რა ხანია მე და მუზა ერთმანეთს დავეკარგეთ. ეხლა ვთხოვე, ისევ გვეხილა ჩვეულებრივ კაცთა ყოველდღიური ცხოვრების ჭიამაია საით მიფრინავდა.
მუზას მოლოდინში მოსაცდელ სკამზე ხანიერ ქალს მივუჯექი. ცოტა ხანში ტელეფონმა დარეკა. ჩემი არ იყო. ქალმა უპასუხა. ათი წუთის შემდეგ ახალგაზრდა გოგონა მოვიდა. ეტყობა, ნაგვიანევიშვილი ან ნაადრევი შვილიშვილი იყო. მან ქალს რაღაც მისცა. მერე უთხრა, ორი საათი დრო მაქვს, ეხლა გაგყვები, აიღე პენსია და ჩვენთან წავიდეთო. წამოდგნენ. მუზაც კარგ დროს მოვიდა. ჩვენც გავყევით.
პერიფერიის ბანკი ერთ ძველ უსახო შენობაში იყო, შუაზე ბნელი შესასვლელით. ამ შესასვლელის ბოლოში ვიდეოთვალი ეყენა და როგორ არ შვენოდა ამ შეძველებულ, ულამაზო შენობას თანამედროვე ეს მეცნიერული მიღწევა! ასაკოვანს სინჯარის ბავშვი რომ ამშობიარო, იმის ასოციაციას იწვევდა.
კიბის ძირში, შიგა მხარეს წყალი გამოდიოდა ძველი გაყვანილობიდან და აპრილის მორღვეულ სიცივეს ძალას მატებდა. მარჯვნივ ძველი ქაღალდების შეკვრა ეწყო ჭერამდე. ქვის იატაკზეც კარგა ფართო ადგილი ეჭირა ასეთ ქაღალდებს. ქუჩის მხარეს ორ პატარა "ფანჯარაში" მოლარეები ისხდნენ. შესასვლელში ორი გრძელი დასაჯდომი იდგა. იქ რამდენიმე პენსიის მომლოდინე იჯდა და ერთმანეთს თავიანთ დარდ-ვარამს უზიარებდნენ. მათი საუბარი იყო ავადმყოფობაზე, პენსიის უკმარისობაზე, ბანკის ვალზე, სინათლის გადასახადზე... კითხულობდნენ ერთმანეთში ნაცნობებს, მკვდარ თუ ცოცხალ ნათესავებს; განსჯიდენ ჭირვეულ ამინდს და მოუსავლიან წლებს. აქ, ჩვენს გარდა, ბევრი არამკითხე თუ მკითხე ყურმგდებიც იყო, რომლებიც ხნულში თესლივით გადააგდებდნენ სიტყვას მთავრობის საძაგებლად. და ატყდებოდა მდაბიური კამათი, რასაც პენსიის გრძელი რიგის მოწევა თუ დააშოშმინებდა. რიგი კი ლენინის მავზოლეუმთან ჩამდგარ ხალხს გავდა: მომქანცველი მოლოდინით, მაგრამ აქ მომლოდნელნი სხვანაირი მოლოდინით იყვნენ, თვითონაც სხვა იერი მიეღოთ: უფრო შავად ჩაცმულნი, უსახურნი მოუვლელობით ავადმყოფური გარეგნობით, უკბილონი უსახსრობით, ჯოხიანები თუ ყავარჯნიანები. ვერ ნახავდით თავაზიანობას, მორიდებას, პატივისცემას. მათი ჭიამაია მხოლოდ მოლარისკენ უნდა გაფრენილიყო. რიგმოწეულნი ზედა სართულზე ადიოდნენ სინათლის გადასახადისთვის. გულდაწყვეტილმა მუზას გადავხედე. მანაც შემომხედა და მანიშნა, წავიდეთო. მე მოვბრუნდი. ჩემს წინ რამდენიმე მოხუცი მიდიოდა. დარჩენილ ფულს ერთი მათგანი უბეში იდებდა, ისე, როგორც ჩვეოდათ ამ 40-50 წლის წინად მოხუცებს. მაშინ მას ეცინებოდა ამაზე, არ მოსწონდა და უკვირდა კიდეც. ალბათ ეგონა მუდამ თავანკარა იქნებოდა მისი ცხოვრება.
- "განა ცოტა კი გაიზარდა პენსია, მარა, რაში გეყოფა; შეხვალ მაღაზიაში ან აფთიაქში და ფრიტ - გაქრება," - ამბობს ერთი. - აბა, მაი თქვი. ნეტაი იმ დღეებს, ხვალის შიში რომ არ იყო. აქ მუზამ ყურები ცქვიტა, რა წარსული სანატრელი გქონდაო? - ეხლა, - ისევ გააგრძელა პირველმა - რაღაც კია კარგი, მარა ისეთი რამეებია ცუდი, რაც ძალიან გვჭირდება; ასი პოლისი რომ მომცენ, არ მინდა. ნამდვილ ექიმთან მინდა მივიდე და კარგი წამალი მენატრება. - თურმე ვადაგასულ და უხარისხო წამლებს გვასაღებენ. ბერებს ხომ ისეც არაფრად გვთვლიან, - დაამატა მეორემ.
- ერთი ახალგაზრდები იყონ კარგად და ჩემს თავს არ ვჩივი, - ჩაილაპარაკა ერთერთმა.
- რაფერ არ ვჩივი, ხე ხომ არ ვარ, რომ მომჭრან, ახლა მინდა სიცოცხლე, ჩემს ნაშრომს უნდა გადავხედო. ვუყურო ქვეყანას, სანამ გამჩენი ღმერთი მომაკითხავს, - გამომწვევად დაამატა სხვამ. ამ საუბარმა სპილო გამახსენა; სადღაც წამიკითხავს, ისინი თურმე გრძნობენ სიკვდილის მოახლოებას და მიდიან ამორჩეულ ადგილას აღსასრულის მოლოდინში. ასეთ ადგილს სპილოთა სასაფლაო ქვია და მათი ძვლებითაა სავსე. თავი გავაქანე, რომ გამერეკა შორს წასული ფიქრები, ამაზრზენად დახატული უღვთო მომავალი. აბა, ღვთის გაჩენილი კაცი რომ ღმერთს წაართმევს უფლებებს და განაგებს კაცთა სიკვდილ-სიცოცხლეს, შესაწყნარებია?!
ვხედავ, მუზა შორსაა. გავძახე, არაო, მანიშნა. რატომ - მეთქი, ვანიშნე მეც ხელის გაქანებით. 3-4 დღეში მოვიდეთო.
ეს მოქმედი პირნი არ იღლებიან, მაინც გრძელდება მათი ერთფეროვანი ყოფა. მე და მუზა კი ერთმა დღემ დაგვღალა.
ორ დღეში მეწვია მუზა, წავიდეთ ისევ ბანკშიო. ეხლა დაბლა არავინ იყო. მხოლოდ ერთი სალაროს სარკმელი იყო ღია. მივედი. აქ იღებენ პენსიას-მეთქი, ვკითხე. ჯერ მაღლა უნდა ახვიდეთ, იქ შეგივსებენ ფურცელს, მერე აქ მოხვალ, - ისე მითხრა, არც გამოუხედავს. წავედით მაღლა. იქ ირეოდა ათასნაირი კაცი და ქალი. ზოგს გადასახადი შექონდა, ზოგი კრედიტს იკეთებდა, ზოგიც პენსიის ფურცლებს ავსებინებდა.
- მოვედი, არ შემიძლია, ამდენი რომ შემეძლოს, ვიმუშავებდი და პენსიაც არ დამჭირდებოდა ჯერ, - ჩაილაპარაკა ერთმა მოხუცმა. - ჰო, დაა, მაი თქვი ერთი, დამაკლონ თითო ლარი და სახლში მომიტანონ მირჩევნია, თან ვიღაც დასაქმდება, - შეეპასუხა მეორე.
- გააკეთებინე ბანკომატი და ოჯახიდან ვინმე მოგიტანს, - გაეპასუხა ახალგაზრდა მამაკაცი. - კიიი, შენამდე ნახევარი არ მოვა, - თავის ქნევით თქვა მოხუცმა ქალმა.
კომპიუტერთან მიმჯდარი მომსახურეები გამალებით ამოძრავებდნენ თითებს. ბოლოს ერთი ახალგაზრდა წამოდგა და მაგიდის გვერდით ღუმელის მილივით ამოშვერილში ხმამაღლა ჩასძახა რაღაც, მერე ყური მიადო და ასე მრავალჯერ. ჯერ გაოგნებული ვუყურებდი გონების ამ "შედევრს", მერე მივხვდი, რაშიც იყო საქმე. გამეცინა და ამ "მოვლენამ" ჰოლივუდში ჩადრიანი მსახიობის ასოციაცია შემიქმნა.
სიგრძივი სკამი აქაც იდგა, ოღონდ ცოტა მოკლე. ზოგი მომლოდინე იქ იჯდა. კიბეზე ქშენაქშენით ამოიყვანეს თავშალმოხურული, მსუქანი ჯოხიანი ქალიმისი მარჯვენა მხარი ახალგაზრდა გოგოს ჩაებღუჯა და მოვალეობის მომხდელი მზერით სკამისკენ მიყავდა. მოხუცი დასვა, თვითონ არ დამჯდარა, სარკმელთან მივიდა და კომპიუტერთან მჯდომს რაღაც უთხრა. იმან უპასუხა თავაუღებლად. მოხუცი ცოტახანს ქოთქოთებდა. მერე დაშოშმინდა. გოგონამ ხელჩანთიდან რაღაც ამოიღო, მერე მივიდა ბოლო სარკმელთან, სადაც რიგი არ იყო, ფული აიღეს, ხელი მოაწერინეს და როგორც ტაატით მოიყვანა, ისე წაიყვანა გოგონამ. მოხუცს ხელები უცახცახებდა, ფეხები ებლანდებოდა. - კიდევ თუ ასე მათრევდნენ ყოველ თვე, არ მეგონა. ცოტა კი გაიზარდა პენსია, მარა ასე გზა - შარაში დავდებ სულს. ოჰ, ოჰ! - ქოთქოთებდა მოხუცი. - მაი შენს ივანიშვილს მოკითხე და უთხარი, ხომ მიეცით ხმა ლამაზად! - მიაძახა კიბეზე ჩამავალმა, რომელიც შეფერხებით მიდიოდა გოგონას და მოხუცის ხელკავის გამო.
- მაშინაც ამ დღეში ვიყავით, მაშინაც. აქ მოვყავდი ასაღებად. "შენც ერთი, დედაბერო, მოგცლია და არ იცი, რა იწუწუნო, თან მაგაზეა ქვეყნის საქმე მისული და შენ ხარ ერთი მთავარი პრობლემა", - ჩაილაპარაკა ახალგაზრდა ქალმა, რომელიც კიბის მოსახვევთან იცდიდა, როდის ჩაატერებდნენ მოხუცს, რომ აევლო კიბეზე. ამის გაგონებაზე მუზამ თავი გააქნია და მე გადმომხედა. მეც გავაქნიე თავი და წავედით.
მეორე დღეს ვუხმე მუზას. ერთგან ვაპირებდი წაყვანას. დილით ვერ მოვიცალე; ასე, 12-სთვის გავედით. მზიანი ამინდი იყო. აბა, რა, პირველი მაისი იყო! საავადმყოფოსკენ ავიღეთ გეზი. ჭიშკართან პოლიციელი იდგა. იქით მიგვითითა. იქაც პოლიციელი იყო, მაგრამ მოვახერხეთ გზის გამკვლევა. შევედით ეზოში. არაუშავდა ეზოს. ადრე უფრო გათამამებული იყო ნაგავი. ავადმყოფი და საავადმყოფო თავისი ყოფის მიზეზ-შედეგობრიობით სასიამოვნო როდია, მაგრამ ავადმყოფობა ზოგჯერ საჭიროცაა ალბათ: შეფერხდები ცხოვრების გზაზე და ბევრ რამეს დაუფიქრდები. ალბათ საავადმყოფო სანუგეშო იქნებოდა, რომ ჰიპოკრატეს ფიცი "მამაო ჩვენოსავით" ახსოვდეთ მუშაკებს. მუზამ გადამაფიქრებინა შესვლა და ეკლესიაში წავედით.
ნათელა გორგოშაძე- დუმბაძე
ნახვა: 1074
ტეგები: Qwelly, ბლოგი, მე_და_მუზა, მოკლე_ჩართვები, ნათელა_გორგოშაძე-დუმბაძე, პენსია, პენსიის_რიგი, საავადმყოფო, ქველი, ყოველდღიური_ცხოვრება, მეტი...ჰიპოკრატე
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია