ახალ, 2015 წელს გილოცავთ, მეგობრებო! სასწაულების მომტანი თუ არა, ამ წელზე ბევრად კარგი ყოფილიყოს! პირველად ვხვდები ახალ წელს მარტო, თანაც სამსახურში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც მშვენიერ განწყობაზე ვარ! ასეთი ჩუმი ახალი წელი ჯერ არ მინახავს. ცოტა არ იყოს გული დამწყდა, უძრაობა რომ შევნიშნე ჩვენს დედაქალაქში ამ დღესასწაულს, ლამის ჩვენს ახალ მთავრობას ვუსაყვედურე და უცებ, გავხედე განათებულ მეტეხს, რა დიდებულია, ღმერთო! როგორ ამაყად აუწვდენია თავისი გრძელი კისერი ზეცისკენ და ისე უშიშრად გადმოჰყურებს დედამდინარესა, თითქოს აღარც ახსოვს მის თავზე გადამტყდარი ათასი ცეცხლი და მახვილი და არც არასდროს უნახავს იმ ათას ბევრთა ქართველთა ტანჯვა - წამება და მათი სისხლით შეფერილი მტკვარი! _ მაგრამ, რა შეაშინებს, როცა გვერდით ასეთი დიდეული ვაჟკაცი დარაჯობს? - ბეჭებმაღალი, ძლიერი მკლავისა და გულის პატრონი. ისიც ამაყად გადმოჰყურებს მტკვარს, მის განუყრელ მეგობართან ერთად. ქართველსა და არაქართველს, ყველას ერთნაირად, სალამს უძღვნის და უმასპინძლებს თავის ციხე-ქალაქში.
დრონი მეფობენ და არა მეფენიო ტყუილად უთქვამთ, ვუყურებ და მიკვირს, განა ასეთი ვინ იყო ეს დალოცვილი მეთქი, ეს ამხელა უგრძნობი ქვაც რომ გააცოცხლა და გული და ქართველობა შეინარჩუნა და მთელი ეს დრო და ალბათ კიდევ ბევრი წელი, მამაშვილური სიყვარულითა და მზრუნველობით, მეფური სიამაყითა და სიმტკიცით დარაჯობს და კიდევ მრავალ წელს უდარაჯებს ჩვენს მშვიდ ძილს?! თავად მუდამ ფხიზელი, არვის უთმობს გარიჟრაჟს ტფილისის გაღვიძებას, ჯერ თავის რაშს შემოსძახებს - შეკაზმავს უცებ და მეტეხს, ჯვრის მამასა და ბრძენთაბრძენ ნარიყალას: თავის დიდი ხნის მეგობრებს გამოაფხიზლებს ფრთხილად, მშვიდობიან დილას უსურვებს და სიონისკენ გაემართება ქვეითად - მათი ნახვით გახარებული და გულსავსე ტფილისის დილის გრილი და ტკბილი ჰაერით, მასაც მიუალერსებს ნაზად, შენი ტკბილხმიანი ზარების წკრიალს ნუ მომაკლებო - დაუბარებს და გამობრუნდება უკან, თავის სამყოფელზე, ამხედრდება ისევ თავის რაშზე, სანამ ვინმე გაიღვიძებს ადამიანის ნაშიერთაგან, მანამ უნდა მიაწსროს, რადგან არ უნდა, თურმე, ამ უცნაურად ძლიერსა და დიდებულს, ვინმემ დაინახოს, ან გაიგონოს მისი ფეხის ხმა, ყოველი ქცევა თუ ფიქრი მისი; არც სურვებია ვინმე მიუხვდეს, როგორ უყვარს თავისი სახლი, ქალაქი მისი, როგორ ზრუნავს და როგორ ეალერსება ყოველ ღამითა და გარიჟრაჟს და რატომ უბრუნდება ისევ ძველ ალაგს და ქვად იქცევახოლმე. უცნაურია, ღმერთმანი! მაგრამ თან მესმის მისი: ყველაზე დიდებული ხომ სწორედ ესაა, შეინარჩუნო დიადი სული გულით უბრალომ!
მრავალჟამიერ მეფევ ბატონო! - ვინ იფიქრებდა, რომ ერთად შევხვდებოდით ახალ წელს მე და თქვენ? - მიხარია და ვღელავ კიდეც: ეგებ არ გინდა სიმარტოვე დამითმო, თანაც ამ დღესასწაულს? ფიქრი გაგტკბობია ნისლად დაღვენთილი, ვხედავ. თანაც რად გიღირს ჩემთან მარტოობა, რომელი კარგი მოსაუბრე მე ვარ, ანდა პოეტი ვინმე, შენი საკადრისი ლექსი რომ მოგიძღვნა, არც მასხრობა შემიძლია შენ გასართობად, თუმც კი, არა მგონია, ამის სურვილი გქონდეს ფიქრით დაღლილს, მაგრამ, მეფეო, მომიტევე რომ არ გშორდები, მეც ვერვინ ვნახე ამ საზეიმო ღამეს ჩემი თანამგზავრი, ვერც ფიქრთა თანაზიარი. აღარც მეფე - დედოფალთა დარბაზებიდან ისმის საზეიმო
ხმაური, არ ჩანან სახლში, წავიდნენ მგონი, ოღონდ არ ვიცი სად, ან რამდენ ხანს არ დაბრუნდებიან. - ეგებ იცოდე? აუკეციათ ლამაზ - ლამაზი სპარსული ხალიჩებიც, ასე რომ ამშვენებდა მათ დიდებულ კედელ - აივნებს.
მომნატრებია ასეთი ღამე, მშვიდი, ფიქრით და ვარსკვლავით სავსე! სიჩუმის ჰანგზე მომენატრა ჩემი ბავშვობა, დედა, ბებია, მამა,ძმა, ჩემი ოჯახი, ჩემი ყვარელი, ჩემი სოფელი და საქანელა - დაუღალავი, ჩემთან ერთად ფრენის მსურველი! - და თქვენ როგორი ბავშვობა გქონდათ, მეფევ ბატონო? - რა გენატრებათ ყველაზე მეტად წარსულ დროიდან? ან ვის ინატრებთ ახლა, ამ ღამით, თქვენ გვერდით იყოს? სასწაულების ღამე არის, თქვენ ხომ გწამთ მისი?..... - ოჰ, კარგი! ამის მეტად აღარ მოგაცდენთ!
მრავალჟამიერ, მეფევ ბატონო, მრავალჟამიერ!
მზია ხუციშვილი
14 იანვარი, 2015 წელი. ღამის 0:20 სთ. მეტეხის ქუჩა.
ნახვა: 431
ტეგები: alone, blog, happy new year, king, new year, night, qwelly, tbilisi, time, ახალი წელი, მეტი...ბლოგი, გილოცავთ ახალ წელს, დრო, დღესასწაული, დღიური, ვახტანგ გორგასალი, თბილისი, მეტეხი, მეფე, მილოცვა, მტკვარი, ქველი
ახალი წლის გატარებაც ასე უნდა, სადაც მეფეა, სამეფო კარიც იქაა, ჰოდა სამეფო დარბაზობაზე ყოფილხარ მზია :)
ჰო მართლა, ახალ წელს გილოცავ :))
გმადლობ,მეც გილოცავ! :D
გმადლობ, კახა, გაიხარე! მეც გილოცავ! :)
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია