გოდერძი ჩოხელის კრებული "შემინახე, დედაო მიწავ!" ალბათ გაქვთ წაკითხული. ამ კრებულში, დიდი სიყვარულია გადმოცემული. გოდერძი ცდილობს, ჩვენდამი სიყვარული მოთხრობებით, ლექსებითა და მინიატურებით გამოხატოს. მე მინდა, ეს მინიატურები გავაერთიანო და ერთად შემოგთავაზოთ.
- ცას, ვარსკვლავებით იცი რა აწერია?
- რა?
- მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის!
მე რომ ნატვრის თვალი მქონდეს?
- მე რომ ნატვრის თვალი მქონდეს, იმდენ რამეს ვინატრებდი, მე მგონი, ნატვრის თვალს ძალა გამოელეოდა.
- მარტო ერთს?
- მე რომ ნატვრის თვალი მქონდეს, ვინატრებდი, ვინატრებდი რომ... მეც იმას ვინატრებდი, რასაც ყველა თგვენგანი: ოღონდ ერთ ერთ რამეში შევთანხმდეთ: დარწმუნებული ვარ, იმ ერთს, თქვენც იმას ინატებდით, რასაც მე ვინატრებდი.
- არსებობს თუ არა სიყვარული?
- არსებობს!
ვიღაცას არ სჯერა და კითხულობს:
- დამიმტკიცეთ, რომ არსებობს.
სიყვარულს კი ისეტი ბუნება აქვს, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს.
- როგორი წარმოგიდგენია სული?
- როცა ქართულ ხალხურ სიმღერას ვისმენ, თითქოს წინაპრების სულს ვხედავ, ერთად შეკრულს, აგუგუნებულს, ზეცისკენ მიმავალს...
მთავრდება სიმღერა და - ისევ მიწაზე ვენარცხები.
დრო რომ იცვლება, ადამიანმა საათი რომ გამოიგონა, მამალი კი ჯერ ისევ წინანდებურად ამცნობს თავის პატრონს გათენებას, აი, ეგ არის ერთგულება.
- ყოველი წამი, ყოველი დღე, ყოველი ნაბიჯი გვაახლოვებს სიკვდილს და გვაშორებს სიცოცხლეს.
- გასაქცევი?!
- ჰმ!...
ყოველი ადამიანი მიწის მეფეა, მეფე თავის წილ, ხოლო ყოველი გოჯი მიწა, ადამიანთა მეფეა.
იმდენად ახლოს ვგრძნობ დედამიწას, რაც არ უნდა გავაკეთო ყველაფრით ვცდილობ სამუდამოდ დამკვიდრებას დედამიწაზე. მაგრამ ამავე დროს, ისე შორია ჩემგან ზეცა, ამაოდ ცდილობს ჩემი სული ზე ამაღლებას - ამაღლებული სულის გარეშე კი ძნელი არის დამკვიდრება დედამიწაზე...
მჯერა,
უკვე შეგუებული ვარ იმ აზრს, რომ ერთხელაც იქნება-მოვკვდები.
მჯერა: ერთხელაც ვეღარ დავინახავ ამ ცას...
მჯერა: ერთხელაც გავიგონებ შენ ხმას...
მჯერა: ერთხელაც...
მჯერა.
ყველაფერი მჯერა:
მაგრამ არის კიდევ ერთი რამ რისი დაჯერებაც არ მინდა: რამდენიც არ უნდა მიხსნა, რამდენიც არ უნდა მიმტკიცო, რამდენიც არ უნდა მელაპარაკო, მაინც ვერ დავიჯერებ, რომ ერთხელაც აღარ იქნება ჩვენი დედამიწა; ამის დაუჯერებლობა იმიტომ კი არ მინდა რომ, ვეღარ ვხედავ, რაც ხდება ჩვენს გარშემო, არა, მომავლებზე რომ აღარაფერი ვთქვა... ამ მიწის უბეში ხომ იმდენი წინაპარი გვყავს ჩასვენებული... როგორ; რა გულით დაგიჯერო, რომ ერთხელაც იქნება...
ჰო ჩოხელი ძალიან :)) ყოველ დღე ვკითხულობ
კარგია...
ყაზბეგში მთებს რომ დავუჯდები პირისპირ მაშინ ვკითხულობ მე :) ძაან მაგარია! წერტილი და მძიმე ყველაზე მაგრად მიყვარს :)
David მშურს შენიი, თეთრი შურით :D გოდერძი - ჩემი მასწავლებელი! :))
:) შესანიშნავია :):) :* თათ
ჰააჰ .... ემთან ყველაზე ახლოოა
დღეს გოდერძის დაბადების დღეა ♥
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია