კომპენსაციას ჰგავდა ან შეიძლება ასეც იყო, როცა ცნობილი სერიალის ფინალური სეზონის ყველაზე საშინელი სცენარის შემდეგ, HBO-ს ახალი სერიალი გამოჩნდა ტელეეკრანებზე და მსოფლიო განხილვის საგანი გახდა. კვირების განმავლობაში, ქართული სერიალმოყვარული საზოგადოებაც გადაეწყო ახალ სერიალზე და საკმაოდ ხმაურიანადაც (როგორც ხდება ხოლმე).

      სერიალს ჰქვია ჩერნობილი (CHERNOBYL) და HBO-ს ბრიტანულ-ამერიკული ნაწარმია. სამეფო კარის თამაშებისგან განსხვავებით, ამ მინი სერიალში უკვე საკმაოდ ცნობილი მსახიობები თამაშობენ - ჯარედ ჰარისი მთავარ როლში, ჯესი ბაკლი და სტელან სკარსგარდი. მინი სერიალი დოკუმენტური მასალებით არის გაჯერებული და სწორედ ამიტომ, თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. (გამონაკლისების გარდა, თითქმის არასდროს მომწონდა ისტორიულ-ბიოგრაფიულ-დოკუმენტური და თან მხატვრული ფილმები). ის ფაქტი, რომ ჩერნობილში ატომური აფეთქება მოხდა, ძალიან დიდი ხნის წინ გავიგე. გამდიდრებულ ურანს რა საფრთხის მოტანაც შეუძლია, ამის შესახებაც მესაუბრებოდნენ სკოლაში, ამიტომ ფილმზე „ვაუ“ მოლოდინები არ მქონდა. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, მრავალთა შექების შემდეგ, ეს რა მაგარი ფილმიაო, გადავწყვიტე, რომ ასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი სჯობდა და ცხოვრების 5 საათი ჩერნობილს დავახარჯე. (მინი სერიალი სულ 5 სერიისგან შედგება და ჯამურად, ხუთსაათნახევარია).

      აღმოჩნდა, რომ არ ვცდებოდი. უკვე ნანახ ფილმზე, ერთმა მეგობარმა ისიც მითხრა - სიუჟეტის განვითარებას ვერ ვხედავ და რატომ უნდა ვუყუროო? აფეთქება მოხდა - ვიცი, და რა?! მეც დავეთანხმე, მაგრამ უკვე ნანახი მქონდა სერიალი.

      ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ამ ფილმის „დოკუმენტურობისთვის“ იყო გამოყენებული სულ თავისუფლად ჩაეტეოდა დისქავერის წმინდა მეცნიერულ-დოკუმენტურ ფილმში და თან 1 საათში ან მაქსიმუმ საათნახევარში. როგორც აღმოჩნდა, ფილმის ქართული აჟიოტაჟი მხოლოდ იმ ისტორიებმა გამოიწვია, რომელიც შემდეგ განწყობებს აღძრავდა - დედაა, რა ცუდი იყო ეს საბჭოთა კავშირი! ეს სულელი საბჭოთა კავშირი! ეს ამპარტავანი იდიოტები! როგორ ჩახოცეს ხალხი საკუთარი სკამებისა და ამბიციური იდეების გამო! და ა.შ. და ა.შ. საბჭოთა კავშირის სამყარო, ვფიქრობ, უფრო საინტერესოდ და ამომწურავად მაინც თავად მთავარმა გმირმა დაახასიათა - რატომ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც არ მოხდება?! ეს სიტყვები კუპიურებზეც უნდა დავწეროთო, ამბობს ლეგასოვი. მაღალი ხარისხის და კარგად შერჩეული კადრები, მსახიობების კარგად შესრულებული როლები, დრამატული მომენტები და ისტორიები თავისთავად გარკვეულ მხატვრულ ღირებულებას ქმნის.

      და მაინც... თუ ვინმე მკითხავს უნდა ვუყუროთ თუ არა ჩერნობილს, ვუპასუხებ - შეგიძლიათ მხოლოდ მეხუთე სერიას უყუროთ. სწორედ ამ სერიაში შეძლებთ გაიგოთ როგორ მუშაობს ატომური ელ. სადგური, რა პროცესი მიმდინარეობს იქ, რა მოხდა რეალურად ჩერნობილის ატომური სადგურის მეოთხე რეაქტორის სამართავი პულტის ოთახში, რამ გამოიწვია ატომური სადგურის აფეთქება, რომელიც იდეაში არ უნდა აფეთქებულიყო და ა.შ. თუმცა, ამავე სერიის დასასრულს, ერთი ზოგადსააცობრიოდ ღირებული დიალოგი მაინც შედგა.

      ფილმის მთავარ გმირი, ვალერი ლეგასოვი, კგბ-ს იმდროინდელ თავმჯდომარეს ეუბნება:

      - კარგად ვიცი ვინც ვარ და რაც ჩავიდინე. სამართლიან სამყაროში ტყუილისთვის დამხვრეტდნენ, სიმართლისთვის კი არა!

პასუხად კი:

      - მეცნიერები! და თქვენი იდიოტური აკვიატება მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე! როდესაც შუბლს გაგიხვრეტე, ექნება თუ არა მნიშვნელობა მიზეზის არსებობა - არ არსებობას?

      შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ესეც არ იყო ჩემთვის ახალი, რადგან ერთი მეცნიერი (სხვა დროს ალბათ დავწერდი, ლექტორი, უფროსი მეგობარი, მაგრამ ამ სერიალს და ამ ისტორიას მეცნიერი უფრო უხდება), გაცნობის დღიდან გვეუბნებოდა - თუ, არ აღდგება მიზეზ-შედეგობრივი კავშირის განცდა საზოგადოებაში, საშველი არ იქნებაო. როგორც ჩანს, მხოლოდ საბჭოთა კავშირი არაფერ შუაში ყოფილა - მისი დანგრევიდან მრავალი წელი გავიდა და ჩვენ ჯერ კიდევ ამ განცდის გარეშე ვცხოვრობთ. 

      ჩერნობილის ამბავის მთავარი სათქმელი ეს იყო და ფინალური სერიისთვის შეინახეს.

      და ბოლოს, უცვლელად მინდა შემოგთავაზოთ ფილმის ეპიგრაფად წამძღვარებული ტექსტი რომელსაც ვალერი ლეგასოვის გმირი მოგვითხრობს:

იყო მეცნიერი, ნიშნავს იყო გულუბრყვილო. ისეთი ფოკუსირებულები ვართ ჭეშმარიტებაზე, რომ არ ვფიქრობთ, რა ცოტა ადამიანს სურს მისი მოსმენა. მაგრამ ის ყოველთვის არსებობს/იარსებებს, მიუხედავად იმისა, აირჩევენ თუ არა მას. ჭეშმარიტებას არ ანაღვლებს თქვენი საჭიროებები და სურვილები, მთავრობები, იდეოლოგიები, რელიგიები.

და ბოლოს, ეს არის ჩერნობილის საჩუქარი.

ოდესღაც სიმართლის თქმის საფასურის მეშინოდა და ახლა მაქვს ერთი კითხვა: რა არის ტყუილის თქმის საფასური?

To be a scientist is to be naive. We are so focused on our search for truth, we fail to consider how few actually want us to find it. But it is always there, whether we see it or not, whether we choose to or not. The truth doesn't care about our needs or wants. It doesn't care about our governments, our ideologies, our religions. It will lie in wait for all time.

And this, at last, is the gift of Chernobyl.

Where I once would fear the cost of truth, now I only ask: What is the cost of lies?

ნახვა: 486

ტეგები: Qwelly, ბლოგი, კინომანია, მეცნიერება, ჩერნობილი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters