ცხელი ზაფხული გასანკუთრებით მაღალი ტემპერატურით არ გამოირჩევა, მაგრამ სიცხემ მოიმატა პოლიტიკურ ასპარეზზე. აქციები რუსთაველზე თავის ტრადიციას დაუბრუნდა.
აქციის ღამე და დღე მეორე - ახალი აქცია. მივყვეთ განცხადებებს შუა გვიანი ღამიდან. სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი კიდევ ერთხელ გამოიყენა, ისვრიან რეზინის ტყვიებსაც. მამუკა ბახტაძე - ძალადობა მიუღებელია და მას ექნება ადეკვატური პასუხი. პრეზიდენტი - დროა, სახელმწიფომ რეაგირება მოახდინოს ყველა დარღვევაზე, წესრიგი დაამყაროს და საშუალება არ მისცეს დესტრუქციულ ძალებს, მოსკოვის გეგმები გაატარონ. ვინც შიდა დაპირისპირებას აქეზებს და ხელს უწყობს, ის ნებსით თუ უნებლიეთ რუსეთის პოლიტიკის გამტარებელია და მისი გეგმების შემსრულებელი. სულხან სალაძე - მოვლენების რაიმე ფორმით ესკალაცია ან გართულება დაამძიმებს მდგომარეობას და ეს საქართველოს მტრის ინტერესის სფეროშია. შსს - მიუხედავად სამინისტროს მხრიდან მოწოდებისა, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ პარლამენტში შეჭრის მცდელობას, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას და ძალადობას და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. შესაბამისად, პარლამენტის შენობაში შეჭრის, მოქალაქეთა და პოლიციელთა ჯანმრთელობის დაზიანების და ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული იძულების პროპორციული სპეციალური საშუალებები. მიხეილ სააკაშვილი - მინდა, მოვუწოდო ჩვეულებრივ ადამიანებს რეგიონებიდან, დაიძრათ თბილისისკენ - არ უნდა მივცეთ ივანიშვილს საშუალება, აქედან თავი დაიძვრინოს. გიგი უგულავას განცხადებით, პრემიერთან და შს მინისტრთან შეხვედრას აპირებდნენ, თუმცა ამ დროს პოლიციამ გაზი გაუშვა. გიგი უგულავა - ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს გავრილოვის გამო ესროლა გაზი, ტყვიები და დაასახიჩრა ადამიანები. ჯანდაცვის სამინისტრო - პარლამენტთან აქციაზე 17 მოქალაქე და 38 სამართალდამცველი დაშავდა. პარლამენტის შენობასთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა, მიმდინარეობდა შეტაკებები. სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის ხელჩართული ჩხუბი იყო, აქციის მონაწილეები რკინის ჯებირებით ცდილობდნენ წინააღმდეგობის გაწევას. აქციის მონაწილეები შადრევნებიდან წყალს აგროვებენ და ბოთლებით სპეცრაზმს უშენდნენ, სპეცრაზმი რეზინის ტყვიებით პასუხობდა. აქციის მონაწილეებს დაზიანებები ძირითადად თავისა და ფეხის არეში აღენიშნებათ. სპეცრაზმის კოლონამ, აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის მანქანებით დაშალა. საპატრიარქო - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედონ ხალხთან მიმართებაში და მოერიდონ მკვეთრ ძალისმიერ ფორმებს. საპატრიარქო - მივმართავთ პარტიებს, ჟურნალისტებს, დიპლომატიურ კორპუსს, მოსახლეობას, გააკეთონ ყველაფერი, რათა სიტუაციამ უმართავი სახე არ მიიღოს. რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ლევან ვასაძე რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე - ცრემლები მადგება თვალებზე ამხელა კაცს... ამ გამზირზე როცა მკლავდნენ რუსი "სალდათები" 9 აპრილს, ვიცოდი რას ვიცავდი. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის თეატრთან გადაინაცვლეს, სპეცრაზმიც გაჰყვა. სასწრაფო დახმარების მანქანებს რუსთაველის გამზირზე დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავდათ. აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმის მისამართით ფოიერვერკები ისროლეს, სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზით უპასუხეს. რუსთაველზე განვითარებული მოვლენებისას რამდენიმე მოქალაქემ თვალი დაკარგა. მეუფე ზენონი ხელისუფლებას - ნეტავ, ვისი გული გაახარე?! - 9 აპრილი გაგვახსენე, როგორ ნადირობდა მტრის სადამსჯელო რაზმები თავისუფლებისათვის მებრძოლი ხალხის მიმართ. მამუკა ბახტაძე - ვუზრუნველვყოფთ, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს უპასუხისმგებლო და დესტრუქციული ოპოზიციის იმ ლიდერებს, ვინც ხელყო კანონი და კონსტიტუცია. რუსთაველის გამზირზე დაკავებები მიმდინარეობდა. სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს რესპუბლიკის მოედნისკენ ავიწროებდა. ლევან ვასაძე რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებზე - ეს არის ტრაგედია ჩვენი ერის, მე ვრჩები იმ აზრზე, რომ ეს ორი მოვლენა არის ერთი ჯაჭვის რგოლები, დაიწყო პრაიდით და გაგრძელდა იქ. მამუკა ბახტაძე - პასუხს მოვთხოვთ ჩვენი გუნდის იმ წევრებს, რომელთა მძიმე შეცდომებმაც შექმნა ეს კრიზისული ვითარება. შალვა შავგულიძე - მთელი პასუხისმგებლობა დღევანდელ მოვლენებზე ეკისრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს. გიორგი ვაშაძე - 19:00 საათზე ისევ რუსთაველზე ვიკრიბებით. მზე ახალი ამოსული იყო, როცა გავრცელდა საბოლოო ინფორმაცია - რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია თითქმის სრულად დაიშალა. დემონსტრანტებმა ფილარმონიასთან პოლიციის მანქანა ამოატრიალეს და სამართალდამცველებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დემონსტრანტებმა ვარაზისხევი გადაკეტეს. გმირთა მოედანთან პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა. გმირთა მოედანზე დაკავებები მიმდინარეობდა. ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი არხის ჟურნალისტს სცემეს და დააკავეს. გრიგოლ ვაშაძე - დღეს პარლამენტთან აქცია განახლდება - უკვე აღარც პოლიტიკური პარტიაა მნიშვნელოვანი და აღარც პოლიტიკოსები, ეს არის მოქალაქის დაპირისპირება ე.წ. ხელისუფლებასთან. დავით ასათიანი - ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსისაგან ვითხოვთ არ დაუშვან პოლიციელთა ხელყოფა. საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი - საქართველოს მთავრობას მოვუწოდებდი, თავი შეიკავოს საკუთარ ხალხთან. რუსთაველის გამზირზე ერთ-ერთი დაშავებულის დედა - ჩემ შვილს ყბა აქვს დამსხვრეული, 2 ოპერაცია ჩაუტარდა, შესაძლოა, სამი დღე მართვით სუნთქვაზე იყოს. ჯემალ გამახარია - გუშინ განვითარებული მოვლენები ვერ განხორციელდებოდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აქტიური ჩარევის გარეშე. გია ვოლსკი - პასუხისმგებლობა ეკისრებათ პროვოკატორებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გუშინდელი მოვლენების შედეგად, სტაციონარებში 240 ადამიანი შეიყვანეს, აქედან 80 პოლიციელია. მიხეილ სააკაშვილი - ახლა ივანიშვილი შეეცდება ერთი-ორი ბარტყი გადმოაგდოს, ვიღაც კობახიძეს გადმოაგდებს თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს? გია ხუხაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გადაიფორმა „ნაცმოძრაობა“ - გასაგებია, აქცია დაშალეს, მაგრამ შემდეგ დევნა და ცემა-ტყეპა უპატიებელი იყო. დავით უსუფაშვილი - გუშინ კვლავ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერების ამოცანაა „ოცნებასთან“ მკლავჭიდის გამართვა და ძალაუფლების ნებისმიერ ფასად დაბრუნება. ლევან გოგიჩაიშვილი - დღევანდელი მოცემულობაა პარლამენტის თავმჯდომარის გაგდება, ეს აღარ არის გადაყენება - ეს უნდა იყოს გაგდება. გიორგი მარგველაშვილი - ვთხოვ ჩვენს პოლიციას, აღარ იძალადოს საქართველოს მოქალაქეებზე, იმ ახალგაზრდებზე, ვინც იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს და ღირსებას. გიორგი მარგველაშვილი - მოვუწოდებ ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს „ქართული ოცნებიდან“, გაემიჯნონ ამ ძალადობას. თინა ხიდაშელი - როცა იწყებთ ძალის გამოყენების პროპორციულობის ზომვას დაშავებული, თვალებდათხრილი ადამიანების კადრების ფონზე, აუცილებლად მარცხდები და ხარ ფსკერი. „თავისუფალი საქართველო“ - 20 ივნისის ტრაგედია ორპარტიული პოლარიზაციის პირდაპირი შედეგია. რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებს შორის, ადვოკატი ბექა ბასილაიაც არის. Human Rights Watch - პოლიციამ თბილისში არაძალადობრივად განწყობილი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა. პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გადადგა! პარლამენტმა ახალი თავმჯდომარე 14 დღის ვადაში უნდა აირჩიოს. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა განიხილებოდა. კახა კალაძე - უპასუხისმგებლო, დესტრუქციულ ძალებს აქვთ პასუხი გასაცემი კანონის და საზოგადოების წინაშე. რომან გოცირიძე - კობახიძის გადადგომა და ზაქარია ქუცნაშვილის ხურდაში მიყოლება საკმარისი არ არის - უნდა გადადგეს გიორგი გახარია და ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. მარია ზახაროვა - რადიკალების მიერ თბილისში მოწყობილი უწესრიგობა თავად საქართველოს დააზარალებს. გიორგი გახარია - პოლიტიკოსებმა შეძლეს ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში - პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები. ალეკო ელისაშვილი - ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ანა დოლიძე - ირაკლი კობახიძის მოშორებით, ეს სისტემა არ დარღვეულა, ამ სისტემის ხელმძღვანელია მიხეილ ჩინჩალაძე - მიხეილ ჩინჩალაძის ქარხანა მუშაობს დღეს. გიორგი გახარია - პოლიციამ მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება, იძულებული გახდა გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები. ზაქარია ქუცნაშვილი - მე ქართული საზოგადოებისა და ჩემი ამომრჩევლის გარდა ბოდიშს არავის მოვუხდი. სალომე ზურაბიშვილი - პროტესტის ფორმა გასცდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს და სიტუაციის უმართაობამ სამართალდამცველები აიძულა, მიემართათ მკაცრი ზომებისთვის. პარლამენტის წინ აქციაზე იმყოფებიან მოძრაობის "რუსეთი ოკუპანტია" წარმომადგენლები ბანერით: "გახარია აბრმავებს". მამა პეტრე კოლხი - ახლა დროა, ახალგაზრდობა გაემიჯნოს იმ პოლიტიკურ სიბინძურეს, რომელიც მხოლოდ თავისი ინტერესებისთვის იბრძვის. პრეზიდენტმა კლინიკებში რუსთაველის გამზირზე აქციის შედეგად დაშავებულები მოინახულა. თსუ-სთან შეკრებილი სტუდენტების მცირე ნაწილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მისვლის სურვილი გამოთქვა, რასაც ადგილზე შელაპარაკება მოჰყვა. გიორგი გახარია - პოლიტიკოსებმა შეძლეს, რომ პოლიცია და მოქალაქეები ერთმანეთთან დაეპირისპირებინათ - ყველა გაიქცა, შეატოვეს ახალგაზრდები და პოლიციელები. თსუ-ს რექტორი - სასიხარულოა, რომ სტუდენტებმა, როგორც ყოველთვის, დააფიქსირეს მკაფიო სამოქალაქო პოზიცია და გადაწყვიტეს, არ აყვნენ პოპულისტ პოლიტიკოსებს. სალომე ზურაბიშვილი - მზად ვარ, შევხვდე ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ემიჯნება ან გაემიჯნება ქვეყნისთვის დამღუპველ და დესტრუქციულ მოწოდებებს. აუცილებელია დაისვას იმ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ქვეყანა ასეთი საფრთხის წინაშე დააყენა. სტუდენტები მოუწოდებენ პოლიტიკოსებს, არ მივიდნენ მათ აქციაზე და არ მოაწყონ პროვოკაციები. აქციის მონაწილეთა ნაწილი გრიგოლ ვაშაძის სიტყვით გამოსვლას უკმაყოფილებით შეხვდა. საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი - პარტიებს ეკისრებათ უდიდესი პასუხისმგებლობა, რათა გამოირიცხოს ძალის გამოყენება - მოვუწოდებთ ლიდერებს, ეს რაც შეიძლება სწრაფად გააჟღერონ. საქართველოს სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები პირველივე წუთებიდან აქტიურად აკვირდებიან ქვეყანაში რუსი დეპუტატების ჩამოსვლისა და რუსეთის ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამართულ აქციასთან დაკავშირებულ მოვლენებს. აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, მანიფესტანტებმა პარლამენტის შენობაში შესვლა სცადეს, რასაც ადგილზე მობილიზებულ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებთან მწვავე დაპირისპირება მოყვა. სახალხო დამცველმა მოუწოდა ხელისუფლებას, ძალადობის ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, გადაედგა დროული პოლიტიკური ნაბიჯები. ასევე, მოუწოდა აქციის მონაწილეებს, შეეწყვიტათ ძალადობრივი ქმედებები, ხოლო პოლიციას, არ გამოეყენებინა არაპროპორციული ძალა. შსს - ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზეა დაბარებული - ასევე დავიბარებთ ნიკა მელიას და გიგი უგულავას. შსს - „მოლოტოვის“ კოქტეილების დამზადების ფაქტზე ერთია პირია დაკავებული, რომელიც ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ აქციაზე გამოყენებას გეგმავდა. სახალხო დამცველი - ცალკე შეფასების საგანია ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები. პარლამენტის შენობასთან სპეცრაზმი განლაგდა. ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან აკრძალა. ვლადიმირ პუტინმა მთავრობას დაავალა, მიიღოს ზომები საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად. პარლამენტთან აქციაზე გიგი უგულავას ბოთლები ესროლეს და მის წასვლას ითხოვდნენ. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ვლადიმირ პუტინის ბრძანებას გამოეხმაურნენ.
ამბავი კი რუსეთის დეპუტატის სავარძლობანით დაიწყო. შედეგი - რუსეთის დუმის თავმჯდომარე - საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო რუსული დელეგაციის თავდასხმისა და მუქარისგან დაცვა. სერგეი გავრილოვი - ქართულმა მხარემ შემომთავაზა პარლამენტის სპიკერატში დამეკავებინა ადგილი, სადაც მიწვევს მასპინძელი, იქ ვიკავებ ადგილს. რუსული მედია - ამაღელვებელია თვალის მიდევნება ქართული დემოკრატიისთვის - ვაშინგტონურად - თავისი რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით. სერგეი გავრილოვი - ასამბლეაზე თავდასხმა საბაბი იყო, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლები დაეწყოთ. რუსი დეპუტატი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან. სერგეი გავრილოვი - ზოგიერთმა ქართველმა დეპუტატმა ბოდიში მომიხადა. გრიგორი კარასინი - ქართველი პოლიტიკოსების რადიკალური ნაწილი ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუშალოს მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციას. სერგეი გავრილოვი - საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ვხედავთ, რომლის კოორდინირებაც, დაკავშირებულია სააკაშვილთან. სერგეი გავრილოვი - რუსულმა მხარემ გამოძიებასა და თბილისში მოწყობილი არეულობის ორგანიზატორების გამოვლენაში მონაწილეობა უნდა მიიღოს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
3 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
3 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.
What to anticipate from New Natoks in 2025
Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია