უკვე რამდენიმე კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც იოზეფ რატცინგერის წიგნიდან შემოგთავაზეთ ამონარიდი. ახლა, დრო და გარემო მიწყობს ხელს, დავუბრუნდე წიგნს და ჩანიშნული თავებიდან რამე ამოვწერო და მკითხველს, რელიგიურობით დაინტერესებულ საზოგადოებას წარვუდგინო. დღეისთვის აღმსარებლობის და ღმერთის ერთობის საკითხს შევეხები, სადაც კარგად არის განხილული ჩვენი "პოლითეიზმი".
ქვეთავს ჰქვია "ერთი ღმერთის აღსარება".
"YHWH, შენი ღმერთი, ერთი ღმერთი" - ეს არის აღსარების ბირთვი, რომელიც ჩვენს სიმბოლოშია ჩადებული და თავისი საწყისი აზრით სხვა ღმერთების უარყოფას ნიშნავს. ეს არის ყველაზე სრული აზრით, რაც კი შეიძლება სიტყვას ქონდეს, აღსარება, ანუ არა ერთ-ერთი მოასზრების დადასტურება, არამედ ეგზისტენციალური გადაწყვეტილება. როგორც ღმერთების უარყოფა, ეს აღნიშნავს პოლიტიკური ძალაუფლებისა და კოსმიური "მოკვდი, რათა დაიბადო თავიდან" გაღმერთების ყარყოფას. თუკი შეიძლება მტკიცება, რომ შიმშილი, სიყვარული და ძალაუფლება სამი ძალაა, რომელიც ამოძრავებს კაცობრიობას, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ პოლითეიზმის სამი ძირითადი ფორმა წარმოადგენს პურის თაყვანისცემას, ეროსის თაყვანისცემას და ძალაუფლების გაღმერთებას. ეს სამივე ზა ცდომილებაა, აბსოლუტიზაცია იმისა, რაც აბსოლუტი არაა და ამიტომ ეს ადამიანის დამონებაა. რა თქმა უნდა, ამ ცდომილებაში რაღაც ამოცნობილია იმ ძალის შესახებ, რომელსაც ეყრდნობა სამყარო. მაგრამ, როგორც ითქვა, ისრაელის აღმსარებლობა ბრძოლას უცხადებს ამ სამ ფორმას და ამით ადამიანის გათავისუფლების ისტორიაში მნიშვნელოვან პროცესს წარმოადგენს. ამ სამმაგი თაყვანისცემის წინააღმდეგობით ისრაელის აღმსარებლობა იმავდროულად ღვთიურის გამრავლების წინააღმდეგ ბრძოლაა. ესაა უარი საკუთარი ღმერთებისადმი, საკუთარი განმრთობისადმი, რაც დამახასიათებელია პოლითეიზმისათვის. ამასთან ერთად, ეს საკუთარის დაცვაზე, იმ შიშზე უარის თქმაა, რომელიც აიძულებს ადამიანს თაყვანი სცეს, გული მოულბოს საშიშარს, და ეს არის მიმართვა ერთი ღმერთისადმი, როგორც მფარველი ძალისადმი. ეს მამაცი გადაწყვეტილებაა - არ ფლობდე ღვთიურს და მიენდ სამყაროს მფლობელ ძალას.
ისრაელის რწმენიდან ამომავალი თავდაპირველი სიტუაცია ადრექრისტიანულ სიმბოლოში პრინციპულად არ შეცვლილა. ქრისტიანულ საკრებულოში შესვლა და მისი სიმბოლოს მიღება აქაც ნიშნავს ეგზისტენციალურ გადაწყვეტილებას, რომელსაც მოყვება სერიოზული შედეგები. რადგანაც ის, ვინც იღებს ამ სიმბოლოს, უარს ამბობს ამქვეყნიურ კანონებზე, რომელსაც ის ეკუთვნის: უარს ამბობს გაბატონებულ პოლიტიკურ ძალაუფლებას სცეს ტაყვანი, რაც მიღებული იყო ძველ რომში, უარს ამბობს სიამეების თაყვანისცემაზე, შიშზე და ცრურწმენებზე, რაც მაშინ ბატონობდა. შემთხვევითი არ იყო, რომ ქრისტიანული ბრძოლა ასეთ გარემოში გაჩაღდა და ანტიკურობის საზოგადოებრივი ცხოვრების ძირითადი ფორმისათვის ბრძოლად გადაიქცა.
ვფიქრობ, ამ ურთიერთკავშირების დანახვას დიდი მნიშვნელობა აქვს სიმბოლოს დღევანდელი გააზრებისთის. იმაში, რომ ქრისტიანები უარს ამბობდნენ კეისრის კულტში მონაწილეობაზე, თვით ყველაზე უწყინარ ფორმებშიც კი, და ამისთვის მზად იყვნენ სიცოცხლე შეეწირათ, ჩვენ ძალზე ადვილად ვხედავთ მხოლოდ ფანატიზმს, რაც დამახასიათებელია პირველი დროისთვის, ყოველშემთხვევაში ახსნადია იმ ეპოქის შეხედულებებით, მაგრამ რაც არ იქნებოდა სამაგალითო ჩვენს დროში. გამოსავლის საპოვნელად და იმ ფაქტის გასათვალისწინებლად, რომ არ შეიძლება საშუალო ადამიანისგან გმირობის მოთხოვნა, ამჟამად გაატარებდნენ ზღვარს აუცილებელ მოქალაქეობრივ ლოიალობასა და ნამდვილ რელიგიურ აქტს შორის. და შეიძლება იმიტომ, რომ მაშინ გადაწყვეტილებამ ყველა განსაცდელი გაიარა, დღეს სწორედ ამიტომაა ასეთი დაყოფა შესაძლებელი. თუმცა უნდა გავიგოთ, რომ მაშინდელი სიმტკიცე შორს იყო ფანატიზმისგან და შეცვალა სამყარო ისე, როგორც მხოლოდ ტანჯვას შეეძლო ეს შეეცვალა. მაშინდელი დროის ამბები გვიჩვენებს, რომ რწმენა გონებრივი თამაში კი არაა, არამედ მეტად სერიოზული რამ: ის უარს ეუბნება და უნდა უთხრას კიდეც პოლიტიკური ძალაუფლების აბსოლუტიზაციას, ძლიერთა ძალაუფლების თაყვანისცემას საერთოდ - "დაამხუნა ძლიერნი საყთართაგან" (ლუკა, 1, 52). ამით მან ერთხელ და სამუდამოდ დაანგრია პოლიტიკური საწყისის ტოტალიტარული პრეტენზიები. ამ აზრით აღსარება "არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი", სწორედ იმიტომ რომ ის არ ისახავს პოლიტიკურ მიზნებს, წარმოადგენს რადიკალურ პოლიტიკურ პროგრამას: იმის გამო, რომ ღმერთ აძლევს ყოველ ადამიანს აბსოლუტურობას, იმის გამო, რომ ყველა პოლიტიკური საზოგადოება შედარებითია ღვთის წინაშე, რწმენა ერთადერთი და საბოლოო დაცვაა კოლექტივის ტირანიისაგან და ამასთან ერთად პრინციპული აღმოფხვრა განსაკუთრებულობის იდეისა ადამინში საერთოდ.
იგივე, რაც ითქვა რწმენაზე, როგროც ძალაუფლების თაყვანისცემის წინააღმდეგ ბრძოლაზე, შეიძლება ითქვას ადამიანური სიყვარულის ჭეშმარიტი სახის ბრძოლაზე სექსისა და ეროსის ყალბი თაყვანისცემის წინააღმდეგ, რომლიდანაც არანაკლებად მომდინარეობდა და მომდინარეობს ადამიანის დამონება, ვიდრე ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისას. როდესაც წინასწარმეტყველები კვლავ და კვლავ გამოხატავენ ისრაელის რწმენისაგან განდგომას მრუშობის "სახით", ეს ბევრად მეტია, ვიდრე "სახე". უცხო კულტები დაკავშირებული იყვნენ არა მარტო კულტურ პროსტიტუციასთან, არამედ მასში შეუძლებოდა მათი შინაგანი მოწყობის პრინციის დანახვა. ქალსა და მამაკაცს შრის ერთადერთი, საბოლოო და განუყოფელი სიყვარული შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ღვთის სიყვარულის ერთადერთობის რწმენით. ახლა ჩვენ მეტად გვესმის, რამდენადაა დაკავშირებული სიყვარული ერთი ღმერთის რწმენასთა, გვესმის, რომ სიყვარულის ერთადერთობა და დაუყოფლობა სულაც არაა ფილოსოფიური მეთოდებით გამოყვანილი თეზისი. ჩვენ თანდათან უფრო ღრმად გვესმის, რომ სიყვარულის მოჩვენებით თავისუფლება, როდესაც ადამიანი ემსახურება ინსტიქტებს და სექსის და ეროსის ტირანიის ქვეშ ხვდება, ამონებს მას, მაშინ როცა ის თავისუფლად თვლის თავს. იქ, სადაც ის შორდება ღმერთს, მას თავს ესხმიან "ღმერთები, და მისი ჭეშმარიტად გათავისუფლება ხდება მაშინ, როცა ის თანხმდება საკუთარი თავის გათავისუფლებას და უარს ამბობს სწრაფვაზე დაეყრდნოს მხოლოდ საკუთარ თავს.
არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე სიმბოლოში შემავალი უარყოფის გაგებაა, არის იმ თანხმობის გაგება, იმ "დიახ"-ის გაგება, რასაც ის გულისხმობს. "არა"-ს შეუძლია იარსებოს მხოლოდ "დიახ"-ის საფუძველზე; და თუ "ღმერთები" წარსულში დარჩნენ, ეს განაპირობა იმ პირველ ქრისტიანთა რწმენის ძალამ. რა თქმა უნდა ძალები, რომლებიც გამოიხატებოდნენ წარმართულ ღმერთებში, არ გამქრალან, ისევე როგროც არ გამქრალა ამ ძალების აბსოლუტიზების ცდუნება. რადგან სწორედ ესაა პოლითეიზმის მარადიული "ჭეშმარიტება"; რადგან ძალაუფლების, პურის და ეროსის აბსოლუტიზაცია ისევე გვემუქრება ჩვენ, როგორც ადამიანებს წარსულში. და თუმცა მაშინდელი ღმერთები დღესაც წარმოადგენენ "ძალებს", რომლებიც ცდილობენ აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვებას, მაინც მათ უკვე დაკარგეს ღვთიური გარეგნობა. ამაზეა დაფუძნებული განსხვავება ქრისტიანობამდე და ქრისტიანობისშემდგომ წარმართობას შორის - განსხვავება, რომელიც წარმოშვა "ღმერთებისადმი" ქრისტიანობის უარის თქმამ, ძალა, რომელმაც განაპირობა ისტორია. და იმ სიცარიელეში, რომელიც ჩვენს გარშემოა დღეს, მეტი სიმძაფრით დგება შემდეგი კითხვა: როგორია იმ ვალდებულების შინაარსი, რომელსაც გულისხმობს ქრისტიანული რწმენა?"
იოზებ რატცინგერი - შესავალი ქრისტიანობაში
თბილისი, 2010
-----------------------------
რადგან ჩაიკითხეთ რომის ექსპაპის მსჯელობა და აქამდე მოხვედით, ვფიქრობ მცირე დასკვნა უნდა დავწერო, მაგრამ საქმე ის გახლავთ რომ წერე და იკითხე რამდენიც გინდა პრინციპით, საზოგადოებები უკეთესობისკენ სულაც არ მიიწევენ. ტოლერანტობის, შემწყნარებლობის, პატივისცემის, დემოკრატიის და სხვა საზოგადოდსაყვარელი და პატივსაცემი ტერმინების ქვეშ ამოფარებული მოქმედებები, ხშირად გვაძლევენ ფსევდო თავისუფლებას, არადა როგორც წესი ჩვენ მუდამ ვილაშქრებთ მჩაგვრელებზე, მონათმფლობელებზე, იმპერიებსა და მონოპოლიებზე... სიყალბეზე საშინელი არც კი მგონია რამე მოიძებნებოდეს ამ ქვეყნად.
იმავე ავტორიდან სხვა ამონარიდები
• შესაძლოა
• ჯამბაზი და ცეცხლმოკიდებული სოფელი
ნახვა: 685
ტეგები: JosephRatzinger, Qwelly, blog, qwellyblog, ბლოგი, თავისუფლება, იოზეფ_რაცინგერი, პური, რატცინგერი, რწმენა, მეტი...სიყვარული, ქველი, ქრისტიანობა, ღმერთი, შესავალი, ძალაუფლება
Kakha თუ არავინ დაეკითხება ჭკუას, რა აზრი აქვს მის რომისთვის სიცოცხლეს :)
საინტერესო იყო, თუმცა ქადაგებას მაინც ვერ გადაეჩვიე ხო? :D
მოგებას როდესაც ითვლიან, იქ :)))
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია