- რა გადარდებს?
- მარტოობა მადარდებს. ადამიანი ხშირად ხალხშია, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობს თავს. ზოგჯერ თავის თავიც ეუცხოება, საკუთარ თავს გაურბის. რატომ ხდება ეს? არ ვიცი. საიდან მოვედი ან სად მივდივართ? არც ეს ვიცი."
დაამატა mariam wiklauri_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 4, 2017 წელი. 7:59pm —
არ არის კომენტარები
_______________
ადამიანები უერთმანეთოდ ვერა ვძლებთ, გვიყვარს ერთმანეთი და არ შეგვიძლია მარტოობის ატანა. ხშირად ამ სიყვარულს ერთად ყოფნისას ვერა ვგრძნობთ და მარტოდ დარჩენილთ სული გველევა, გვენატრება ერთმანეთი...
•…
დაამატა teona_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 21, 2014 წელი. 3:00pm —
2 კომენტარი
________________
- რა არის სიცოცხლე?
- სიცოცხლე სევდა არის - ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდაა.
- სიკვდილი?
- სიკვდილიც სევდა არის - ადამიანად არ ყოფნის სევდა.
გოდერძი ჩოხელი
დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 5, 2013 წელი. 2:00am —
არ არის კომენტარები
_______________
- ბებო, ყველი მინდა, ყველი! - ითხოვდა ხუჭუჭულა.
- მარხვაა, ბებო, მარხვა, - გული უდნებოდა მკერდში ბებიას.
- მარხვა რა არის?
- ღმერთის დღეებია, ბებო გენაცვალოს.
- ღმერთის დღეებში ყველისა და ერბოს ჭამა არ შეიძლება, ბებო?
- არა, არ შეიძლება.
- არც კვერცხის? - ახლა კვერცხი მოუნდა ხუჭუჭულას.
- არც კვერცხის, ბებო.
- და არც რძის დალევა არ შეიძლება, ბებო?
- არც რძისა.
- ჩიჩია, ბებო?
- არც ჩიჩია, ბებო გენაცვალოს! _…
დაამატა nazzo_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 20, 2013 წელი. 12:09am —
2 კომენტარი
________________
– რა გატირებს?
– რაღაც გამახსენდა.
– მაინც?
– აი, ეხლა ორმა კაცმა ჩამოიარა და რატომღაც გამახსენდა, რომ ამ კაცებმა ოდესღაც ზუსტად აქ ჩამოიარეს.
– მერე რა გატირებს?
– ხშირად მემართება ესეთი რაღაცები. ხშირად ვაკეთებ რაღაცას და რატომღაც მგონია, რომ ოდესღაც ეს უკვე იყო.
– ეგ მეც მემართება, რა არის მანდ სატირალი?
– რა და, მეშინია როდესმე კიდევ ასე რომ განმეორდეს ჩემი ცხოვრება.
– გინდა შენზე მოთხრობა დავწერო?
– არ მინდა.
–…
გაგრძელება
დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 11, 2013 წელი. 1:20am —
არ არის კომენტარები
_______________
- რა გადარდებს?
- მარტოობა მადარდებს. ადამიანი ხშირად ხალხშია, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობს თავს. ზოგჯერ თავის თავიც კი ეუცხოვება, საკუთარ თავს გაურბის. რატომ ხდება ეს? არ ვიცი. საიდან მოვდივართ ან სად მივდივართ? არც ეს ვიცი.
გოდერძი ჩოხელი / "ადამიანთა სევდა"
დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: მარტი 31, 2013 წელი. 12:00am —
1 კომენტარი
________________
ადამინებს ვერ დაივიწყებ, შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება ადამიანური სიხარულით და მწუხარებით სავსე წუთები.
შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება მარტოობის ტკბილი სევდა.
შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება ადამიანური ცოდვა-მადლი.
შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება ღმერთი, რომელიც შენ გწამდა და თუ არ გწამდა, მაინც გყავდა არსებაში.
შენ სულს…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 17, 2013 წელი. 12:00am —
4 კომენტარი
________________
- ეხლანდელები ქაა?! ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა, გვიყვარსო! აეტუზებიან ერთმანეთსა და ჰპროშნიან. ზედაც არ გიყურებენ, გინდა ყოფილხარ იქა გინდა არა, გვიყვარსო! მერეე ქაა?! ეხლანდელი ცოლ-ქმარი რო დადიან, ეგრე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი?! თუ მაგათ სწავლა რომ აქ, სხვანაირი სიყვარული იციან? ჩემ ქმარს რო დავინახავდი, იგრე შამაზრიალებდა ტანში, როგორც რო რა? მაგრამა რას შავიმჩნევდი, სახელი რა არის, სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხშია, მრცხვენოდა. ისრე…
გაგრძელება
დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 19, 2013 წელი. 12:30am —
21 კომენტარი
________________
ისედაც მიტოვებულ სოფელში მიატოვეს ბებო. ზაფხულში ვერ მოიცალეს შვილებმა, ზოგი სამსახურს იმიზეზებდა, ისეთ ადგილებზე მუშაობდნენ, გაცდენა არაფრით არ შეიძლებოდა. შვებულება თითქმის ოთხივემ ერთად აიღო, ოჯახებით აიყარნენ და ზღვაზე წავიდნენ. იქიდან დაბრუნებულებს კი, ისევ უამრავი გადაუდებელი საქმე ელოდებოდათ თბილისში. მთელი ზაფხული მოლოდინში გაატარა ბებომ. ერთთავად თვალებზე სანთელივით გაყვითლებულ ხეს იჩრდილებდა და გზას გაჰყურებდა. გზას გასათიბი ბალახი…
გაგრძელება
დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 25, 2012 წელი. 8:00pm —
5 კომენტარი
________________
- რა გატირებს?
- რაღაც გამახსენდა…
- მაინც?
- აი, ახლა ორმა კაცმა ჩამოიარა და რატომღაც გამახსენდა, რომ ამ კაცებმა, ოდესღაც, ზუსტად აქ ჩამოიარეს…
- მერე, რა გატირებს?
-ხშირად მემართება ესეთი რაღაცები. ხშირად ვაკეთებ რაღაცას და რატომღაც მგონია, რომ ოდესღაც ეს უკვე იყო……
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 23, 2012 წელი. 6:50pm —
1 კომენტარი
________________
სიყვარულზე რატომ არ სწერ, ბალღო, ჰა?! - მეკითხება თანდილა და დაკოჟრებულ ხელისგულს ისვამს ჭაღარა წვერზე.
- რასაც კი ვწერ, განა ყველაფერს სიყვარულზე არა ვწერ?!
- მე ქალისა და ვაჟის სიყვარულზე გეუბნები.
- რომ არავინ მიყვარს?
- რა?!
- ამქვეყნად ყველა და ყველაფერი მიყვარს, კონკრეტულად ჯერ არავინ მყვარებია გამორჩევით.
- ეეხ, შენ დროთაი რომ ვიყავ!
- გიყვარდა ვინმე, პაპა…
გაგრძელება
დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 31, 2012 წელი. 12:00am —
4 კომენტარი
________________
2025
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•