ჩრდილოეთის (პოლარული) ციალი, ალბათ, ერთ-ერთი ულამაზესია იმ მოვლენათაგან, რომლის ხილვის საშუალებასაც ბუნება გვაძლევს. პოლარული ციალი ორივე ნახევარსფეროს მაღალი განედების ოვალური სარტყელის ზონაში აღინიშნება, რომელთაც დედამიწის მაგნიტური სარტყელი არტყამს, ანუ ავრორალურ ოვალებში. გამოვლინება ძირითადად ჩრდილოეთით ან სამხრეთით ხდება. ის ყველაზე ხშირი გაზაფხულობითა და შემოდგომობითაა, პიკი კი ბუნიობისასაა. ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდეა, თუმცა ზუსტი ხანგრძლივობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგრამ მაინც ისმის კითხვა: რა იწვევს ამ მაგიურ და საოცარ სანახაობას?
მზის სისტემის ცენტრში მდებარეობს მზე, ყვითელი ვარსკვლავი, რომელიც ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის არსებობას უზრუნველყოფს. მისი მაგნიტური ველები ვარსკვლავის ღერძის გარშემო ბრუნვის გამო იმრუდება და იღუნება. ველების გაერთიანებისას კი ხდება აფეთქება და ე.წ. მზის ლაქების წარმოქმნა. როგორც წესი, მზის ლაქები წყვილებად ჩნდებიან. მათგან უდიდესი შეიძლება დედამიწას რამდენჯერმე აღემატებოდეს დიამეტრში. მზის ცენტრში ტემპერატურა დაახლოებით 15 მილიონი გრადუსია. ზედაპირზე ტემპერატურის ცვლილების გამო მზე დუღს და ბუშტებით იფარება. მზის ლაქების რეგიონიდან პლაზმის ნაწილაკები თავის დაღწევას ახერხებენ და კოსმოსში იჭრებიან, რასაც მზის ქარები ეწოდება. მზის ქარებს დაახლოებით 40 საათი სჭირდებათ დედამიწამდე მოსაღწევად, ხოლო როცა ამას ახერხებენ, შესაძლოა გამოიწვიონ საოცარი სანახაობა, რომელიც ცნობილია, როგორც პოლარული ციალი.
პოლარული ციალის ფერები უმეტესად ვარდისფერი, მწვანე, ლურჯი, იისფერი და ხანდახან ფორთოხლისფერი და თეთრია. მზის დამუხტული ნაწილაკების ჟანგბადთან შეჯახებისას წარმოიქმნება ყვითელი და მწვანე ფერი, აზოტთან კი – წითელი, ვარდისფერი და იშვიათად ლურჯი.
ციალის შეფერილობაზე გავლენას ახდენს შეჯახების ტიპიც: ატომური აზოტი წარმოშობს ლურჯს ფერს, მოლეკულური აზოტი კი – მეწამულს. თავის როლს თამაშობს სიმაღლეც. მწვანე ციალი 240 კმ სიმაღლემდე წარმოიქმნება, წითელი კი 240 კმ-ის ზემოთ. ლურჯი ფერი 100 კმ სიმაღლემდეა, მეწამული და იისფერი – 100 კმ-ის მაღლა. პოლარულ ციალს შეიძლება უძრავი ზოლების ფორმა ჰქონდეს, ხოლო მზეზე აქტიური ამოფრქვევების დროს ფერსა და ფორმას იცვლიდეს.
საინტერესოა, სად შევძლებთ ჩრდილოეთის ციალის ნახვას. საუკეთესო ადგილები ალასკა და ჩრდილოეთ კანადაა, თუმცა დანახვა შესაძლებელია ფინეთში, ნორვეგიაში და შვედეთშიც.თუ გავრცელების არეალი ფართოა, არაა გამორიცხული, დანახვა შევძლოთ შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ინგლისშიც.
კეთილი იყოს შენი დაბრუნება, ეკატერინე. ფოტოგრაფთა რჩეული ფოტოები ჩრდილოეთის ციალზე - აურორა (ჩრდილოეთის ნათება)
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია