ერთხელ დიდ ინგლისელ ფიზიკოსს-ნიუტონს სახლში სტუმრები ჰყავდა მოწვეული. ისინი მისი მეგობრები და იმავე უნივერსიტეტის პროფესორები იყვნენ, სადაც ნიუტონი მოღვაწეობდა. საუბარში ნიუტონმა ღმერთი ახსენა, როგორც ჩვენი სამყაროს შემქმნელი. ამაზე ერთ-ერთი მოსაუბრე შეეკამათა: „ რას ამბობთ ბატონო ნიუტონ, არანაირი შემქმნელი ჩვენს სამყაროს არ გააჩნია, ბუნებაში ყველაფერი თვითონ იქმნება და ვითარდება, ყოველგვარი ღვთიური გონების ჩარევის გარეშე!“

მასპინძელი არ შეეპასუხა. ერთ საათში მან სტუმრები თავის სამუშაო კაბინეტში შეიპატიჟა. ნიუტონის კაბინეტს მზის სისტემის მოდელი ამშვენებდა. ეს თხელი მავთულებისაგან აწყობილ გლობუსს წააგავდა. მავთულებზე ბურთულა- პლანეტები იყო წამოცმული, ხოლო ცენტრში ნათურა-მზე. ბურთულის ირგვლივ, რომელიც ჩვენ დედამიწას წარმოადგენდა მთვარე ბრუნავდა. მავთულების მეშვეობით პლანეტების გადაადგილება და შეთავსება შეიძლებოდა. 

ამ კონსტრუქციამ სტუმრები აღაფრთოვანა. ფიზიკოსმა, რომელმაც აღნიშნა, რომ სამყარო ღმერთის გარეშეც გასაგებია, ჰკითხა ნიუტონს: „ მითხარით სად შეიძლება ვნახო ის ოსტატი, რომელმაც ეს მშვენიერი მოდელი შექმნა, მეც მინდა ჩემთვის შევუკვეთო!“ ამაზე ნიუტონმა მთელი სერიოზულობით უპასუხა: „არავითარი ოსტატი არ არსებობს! ეს მოდელი აქ თვითონ გაჩნდა. იცით, ნელ-ნელა ეს მავთულები და ბურთულები გაჩნდნენ. ბურთულები ჯერ აქეთ-იქეთ დაგორავდნენ, შემდეგ მავთულებს წამოეცვნენ და ტრიალი დაიწყეს.“ სტუმარი დაიბნა: „თქვენ ალბათ ხუმრობთ, ეს შეუძლებელია! თქვენი მოდელი საკმაოდ რთული კონსტრუქციისაა იმისთვის, რომ თვითონ აწყობილიყო. ის აუცილებლად ვიღაცამ დაამზდა!“ 

აი, სერიოუზული პასუხის დრო დადგა და ნიუტონმაც არ დააყოვნა: „მე მგონი მე კი არა თქვენ ხუმრობთ! მითხარით რა უფრო რთულია-ამ სათამაშო მოდელის სამყარო, თუ თვით სამყარო? სულ რაღაც ერთი საათის წინ მიმტკიცებდით, რომ ჩვენ სამყაროს შემქმნელი არ ჰყავს და ყვლაფერი შემთხვევით, თავისით შეიქმნა. ახლა კი მარწმუნებთ, რომ ბევრად უფრო იოლ საქმეს, სათამაშოს აწყობასაც კი, შემქმნელი სჭირდება!“

ნახვა: 389

ტეგები: Qwelly

ლაშა: ივლისი 22, 2012||1:21am

საქმე ისაა ჩემო აკაკი რომ დღეს არა შემქმნელ არ შემქმნელზე დაობენ, არამედ იმაზე საერთოდ შეიქმნა სამყარო? - ეგებ სულ ასეთი იყო... ნეტა ამზე რას იტყოდა ნიუტონი... ;)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters