ვერ ვიტყვი, რომ გერმანიასთან დიდი ხნის და ძლიერი სიყვარული მაკავშირებს. გერმანულთან პირველად შეხება ჯერ კიდევ სკოლაში, მეხუთე კლასში მქონდა, როცა Deutsche-ის (გერმანულის) შესწავლა დავიწყეთ. სწორედ რომ დავიწყეთ.... ჯერ იყო და მასწავლებელი არ მოგვწონდა, ხან ენა, ხანაც გერმანული ბგერები და სიტყვები მეტად რთული გამოსათქმელი იყო ჩვენთვის და ამ ყველაფერთან ერთად კიდევ უფრო ვამახინჯებდით ჩვენი "საოცარი" ინტერპრეტაციებით. ხან რას დავაბრალეთ ხან რას, მაგრამ დღეს უკვე ყველანი ერთ აზრზე ვართ - ჩვენი სიზარმაცის ბრალი იყო ყველაფერი. აბა მაშინ ვინ ფიქრობდა იმაზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს ბერლინში მოხვდებოდა რომელიმე ჩვენგანი და მიეცემოდა გამვლელებისთვის გერმანულად გამოლაპარაკების საშუალება. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ყოველი შემთხვევა ყოველთვის გასათვალისწინებელია, სიზარმაცე კი ყველაზე რთულად დასამარცხებელი სენი.
გერმანული ენის შესწავლით არ დამთავრებულა ყველაფერი. შემდეგ იყო ისტორია... იყო ის, ვინც ყველას ალბათ პირველი თუ არა ერთ-ერთი პირველთაგანი მაინც ახსენდება გერმანიის ხსენებაზე - ფიურერი და მისი "დიადი" საქმეები, "გერმანელები - უმაღლესი რასა"...
დიდი დრო დასჭირდათ გერმანელებს დანარჩენი მსოფლიოს დარწმუნებაში, რომ ფაშისტური იდეები უკან მოიტოვეს, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ამ იარლიყის ჩამორეცხვა ბოლომდე შეძლეს, რადგან თანამედროვე სამყაროს ისტორიის ფურცლებად შემორჩა მათი წარსული საქმეები.
ფიურერს და ფაშიზმს თავი დავანებოთ, ისედაც რთული გზის გავლა მოუხდათ ამის გამო გერმანელებს. მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასჯელი ალბათ ორად გაყოფილი გერმანია იყო. 45 წლიანმა საბჭოთა ოკუპაციამ გერმანელებში ღრმა კვალი დატოვა. აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის ნაწილებს შორის განსხვავება დღესაც კი იგრძნობა. როგორც თვითონ ამბობენ, ბერლინის კედელი დაინგრა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცნობიერებაში კედელი მაინც დარჩა. მუზეუმად ქცეული კედლის დარჩენილი ნაწილები კი ამას ყოველდღე ახსენებს მათ.
ბევრი რომ არ ვილაპარაკო გერმანიაზე, გერმანელებსა და მათ ბედზე, გეტყვით, რომ ამ რამდენიმე დღის წინ ძალიან გამიმართლა და ცენტრალური ევროპის, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ამოვყავი თავი. აქამდე ფოტოებზე ნანახი ან მოსმენილი ახლა უკვე ჩემს თვალწინ გაცოცხლდა.
ბრანდენბურგის კარიბჭე - ბერლინის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა.
აგებულია 1788-1791წლებში. კარიბჭე ადგენდა საზღვარს აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის. გერმანიის გაერთიანების შემდეგ ბრანდერბურგის კარიბჭე არის სიმბოლო წარსული ცივი ომისა და გერმანიის გაერთიანებისა. საოაცარია, ორი გერმანია, თუმცა უკვე გაერთიანებული, მაგრამ მაინც ორი სხვადასხვა სამყარო აქ ასე მარტივად იყოფა და იკვეთება ერთდროულად.
რაიხსტაგი - გერმანიის პარლამენტის ყოფილი სახელწოდება. მას შემდეგ რაც ამ ტერმინმა პარლამენტის მნიშვნელობა დაკარგა, დღეს ის მხოლოდ შენობას ნიშნავს, შენობას, სადაც უკვე ბუნდესტაგია (პარლამენტი) განთავსებული.
შესაძლებელია შენობის შიდა ნაწილის დათვალიერებაც, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს შენობა დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებს შორის, ყველას სურს მისი მონახულება. უზარმაზარ, რამდენიმე საათიან რიგში უნდა ჩადგეთ რომ შიგნით მოხვდეთ, თუმცა შეიძლება იმდენად "გაგიმართლოთ", რომ ვერც მოხვდეთ.
რჩევა, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, თუ ბერლინში მოხვდებით და რაიხსტაგის მონახულებას გადაწყვეტთ: შესაძლებელია რამდენიმე დღით ადრე ონლაინ რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში რიგში ჩაეწერებით და წინასწარ გეცოდინებათ დრო, როცა იქ უნდა შეხვიდეთ. მარტივად და გერმანულად - ასე ვიტყოდი მე!
ბერლინის საკათედრო ტაძარი - ბაროკოს სტილში შესრულებული უზარმაზარი ტაძარი, რომელიც ბერლინის ერთ-ერთი სიამაყეა.
ტაძარი, უამრავი ხალხი, უამრავი ფოტოს გადაღების მსურველი, რომლებიც ფოტოებს ერთდროულად იღებენ. არ აქვს მნიშვნელობა შენს ფოტოზე შენს გარდა უამრავი ადამიანი რომ არის, მთავარია ფოტო არის... ქუჩის მუსიკა აქვე ტაძართან, გაზაფხულის ჯერ კიდევ სველ, თუმცა უკვე მწვანე მდელოზე წამოწოლილი შეყვარებული წყვილები... ბავშვები... ხმაური და შენ ამ ყველაფრეთან ერთად. თითქოს სხვა სამყაროში გადაგისროლეს უცებ და ყველაფერი ტრიალებს შენ გარშემო... სახეები, ღიმილები, ფერები და ამ დროს შეგიძლია შენც უბრალოდ გაიშოლტო ამ მწვანე მდელოზე, არც კი შემოგხედავს ვინმე, მაგრამ მაინც მყარად დგახარ, მიწაზე რაღაც გაკავებს...
ვილჰელმ კაიზერის ხსოვნის ტაძარი - ბერლინში მნიშვნელოვანი სანახაობაა, რომელიც აიგო 1900 წელს. აიგო კაიზერ ვილჰელმ მეორის ბრძანებით, დიდი ბაბუის ვილჰელმ პირველის ხსოვნის პატივისცემის ნიშნად. მეორე მსოფლიო ომის დროს შენობა დაინგრა, მაგრამ ტაძარი კვლავ აშენდა და ბერლინის ერთ-ერთ სიმბოლოდაც იქცა. დღეს ტაძარი ასე გამოიყურება.
ახლა კი უკომენტაროდ შემოგთავაზებთ ფოტოებს!
მინდა აქ)))
საკათედრო ტაძრის წინ რა ქანდაკებებია? ვის ებრძვიან?
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია