღაც ერთი თვის თავზე კარს მომდგარი გაზაფხული ჩვენთვის საყვარელ ადამიანებს და ერთი კონა ენძელებით, იებით თუ ყოჩივარდებით გავამეტებინოთ ჩვენთვის ასე გაძნელებული, გაღიმება, კეთილი მზერა, სითბო და სიყვარული...
ყველა ჩვენგანი მთელი დღის განმავლობაში უამრავ ადამიანს ხვდება... ყოველ დილით წავიღოთ სახლიდან "ღიმილების - smile" სტიკერები და ვაჩუქოთ ნებისმიერ მათგანს... ანდაც დავწეროთ პატარა ფურჩლებზე ბევრი თბილი სიტყვა და ყოველი დილა ამ სითბოთი ავუვსოთ სხვებსაც და საკუთარ თავებსაც.
ჩემო თბილებო, ტკბილებო, ყველაზე ლამაზებო, ჭკვიანებო, დიდებო და პატარებო, მდიდრებო და ღარიბებო, საქმიანებო და უმუშევრებო, სტდენტებო და პენსიონრებო... ამ თაიგულით გილოცავთ ყველას ნინოობას, უბრალოდ 27 იანვარს, კიდევ ერთ სამშაბათს და გისურვებთ თქვენი ცხოვრების ყველა დღე მხოლოდ სიკეთით, სითბოთი და სიყვარულით იყოს სავსე...
"მე თქვენს მეტი არავინ მყავს ამ ცოდვიან მიწაზე"
ჩემი მეგობრის სიტყვები გამახსენა ამ პოსტმა :))) ოღონდ იმას ესე წყნარად არ უთქვამს, ერთ დღეს ესე "დამიჭირა" და "მეჩხუბა" ნუ დადიხარ ეგეთ სახითო :D :D :D იმის მერე, უეცრად რომ გამახსენდება ხოლმე ისეთი სახით დავდივარ, გეგონება დედამიწა ჩემიაო :D :D :D
კარგი იქნება თუ ეგ ხშირად გაგახსენდება :)
დღე არ გავა ეგ რომ არ გამახსენდეს :))) 5 წუთით მაიინც :))
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია