როცა მარტო რჩები, როცა გტკივა და ამ დროს გვერდით არავინ არ გყავს, ყოველთვის გიჩნდება კითხვა, თუ რატომ გაჩნდი ამ ქვეყნად, თუ ასეთ მარტოობასა და ტკივილში ამოგხდება ცხოვრება...ისევ მარტო ხარ და თითქოს უფალიც გშორდება... ყოველდღე გგონია, რომ ხვალ რაღაც სასწაული მოხდება და შენ, ისევ ბედნიერი იქნები, მაგრამ როგორც კი გადის ,,ხვალ'' აანალიზბ, რომ სულელური მოლოდინი დიდია, რეალობა კი-პესიმისტურ ზღაპარს გავს! ფიქრობ და გგონია, რომ სიკვდილისთვის მზად ხარ, აბა, მეტი რაღა შეიძლება მოხდეს, როცა ირგვლივ დაგტოვებენ, მარტო დარჩები, გეშინია, გცივა, თან მარტოხელა გქვია...
ირგვლივ იმედგაცრუება, ეგოიზმი და ბოროტება მეგობს.
მარტო ხარ... მარტო ხარ... გაშინებენ ,,ისინი''... მშველელს ელი, მაგრამ არ ჩანს, გამოსავალიც ალბათ არ არის... მარტო ხარ... თავის დაღწევის გზას ვერ პოულობ...
იმედგაცრუება!!!!!! მარტო ხარ ცარიელ ოთახში... და ისევ იმედგაცრუება!!! ეგოიზმი თვალებში გიყურებს და ხვდები, რომ რმერთმაც დაგტოვა... მარტო ხარ, მაგრამ ბოროტება აქვეა თითქოს და უწინდებურად აღარ გეშინია... ყურებში გამაყრუებელი ხმაური, არ იცი როგორ გამოხატო შენი ტკივილი, როგორ დაიცალო და განთავისუფლდე, ამიტომ, უფრო და უფრო გინდა დაგეხშოს ხმაურით ყურები... ხელებში და სახეში რაღაც ძალა გაწვება, ის მომენტები გახსენდება ვიღაცამ რაღაცით გული როგორ გატკინა... ისევ გაწვება ხელებში და სახეში, გინდა დაიცალო და გამოსავლად მიგაჩნია რააღაცის გაუჭება, განადგურება... ბედნიერებაზე იფიქრეო ამ დროს- გახსენდება ვიღაცის ნათქვამი... იძებნება!!! იძებნება!!! ბედნიერება ტვინში იძებნება...ნაპოვნია! მაგრამ მას სიმწარე, ტკივილი, ბოღმა და ნაღველი შლის, ბედნიერების ეპიზოდები უფრო გაღიზიანებს, რადგან ახლა დაკარგე ბედნიერება, სიმშვიდე და სიყვარული... ირგვლივ პესიმიზმი იღიმება...
გგონია გიშველის ღრმად ამოსუნთქვა?! არა, არ გიშველის, ირგვლივ ჟანგბადი არ არის!
წვალობ-ფართხალებ ცივ მიწაზე, თან სიბნელეა, ირგვლივ ოთხი კედელი და მიუხედავად ამისა, არ კვდები, ეს თითქოს მარადიულია... სინათლის არცერთი სვეტი არ არის ოთახში... და არც სითბოსი... ისევ მარტო ხარ, მაგრამ არ გეშჳნია, ირგვლივ ბოროტებაა...ისევ მარტო ხარ, მაგრამ არ გეშინია... ისევ მარტო ხარ... ვგონებ, ამ ცივ მიწაში სამარის ამოთხრა შენვე მოგიწევს, შენივე უძალო თითებით... კაწრავ ბრჩხილებით ყველაფერს, გგონია მალე გამოგივა, მერე შიგ ჩაწვები და მიწას შენვე მიიყრი...
მარტო ხარ...აღარ გეშინია...ირგვლივ აღარაფერია...სიკვდილი გიყურებს, ფიქრები გელაპარაკებიან, თუ რატომ ხარ ადამიანი...
ისევ მარტო ხარ...სიკვდილი დაიძრა...აღარ გეშინია...
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია