ჩემო დათუნა და მზია, ბებო გენაცვალოთ თქვენ! სადა ხართ, შვილებო, რატომ არ ჩამოდიხართ, ასე რად დამანატრულეთ თქვენი თავი?! აქ ყველაფერი დამწიფდა, თხილიც შემოვიდა, ცვივა და ცვივა. ორი ზოლიანი პარკი გაგივსეთ, მზეზე გავახმობ და ზამთრისთვის შეგინახავთ. მაგრამ ქართულ გულაბს რა ვუყო, ბორბალა მსხალს რა ვუყო, ან ამოდენა ჭანჭურები სად წავიღო, ან ყვითელი ატამი! ბაზარ-ბაზარ მე ვეღარ ვივლი, შვილო! გავჩირო? ლასტებიც აღარა მაქვს, რაც ძველები იყო, ისიც სულ დაიშალა. თან შარშანდელი ჩირიც არ გაგითავებიათ. დამამზადებელს ჩავაბარებდი, მაგრამ ზედ დამკრეფი არავინა მყავს, ძირნაყარ მწიფეს კიდევ არ იბარებენ. მთელ ჩვენს უბანში სულ ბებრებიღა ვართ შინა. ფეფელა, ნიკა ძია, აირუმი მკუპრავი, ძულიაანთ ქალი, ნატაშა, კოჭლი ალექსანდრე, იმისი ცოლი _ საცოდავი ფშავლის ქალი, ამას წინათ წნევამ დაარტყა და ძლივს მოვაბრუნეთ, _ ნინა ძალო, დარეჯანი და მე. ჩვენც ერთმანეთის დანახვა აღარ გვინდა. შევხვდებით და ავზუზუნდებით ფუტკრებივით: „არავინ ჩამოგივიდა, დარეჯან?“ „შენა, შენებისა ხომ არაფერი გაიგე, ელისაბედო?“ ვიკავებთ თავს, მაგრამ როდემდის, ბებო გენაცვალოთ თქვენ, ვიკავებთ თავს და მერე გავაპარებთ მოსახვევის ყურს თვალებისაკენ. გუშინღამ დიდი წვიმა იყო, მოვარდა ერთი ცოფიანი ქარიც, იჭექა, ირუხრუხა, ცოტა ხორხოშელაც წამოურია, მაგრამ არაფერი გაუფუჭებია. დილით, ბაღში რომ გავედი, გავშტერდი, ისეთი რამე ვნახე: მთელი ქართული გულაბი სულ ძირს იყო ჩამოსული, ეყარა ნაწვიმარ მწვანე ბალახში ყვითლად, სასიამოვნოდ, კალოსავით მრგვლად. ავიღე ერთი, სუფთა, უხალო, მერე მეორე, მერე მესამე და მეოთხე. მერე გავიფიქრე, ვისთვის ვაგროვებ-მეთქი. მე ხომ ერთი გულაბი მთელ დღეს მეყოფა ჭირადაც და ლხინადაც. მეზობლებს მივაწოდო? იმათ ჩემზე მეტი აქვთ.
დავყარე ისევ ის გულაბები, ჩავჯექი ბალახებში და ამომიჯდა გული. რისთვის ჩაიკლა თავი ამ ბაღში და მამულში პაპათქვენმა? რისთვის მოვიძულეთ მიჯნებზე ჩხუბით მეზობლები? მოსულიყო მურა და ამომდგომოდა გვერდზე, წკმუტუნებდა, თავს მხარზე მადებდა. ესღა მყავს ხმის გამცემად, ეს საცოდავი. ესეც დაბერდა, შავი ცხვირი სულ გაუჭაღარავდა. ამას წინათ თუშების ძაღლებმაც ჩათეთქვეს.
ღნავალას თავისი საქმე აქვს, იმ თავმკვდარს ოთხი კნუტი დაუგდია გაბრო პაპას სათივეში, სანამ კარგად არ წამოზარდა, დაბლა არ ჩამოუყვანია. როცა ჩამოიყვანა, უკვე დაპეწილი, დამუსლუკებული კნუტები იყვნენ, სულ წითურები, თვალჭრელები, ვიღა გადაუყრიდა! დადიან ახლა ფარად: ღნავალა, ბაზო, ხატო და ეს ოთხი კნუტი. სახელებიც არა აქვთ, ჩამოდით და თქვენ დაარქვით. დილას ღნავალას ერთი დიდი თაგვი ეჭირა, მიდიოდა ის და მისდევდნენ თამაშ- თამაშით სხვები, შინ არც კი შემოდიან, ბაზოსა და ხატოს მეტი.
თქვენმა ჟრუნა ციცარმა ფეხი მოიტეხა მესერზე, _ გაჩეხილ ფიცარში ჩაეჭედა და ჩამოეკიდა. შევუხვიე, დავუარტახე და მოურჩა. ცოტათი კი კოჭლობს. თაფლი ამოვაღებინე, ერთი სკა სუსტი იყო, მეორიდან თორმეტი კილო ამოვიდა. თავკვერიც დამწიფდა. ღამღამობით ჭოტი მოდის ხოლმე კაკალზე, ზის და იძახის მთელ ღამეს: _ ჭყუუტ! ჭყუუტ! ჭყუუტ! _ გამიკრთება ძილი და ვუგდებ იმის ხმას ყურს. ხანდახან მეშინია, ვაითუ ამ მარტოობაში მეც ჭოტად ვიქცე და ვიარო ხიდან ხეზე, ნანგრევიდან _ ნანგრევებზე. ბოლოს, როდის-როდის იყივლებენ მამლები, აჟღურტულდებიან მერცხლები.
ჩამოდით, ჩამომხედეთ, შვილებო, გამახარეთ. ჩემს გახარებას არა ვჩივი, თქვენ გაიხარეთ. როგორ დავიჯერო, ჩვენი ხევის სიო არა სჯობდეს მაგ გადახრიოკებულ მწყნეთის ჰაერს. ჩაქრეს ეგეცა და მაგის ჰაერიც! მანდაური ხომ არაფერი იჭმება, რამდენი ვინმეს ხელში უნდა გაიაროს, სანამ თქვენამდე მოვიდოდეს. მერე მწყნეთელები!.. აი, რატომ ღმერთი არ გაიცინებს, რომ ეგენიც ქვეყნის მარაქაში გავიდნენ!
ჩამოდით, შვილებო, მამასა და დედას თუ არა სცალიათ, თქვენ ჩამოდით. ჩიტის რძეს არ მოგაკლებთ, ბებო გენაცვალოთ თქვენ! სულ ახალ-ახალ კარაქს გაჭმევთ, ნინა ძალოს მეორე ძროხამაც მოუგო, კვერცხსაც მიდებენ ქათმები. წიწილებიც დაიზარდნენ. ჩამოდით, შვილებო, სხვა არა იყოს რა, ყმაწვილის ფეხი სჭირდება ჩვენს ეზოსაც, თორემ საცაა, ბალბა და ჭინჭარიგადაუვლის მთლიანად.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია