მიწა დიდი საიდუმლოს შემნახველი და გამზიარებელია. ამის ნათელი მაგალითია არქეოლოგიური გათხრები. გრაკლიანის გორაზე აღმოჩენი იქნა გრაკლიანის უნიკალური წარწერა, რომელიც რამდენიმე დღის წინ აშშ ლაბორატორიამ ძვ.წ. XI-X საუკუნეებს მიაკუთვნა. იგი გახლავთ უძველესი და უნიკალური მონაპოვარი საქართველოსთვისა და მთელი მსოფლიოსათვის. შესაძლოა მეცნიერულმა კვლევამ მნიშვნელოვნად შეცვალოს მსოფლიო დამწერლობის ისტორიის გარკვეული ეტაპი.

Qwelly, blog, grakliani, აღმოჩენა, გორა, გრაკლიანი, ექსპედიცია, დამწერლობა, ilura, ილურა

      გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილია ნაყოფიერების ღვთაებისადმი მიძღვნილი ძვ.წ. VII საუკუნის ტაძარი, ორი საკურთხევლით, რომელზეც ჩვენთვის უცნობი ტექსტებია გამოყენებული. წარწერა უნიკალური და ინდივიდუალურია, რომელსაც ბადალი არ ჰყავს.

Qwelly, blog, grakliani, აღმოჩენა, გორა, გრაკლიანი, ექსპედიცია, დამწერლობა, ilura, ილურა

      თამამად შეიძლება ვიფიქროთ ის, რომ 2700- 3000 წლის წინ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხში დამწერლობა გამოიყენებოდა. ამ დიდმა აღმოჩენამ შესაძლოა, ძვ.წ. VII-VI საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ, ქართლის ისტორიის გარკვეული ეტაპი შეცვალოს. დამწერლობა, რომელიც ტაძარში აღმოჩნა , საკმაოდ კარგად არის შემონახული. ტაძარში გამართულია 2 საკურთხეველი და ორივე საკურთხეველზე არის წარწერა აღმოჩენილი. ერთ მათგანზე, რომელიც დასავლეთითაა, თიხით არის გამოყვანილი რამოდენიმე ასო და მეორე საკურთხევლის პოსტამენტის შუბლი მთლიანად არის დაფარული წარწერით.

      გრაკლიანის გორა უმნიშვნელოვანესი ადგილია საქართველოსათვის. ჯერ კიდევ ქვის ხანიდან ანტიკურ პერიოდამდე საზოგადოების განვითარების უწყვეტი ციკლი დადასტურდა და გამოაშკარავდა. აღმოჩენილ იქნა პირველყოფილი ადამიანების სამუშაო იარაღები, გვიანდელი პერიოდის საკულტო დანიშნულების ნივთები და სხვა მრავალი ნივთი.

Qwelly, blog, grakliani, აღმოჩენა, გორა, გრაკლიანი, ექსპედიცია, დამწერლობა, ilura, ილურა

      მნიშვნელოვანი და საინტერესოა აღმოჩენილი რამდენიმე საკულტო ოთახი. მათ შორის საკულტო წისქვილი - 3 ხელსაფქვავი, რომელშიც წმინდა ფქვილი იფქვებოდა. წმინდა ფქვილით კი ღმერთებისთვის შესაწირ პურს აცხობდნენ.

Qwelly, blog, grakliani, აღმოჩენა, გორა, გრაკლიანი, ექსპედიცია, დამწერლობა, ilura, ილურა

ნახვა: 2800

ტეგები: Qwelly, grakliani, აღმოჩენა, ბლოგი, გორა, გრაკლიანი, დამწერლობა, ექსპედიცია

ამ ბლოგ პოსტზე კომენტარები გამორთულია ან თქვენ არ გაქვთ დაკომენტარების უფლება, ვინაიდან არ ხართ ავტორის მეგობართა სიაში.

თათია: ივლისი 25, 2016||6:54pm

კი ძალიან მნიშვნელოვანია. თანაც ჩემ რაიონს ეკუთვნის, იგოეთშია გრაკლიანის გორა :)

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters