მუხრანელ მანდილოსნებს სასწრაფო საკერავი მისცა ქეთევანმა,ზაზას შავლეგა ყაბალახი გამოართვა თარგად,მიახლოებით ამფერივე ნაჭრები იშოვა მრავლად აჭრევინაა და შეაკერინა,თავის მომხრეებს ფარულ მცნებისა და ფიცის კაცებს სახის საბურავად დაურიგა.
ამის შემდეგ შავლეგა ყაბალახიანი ხალხი მრავლად მიმოდიოდა...ხალხი ფრიად ხელს უწყობდა მათ...მალავდა და ყველგან ფარულ მშვიდობიან გზას უკვალავდა....ხალხი შეალერსებულ საუბარში მათ"შავლეგოებს" უწოდებდა..(გმირთა ვარამი..ლ.გოთუა)
"შავლეგ შენი შავი ჩოხა, შავლეგო,
სისხლში გაგიხამებია, შავლეგო,
ყაწიმები გიხდებოდა, შავლეგო,
მტერთან ბრძოლა გიხდებოდა, შავლეგო,
მაშველი არ გჭირდებოდა, შავლეგო,
შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო "
/ხალხური
კონსტანტინე ვეკუა_შავლეგო
წარსულიდან მოხვედი, სიმართლისთვის მებრძოლი,
გიხდებოდა, შავლეგო, ხელში ექსკალიბური,
ვერ გამარცხა ბნელეთმა, ნათლის შუბით ებრძოდი,
მტერმა შენში ვერ ჩაკლა შემართება ჯიქური.
სიძულვილის ჟამია, ვერ ძღებიან ქაჯები,
წყურვილს სისხლით იკლავენ, გრიგალია სიკვდილის,
ცაში მყოფი-ნეტარო-იღვწი, ღმერთს ეაჯები,
რომ გაგიქროს პირნათელს ოდინდელი სიყმილი.
ჰელიოსის რაშებმა ზეცა გადიგრიალეს,
უკვე დიდი ხანია, რაც მზის თვალი ჩავიდა,
მალე ალიონია, მოვიშუშებთ იარებს
და ლაშარის სამკვიდროს გავაბრწყინებთ თავიდან.
ცოტაც და შევიყრებით რაინდების კრებული,
გარდასულის ზღაპარი სიზმარში გაცხადდება,
ერთმანეთის ლოდინში გავიდნენ ასწლეულნი…
იდუმალი ზმანება პალადინთა ახდება.
შავლეგ, ქრისტეს რაინდო, თვითონა ხარ მახვილი,
ახალ ისრაელის თავს ღვთის დიდებად მგრგვინავი,
ლეგეონის მმუსვრელის მზევაჟური ძახილით
დღესაცა ჰქუხს “შავლეგო”-ეშმას გულგამგმირავი.
წარსულიდან მოხვედი, სიმართლისთვის მებრძოლი,
გიხდებოდა, შავლეგო, ხელში ექსკალიბური,
ვერ გამარცხა ბნელეთმა, ნათლის შუბით ებრძოდი,
მტერმა შენში ვერ ჩაკლა შემართება ჯიქური.
ვარდობისთვის 26, 2005 წელი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
2 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.
What to anticipate from New Natoks in 2025
Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია