ერთი... ორი... სამი... დღე...
თვალებს ვახელ, მაგრამ ირგვლივ ისევ ყველაფერი ბნელია. კედლებსაც იგივე ფერები აქვს... ცხოვრებასაც. „- მიდი გამოცოცხლდი. მიდი აიღე ფუნჯები და ყველაფერი შენი გემოვნებით შეღებე!“ - ყვირის შინაგანი სამყარო. ვგრძნობ, ეს მეც მინდა, ხელები მიცახცახებს ისე მინდა. ვდგები საწოლიდან, ვსაუზმობ, ვათვალიერებ გარემოს. ხო, ცოცხალი ვარ, მაგრამ სად არის ფუნჯები?სად არის მიზეზი, რომ ყველაფერი შევღებო? „- თავს იუბედურებ, იდიოტი ხარ!“ - მეუბნება შინაგანი „მე“, მაგრამ მე დავყრუვდი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კარგად მესმის. ერთ-ერთი ოცნებათაგანი ამიხდა. ნორმალური ადამიანი ამის გამო ცას ეწევა. მეც ვეწიე, მაგრამ მალე განელდა სიხარული. მიზეზს ვერ ვხვდები. ჩემში რაღაც ბედნიერების გრძნობას ბლოკავს.
ოთხი... ხუთი... ექვსი... დღე...
ფრთაშესხმული ვახელ თვალებს. არა, ეს კარგი სიზმრის ბრალი არ არის. რატომღაც სიცოცხლე მწყურია. ენერგიის მოჭარბებას ვგრძნობ. ვიცინი, ბევრს ვლაპარაკობ, სანამ ხალხს თავს არ მოვაბეზრებ, დავდივარ ხან სად, ხან სად. ასეთი მოვწონვარ მეგობრებს და ეს ჩემთვის ყველაფერია. მინდა ადრენალინი გამოვყო, დავიცალო შინაგანი ფორიაქისგან, რომელიც უმიზეზოდ გაჩნდა ჩემში. წამიერად ვიღაც ჩამჩურჩულებს „ - მოიწყინე, დაღონდი. რატომ გიხარია? რა გიხარია? შენ არ გაქვს ბედნიერების უფლება ცოდვილო მოკვდავო!“ - მაგრამ ამ „ვიღაცას“, ამ ჩემს მეორე „მეს“ გეგმა გეგმად რჩება. ის წააგებს, რადგან მე ასე მინდა. მე მინდა და ფერადი ვარ, ამაში ვერავინ შემიშლის ხელს!
ჩემს მეს ჩემში მრავაფეროვანი ცხოვრება აქვს და ხანდახან მშურს მისი. ხშირად ის ჩემს საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ამით ერთობა: ოცნებას მიშლის, ხანაც მაიძულებს. უარს მათქმევინებს, როცა მე „ხოს“ თქმა მინდა. მაცინებს, როცა მე ტირილი მინდა. ის მე ძალიან მღლის, თავს მაბეზრებს. მის გამო შევიცვალე. ჩუმი, უხასიათო, მოსაბეზრებელი ადამიანი გავხდი, რის გამოც ხშირად საყვედურებს ვიღებ. ისვე მაიძულებს, რომ ეს მდგომარეობა ავიტანო და უფრო მეტი, მომწონდეს. ხო-და მე იდიოტი ვუჯერებ.
„- იყავი რეალისტი და ცხოვრება ვერასოდეს შეგაშინებს!“ - გამუდმებით ამას მიყვირის ის. კი ვარ რეალისტი, ვუჯერებ მას, მაგრამ მაინც რომ მეშინია? მაინც რომ ვერავის ვენდობი? ისეც მისი ბრალია. ყველაფერი, რაც მინდა და ვერ ვაკეთებ, ვერ ვიღებ, ყველაფერი მისი ბრალია.
სტოკჰოლმის სინდრომი - აი რა მჭირს მე. მიჯაჭვული ვარ ჩემს შინაგან „მეზე“, მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევაში მძულს ის. მმართავს ან თავს ვამართვინებ. ყოველ შემთხვევაში ის გამუდმებით ცხვირს ყოფს ჩემს საქმეებში, გადაწყვეტილებებს ჩემს მაგივრად იღებს. ისე მათამაშებს თავის დაკრულზე, როგორც მოესურვება. და მე არაფერს ვაკეთებ ამის შესაჩერებლად, თუ განწყობა არ მაქვს.
გვაქვს ერთადერთი საერთო - მუსიკის ქუჩა, სადაც ერთად მოვიწყენთ, ერთად გავგიჟდებით, ერთად გვიხარია და ერთად ვოცნებობთ. ერთდროულად მოგვდის მუზები რაიმე ახლის შესაქმნელად. მე ამ დროს ვუღიმი მას და ნებას ვაძლევ სრულიად დამეუფლოს. მაგრამ... ეს ვერ გადაწონის იმას, რის გამოც ხშირად სუსტად, ყოვლად გამოუსადეგარ, სულელ ადამიანად მიგრძვნია თავი.
ჩემი მე ჩემში... მე ის ნაპოვნი მყავს, მე მას ვიცნობ, მასთან ვსაუბრობ, ვომობ ( და ხშირად ვმარცხდები). მე ის ერთდროულად მძულს და მიყვარს, ვეთანხმები და არ ვეთანხმები. მასთან ერთად გამითევია ღამე, მომისმენია მისი ფიქრები, რჩევები, რომლებსაც ხან გამიზიარებია ხან არა. ის კონფლიქტურია და ამასთანავე მშვიდი. თავის ტკივილია. მოკლედ, ვერაფერს გაუგებ. მაგრამ ჩემი ვალია მისი ატანა და გაძლება. ის ხომ მე ვარ, რეალური მე. ის, ვინც უნდა ვიყო სინამდვილეში, მაგრამ რატომღაც ჩრდილ-ქვეშ ვიმალები. ამის მიზეზი დაუდგენელია, თუმცა ფაქტი ერთია: ჩემი მე ჩემში უფრო ბედნიერია, ვიდრე - მე.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია