შემიყვარდა qwelly!!! რამდენი კეთილი, თბილი და საყვარელი ადამიანია აქ. ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველას თითოეულის სიხარული უხარია და მწუხარება კი ტკივა. სადაც ერთი თუ ბედნიერია ყველა ბედნიერია!!.. მიხარია, რომ მეც ამ ოჯახის წევრი გავხდი. რამდენი სითბო ვიგრძენი ამ ადამიანებისგან, გვერდში დგომა და გამხნევება. გამოცდიდან დაბრუნებული ლაშას ვწერდი ჩავაბარე-მეთქი. მასაც ჩემსავით უხაროდა. არიან კიდევ სხვებიც ვინც გვერდში მიდგანან. არ მიცნობენ, მაგრამ მკითხულობენ და მწერენ. არ მინდა ვინმე გამომრჩეს. ბედნიერი ვარ, რომ ეს გვერდი არსებობს. ადამიანები კი ასეთ სითბოს იჩენენ სხვის მიმართ.. მადლობა კეთილოო ადამიანებოო!! მადლობა ყველაფრისთვის ♥♥♥ დღეს ორმაგად ბედნიერი ვარ. გამოცდები ჩავაბარე. მთელი წელი მეგონა რომ ჩავიჭრებოდი, მეცადინეობის დროს ბევრჯერ ჩამეძინა კიდეც და ხან უძინარიც ვყოფილვარ. ახლა მივხვდი რა ტკბილი ყოფილა ეს ყველაფერი. სკოლაში ყველაზე დიდები ჩვენ ვართ. ბავშვობაში კი ვერ წარმომედგინა რომ მე მე-12 კლასში ვიქნებოდი. ყოველ დილით დედა რძით ან ჩაით ხელში დამსდევდა რომ დამელია. დედას წელს ბევრჯერ ვატკინე გული. ყველაზე მეტად კი სავადმყოფოში მოხვდრა იყო. მისი ცრემლიანი თვალები და სითბონარევი გამოხედვა. დედა დღეს ამაყია!! მე ყველაფერი გამომივიდა, იმედები გავუმართლე. ახლა მომავალ წელს ველით, ასეთივე შედეგებით. მამას ჩემი სულ ჯერა ამიტომ არ ვწერ არაფერს მამაზე. გამოცდის წინ მამხნევებდა და ჩემს გვერდით იყო. მოკლედ, დღეს ყველაფერი კარგად სრულდება!! ყველაფერს კარგს გისურვებთ ჩემო ოჯახო (ვგულისხმობ ქველის წევრებს) ♥♥♥

ნახვა: 485

ტეგები: Natali, Qwelly, blog, ბლოგი

George: ივნისი 20, 2015||1:49pm

ნამდვილი ბედნიერება  - გიყვარდეს ის ვისაც უყვარხარ !) გაიხარე და გაგვახარე მრავალჟამიერ !)

nathalie: ივნისი 20, 2015||1:51pm

ნამდვილადდ ბედნიერებაა ^_^ ძალიან მიყვარხართთ ♥♥♥

khatuna zitanishvili: ივნისი 20, 2015||4:27pm

გილოცავ:*  მარად წარმატებული და ბედნიერი ყოფილიყავი:*

BrOliKa: ივნისი 20, 2015||5:22pm
გილოცავ ეს საწყისი ყოფილიყოს მომავალი დიდი წარმატებებისა და სურვილების ასრულებისა! ♡♥♡♥♡♥
nathalie: ივნისი 20, 2015||5:32pm

ბროლიკა და ხათუნა ძალიან დიდი მადლობაა ♥♥ გაიხარეთთ!! ყველაფერს კარგს გისურვებთთ თქვენცც♥♥ 

თათია: ივნისი 20, 2015||6:21pm

მეც მოგილოცავ ნატალი და გისურვებ, სურვილების ასრულებას, ფერად და სითბოთი სავსე მომავალს!

nathalie: ივნისი 20, 2015||7:01pm

თათიი,მადლობაა ♥ იგივეს გისურვებ მეცც ♥♥

ლაშა: ივნისი 20, 2015||10:42pm

მეც უერთდები ამ მილოცვებს, გილოცავ და დაგლოცავ ძალიან საყვარელო, კეთილო და კარგო ნატალი. მომავალი წარმატებებისკენ ერთად, ერთ ოჯახად გვევლოს )) ♥

nathalie: ივნისი 21, 2015||8:44am

მადლობა ლაშიკოო ♥♥ ჩემო საყვარელო, ყველაზე კეთილი და მეგობრული ადამიანი ხარ♥♥

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters