ზეცა გაირინდა მიყუჩდაო, ყურში ჩამჩურჩულებს ცის კიბენი. ჩუმად ავიზლაზნე ოდნავ მობერებული სკამიდან და გავჩერდი, ფეხები მომეკვეთა, გული ამიჩქარდა და სწორედ ამ დროს მიწის სუნნმა დამიარა კოჭებამდე. სიო ნაზი შეხებით სახეზე მომელამუნა და გაუჩინარდა. დამღალე უკვე ამდენი ფიქრით ოცნებებზე, რომლებიც გაურკვეველი გზებით დადიან, თითქოს სანუგეშოდ თებერვლის ფოთლები დამჩა, რომლებიც უკვე გახუნებულან. ძველი ნივთივით უჯრაში ჩამაგდე და მგონი სამუდმოდ ჩამტოვე შიგნით. ჩრდილში მიტოვებულ სკამსაც ხომ სჭირდება შენი თანაგრძნობა, ეჰ დედამიწავ ყველას ცხოვრებაში როგორ არეულხარ როგორ დაგვიწყნია შენი ნაფიქრალი, გახსოვს მთვარის შუქზე ჩვენი საუბარი?! თუმცა მეც საბრალო როგორ გენდე როგორ დავიჯერე ღამის ნაბოდვარი, აი გათენდა და მეც უსასველოდ არეული გზაში ნაპოვნი კადრებით დამათენდა აქამომდის. მუდამ ნაბრძოლები დაგლეჯილი ფრაგმენტებით მოვაღწიე, თუმც რა დარდი აქვს დედამიწას, თურმე დაიღალა, მიიძინებს...

იმდენად დავიღალე, გავიქცევი ცის კიდურზე ვიპოვი ბინას და ცოტახნით ჩამოვჯდებითქო და აი შენც აშალე კიბის ნარჩენები, ეჰ დედამიწავ როგორ მეჯავრები...

თითქოს მოსიარულე ლეშად ვიქეცი და არავის უკვირს მუმიების, ლეშების ყოფის. თითქოს გაგიმეტე, გაგატანე მაგრამ ვეღარ ავიტანე უშენობა. ჩემში არეულხარ, სამუდამოდ დარჩენილხარ და გულის კუთხეში შეპარულხარ. ისევ დაღამდა, ისევ დაიწყებს ელვარებას მბჟუტავი აზრები ჩემში და აი ისევ ველოდები გათენებას, რათა ცის სიცხადემ ისევ მომჭრას თვალი ...

ნახვა: 2172

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დედამიწა, დღიური, ზედმეტი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters