მაღაროელების პირამოკერვა ხელფასის ზრდაზე, ლარის დაცემა, მასწავლებლობა და სოფელო, ჩვენო სოფელო!

      დღის მთავარი ამბავი არ იყო, მაგრამ ძალიან მხიარული ჭეშმარიტება კი გამოუვიდა ქალბატონ ადას - ადა მარშანია - 10 პოლიტიკოსიდან 8 „შიზოფრენიკია“. სხვა ამბებში იყო ჭიათურელების პირამოკერილი პროტესტი, განათლება და მასწავლებლობა, ლარის გაუფასურების ახალი ნიშნულები, გარეჯის და აღაიანის ამბები.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23 მაისი, 2019/

      მაღაროელების ხელფასები - „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორი - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება გაფიცვა, მით უფრო დიდი იქნება დარტყმა, რასაც საქართველოს ეკონომიკა მიიღებს. „ჯორჯიან მანგანეზი” - ჭიათურაში კერძო მეწარმეები გაფიცული მაღაროელების მიერ გზის პიკეტირებას აპროტესტებენ. „ჯორჯიან მანგანეზი“ კომპანიაში დასაქმებულთა შრომითი და სოციალური პირობების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მამუკა ბახტაძე ჭიათურის მაღაროელებს და კომპანიას მიმართავს, დროულად ჩამოყალიბდნენ მისაღებ შედეგებზე.

      სამედიცინო ლიდერი - მამუკა ბახტაძე - სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდება.

      ლარის დაბალი ფასი - მამუკა ბახტაძე - ჩვენ შევძელით სწორედ ის, რომ რეგიონში არსებული სიტუაციებიდან გამომდინარე, ლარი გავხადეთ ნაკლებად მოწყვლადი. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, ეროვნული ბანკი წარმატებით ართმევს თავს ინფლაციის თარგეთირებას. მამუკა ბახტაძე - როგორც ყოველდღე ფანჯარაში ვიხედებით, ვიდრე გამოვალთ, წვიმს თუ როგორი ამინდია, ასე ვართ ყველანი ვალუტის კურსზე მიყურადებული. მამუკა ბახტაძე - ჩვენ წინმსწრებად დავაკმაყოფილეთ ყველა მოთხოვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ სავალუტო ფონდიდან მეტი მხარდაჭერის მიღება შეგვიძლია. პრემიერი ლარზე - როგორც ჩანს, ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რასაც უნდა დავუბრუნდეთ. ივანე მაჭავარიანი ლარზე - არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ეს არის მოკლევადიანი რყევა.

      ამერიკული ბაზები - ლევან იზორიას განცხადებით, პერსპექტივაში, ამერიკული ბაზების საქართველოში არსებობას მიესალმება. ლევან იზორიამ და ჯონ ბოლტონმა აშშ-ის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის ქართველ კადეტებს დიპლომები გადასცეს.

      ჰიბრიდული საფრთხეები - გიორგი გახარიამ და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაუბრეს.

      მასწავლებლობის მსურველები - პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია ამ დროისთვის 25 000-მდე აპლიკანტმა გაიარა. 2020 წლიდან სკოლაში პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებელი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში იქნება. მიხეილ ბატიაშვილი - იმ პედაგოგების რიცხვი, რომლებმაც შეიძლება ნებაყოფლობით დატოვონ სკოლა, არ არის ისეთი რაოდენობა, რომელიც სისტემაზე შეიძლება აისახოს.

      არალეგალური სტალინიზმი - სტალინის სახელობის ავლაბრის არალეგალური სტამბა-მუზეუმის თავმჯდომარის მოადგილე - ვიბრძოლებთ, რომ ქვეყანას შეუნარჩუნდეს ეს ისტორიული ადგილი. სტალინის სახელობის არალეგალური სტამბა-მუზეუმის იურისტი - სამართლებრივი გზით ვიბრძოლებთ, რომ სტამბა-მუზეუმის იერსახე არ წაიშალოს.

      სოფელი - პრემიერი - ვისაც არ ეზარება, ყველა სოფლის მეურნეობას ლანძღავს - საქართველოში სოფლის მეურნეობას პერსპექტივა აქვს და კრიტიკა არის იაფფასიანი პოპულიზმი. მამუკა ბახტაძე - არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარს დაუჭერს სუბსიდირების პოლიტიკას, მაგრამ სოფლის მეურნეობის დარგის მხარდამჭერ პროგრამებს გავაგრძელებთ. კახეთში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ. საგარეჯოს, გურჯაანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში, 18 ჰექტარზე ქარსაფარი ზოლები გაშენდება. მამუკა ბახტაძე - რამდენიმე წლის წინ სოფელი მუცო განადგურების პირას იყო, ჩვენ შევძელით და შევინარჩუნეთ ეს უნიკალური საგანძური.

      ტაქსების ულტიმატუმი - ტაქსის მძღოლი კახა კალაძეს - 1-ელ ივნისამდე გაძლევთ ვადას, რათა გვაცნობოთ, აპირებთ თუ არა ტაქსების ახალი რეგულაციების გადავადებას 2021 წლის 31 დეკემბრამდე. კახა კალაძე ტაქსის მძღოლების დღევანდელ მიმართავაზე - ვინც ამ განცხადებას აკეთებენ, საერთოდ არ ვიცი რას წარმოადგენენ - ტაქსების შესახებ რეფორმა აუცილებლად გაგრძელდება.

      ნაადრევი ქორწინება - თამარ ჩუგოშვილი - სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ითვლება, რომ ნაადრევი ქორწინება ოჯახის საქმეა და არა სახელმწიფოსი - ეს ასე არ არის!

      არჩევნების გამეორება - თამარ ჩუგოშვილი - მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტურში მობილიზაცია გვექნება - თანამდებობის პირების არა თუ უფლება, ვალდებულებაა, საარჩევნო პროცესში აქტიური იყვნენ. გია ვოლსკი - შალვა შავგულიძე კარგი იურისტია, მას აქებენ, მაგრამ იურისტი ბევრია და იურისტობის გარდა სხვა ნიშნებიც არსებობს. მამუკა ბახტაძე - გარკვეული ხარვეზები იყო, რომელიც ნებისმიერ არჩევნებს ახლავს თან და თუ ეს საგამოძიებო პროცედურებს მოითხოვს, უკან არასდროს დაგვიხევია. კახა კალაძე - ლადო კახაძეა უპრინციპო და პრინციპიანი ვინ ჰყავთ?! მამუკა ბახტაძე - არჩევნებმა შეიძლება აზრი დაკარგა უპასუხისმგებლო პოლიტიკური ე.წ ლიდერებისთვის.

      ბევრი სტუდენტი - ნაკლები პროფესიონალი - მიხეილ ბატიაშვილი - გვყავს N რაოდენობით სტუდენტი, რომელიც სხვადასხვა ფაკულტეტს ამთავრებს, მაგრამ რთულია იპოვო მაღალკვალიფიციური კადრი.

      პარკები ექსპორტზე - ლევან დავითაშვილი - პოლიეთილენის პარკები საქართველოში არ უნდა გაიყიდოს, მაგრამ არსებობს განწყობა, რომ ექსპორტი დავუშვათ.

      გარეჯის ამბავი - მამუკა ბახტაძე დავით გარეჯზე - დარწმუნებული ვარ, ყველა საკითხი იმ სულისკვეთებით გადაწყდება, რასაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობები ჰქვია. ადგილობრივი გიდის ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხრიდან ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით გზის გაყვანის სამუშაოები დაახლოებით 2 დღეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ლაშა დარსალია დავით გარეჯში შექმნილ მდგომარეობაზე - სადავო ტერიტორიაზე საქართველოს თანხმობის გარეშე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება.

      აღაიანის შემთხვევა - პროკურატურა სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ნინო ლომჯარია - ფაქტი, რომ 16 წლის არასრულწლოვანს უკვე ჰყავდა შვილი, ნიშნავს იმას, რომ მის მიმართ ნამდვილად ჰქონდა სექსუალურ დანაშაულს ადგილი. 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწოვანი გოგონა მისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობას დაეთანხმება. შსს-ს მაღალჩინოსანი აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობაზე - თუ დღის წესრიგში დადგება სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, შსს მოახდენს მკაცრ რეაგირებას. 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვან დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - პატიმრობაზე დათანხმება არ ნიშნავს, რომ ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

      რუსთავი ორი წყალტუბოში - წყალტუბოში „რუსთავი2“-ის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

      ტრამპის მოლოცვა - დონალდ ტრამპი მამუკა ბახტაძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

საზღვარგარეთულები:

      პროტესტით გადაფიქრებული მშენებლობა - საპროტესტო აქციების შემდეგ, რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ეკლესიის მშენებლობა გადაიფიქრეს.

      მსოფლიო პროგნოზი - რეჯეფ თაიფ ერდოღანი და დონალდ ტრამპი შესაძლოა, ერთმანეთს შეხვდნენ.

      ირანი - აიათოლა ალი ხამენეი - ირანელი ახალგაზრდები ისრაელის და ამერიკული ცივილიზაციის გარდაცვალების მომსწრენი გახდებიან.

      თხოვნა პრეზიდენტს - მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ ზელენსკის სთხოვს, უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნოს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 114

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ვისაც პოეზია უყვარს

გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი

ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…

გაგრძელება

Valhalla Rising Strategy Guide – Dominate the Norse Realms

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

 Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies. 

1. Choose the Right Class for Your Playstyle

At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…

გაგრძელება

დამეხმარეთ გთხოვთ🖤

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm 0 კომენტარი

გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️

სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…

გაგრძელება

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება

Qwelly World

free counters

TOP.GE