მალე ისე ჩამოცხება და ისე დააჭერს მზე, ეს ჩვენი გაზაფხულის სიხარული ანუ ფერადი ყვავილები თავისი სურნელებით დაჭკნება, გახმება და დაიკარგება. ამიტომ, გაზაფხულის გასახანგრძლივებლად, მსოფლიოს დიზაინერებმა მოიფიქრეს - ყვავილები ჩანთებზე, ყვავილები სამკაულებზე, ყვავილები შარფებზე, ფეხსაცმელებსა და ა.შ. მე კი, ამ დიზაინერების კვალდაკვალ რამდენიმე კარგი ვერსია თუ იდეა შევკრიბე და მინდა გაგიზიაროთ. განსაკუთრებით მაინც ქოლგა და შარფი მომწონს.…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 8, 2018 წელი. 8:30pm —
1 კომენტარი
________________
ხანდახან არის მარტოობაშიაც რაღაც რომანტიული და ამოუხსნელი, მისტიური და ოაზისივით მაცოცხლებელი.. ღამეები იცრიცებიან დღეების მოლოდინში და გრძნობ რამდენად დიდი და მიუწვდომელია უფალი, რამდენად ბრძენი და კეთილისმყოფელია იგი..
განა სასწაული არ არის - გამთეენიისპირზედ, ახლადგამოღვიძებული, შეიგრძნობდე უშრეტ ძალას ბედნიერებისას და სიყვარულისას, მაარტოობისას რომელიც სრულებითაც არ არის მარტო, ეული...
განა სასწაული არ…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: მაისი 3, 2018 წელი. 1:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მქონია ყველაფერი და მქონია არაფერი..
ვყოფილვარ ბედნიერი და... თითქოს უბედურიც.
მაგრამ როცა არაფერი მქონია, შენ ჩემთან ყოფილხარ და ყველაფერი იყო ეს ჩემთვის, მიუხედავად იმისა რომ არაფერი მქონია..
ახლა კი...
ისე აკლიხარ ჩემობას, როგორც ცას ვარსკვლავები. როგორც ზამთრის მზეს ძალა გათბობისა...
ისე მინდა გიგრძნო, როგორც გაზაფხულზე ატმის სურნელს ვგრძნობდი ხოლმე...
ისე მინდა ჩაგჭიდო…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 20, 2015 წელი. 11:00pm —
2 კომენტარი
________________
გრძნობები რომ დუღს არაფრისმომცემ სხეულში... რეალობაა ...ქუჩაში გავლისაას სურნელით მორთულ ხეს რომ შეხედავ და ხვდები რომ სუნთქავ.. მაგრამ ალბათ იმაშიც დამეთანხმებით რომ მხოლოდ აყვავებულ ხეს არუნდა შეეძლოს გაგრძნობინოს სიცოცხლისუნარიანობა..
…
დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 9, 2015 წელი. 4:30am —
არ არის კომენტარები
_______________
გაზაფხულის მეოთხე დილა რომ გათენდა, ჩემი აივნიდან შევხვდი აისს.
დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: მარტი 9, 2015 წელი. 1:00am —
7 კომენტარი
________________
სულ არაფერი იყო...
იყო:
იყო "ყოფნა"... ეს "ყოფნა" კი არ იყო, ეს იყო უყველაფრობა.
- დღეს?
- დღეს გადაიღო უყველაფრობამ, ბოლო მოეღო უარაფრობას და გაყველაფრდა ყველაფერი..…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 12, 2015 წელი. 1:30am —
5 კომენტარი
________________
მიყვარს გაზაფხული, გაცოცხლება მიყვარს ბუნების, ყვავილები: ია, ენძელა, ყოჩივარდები, ფურისულა, ასე ეძახიან ჩემთან სოფელში. (შეიძლება სხვაგან სხვა სახელს ეძახიან) მახსოვს როგორ დავრბოდით ბავშვები ბუჩქიდან ბუჩქის ძირში, როგორ ვაგროვებდით ყვავილებს, როგორ ვეჯიბრებოდით ვინ უფრო მეტ ყვავილს მოკრეფდა და დაღამებისას როგორ ვბრუნდებოდით სახლში. სახლში კი მშობლების საყვედურები, სად ხართ აქამდე? რა დროა? გაკვეთილები მოსამზადებელი გაქვთ, მე მოვყვები ხვალ…
დაამატა ნათი მორბედაძე_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 3, 2014 წელი. 6:30pm —
6 კომენტარი
________________
კარგია, კარგი... დილით რომ იღვიძებ და არაფერი გექაჩება გულზე...მითუმეტეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ დაძინებამდე ათასი რამ გაწუხებდა. მთელ სამყაროსთან იყავი გულწრფელი და ამას სველი თვალებით ამტკიცებდი... მაგრამ თენდება მშვენიერი დილა, გულმშვიდი, სულწყნარი, ნერვებდასვენებული და სუნთქვათავისუფალი. ახლა ვცდილობ გავიხსენო ის, რისი დაწერაც წუხელ მინდოდა ყველაორგანოშეწუხებულობისას, მაგრამ ვერ ვიხსენებ, არა და გულში დანაგამყრელი სიტყვები ჩანდა სიბნელეში და…
გაგრძელება
დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 26, 2014 წელი. 1:30am —
არ არის კომენტარები
_______________
იცი როგორ მენატრები?....... არის წუთები, როდესაც ძალიან მომნატრებია ვიღაც ... და განსაკუთრებულად ძლიერადაც..კი... წლები რომ გავა,როცა ფიქრობ რომ უკვე დაავიწყი,არც ახსოვხარ და ზოგჯერ ვერც წარმოუდგენია შენი ასეთი მონატრება და ფიქრი... როცა გონება ივსება ათასი ფიქრებით,ათასი პრობლემით და მოგონებებით.. ერთბაშად გახსენდება მასთან დაკავშირებული ყოველი დღე და ყველაფერი.. ურთიერთგაგება,სიყვარული და გულწრფელი მეგობრობა ხომ არის ასეთი რამ, ხოდა ზუსტად ახლაა და ასე ერთბაშაც…
გაგრძელება
დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: მაისი 12, 2014 წელი. 12:30am —
არ არის კომენტარები
_______________
მიილია ჟამი ვერცხლის, სუსხიანი ფიფქები თეთრმა ყვავილებმა შეცვალა. ბედნიერებაა, ყოველ დილით ჩიტების ჟივილ-ხივილი რომ გაღვიძებს. ზეცა აიკლეს ჩიტებმა და უხარიათ, ძალზედ უხარიათ. გავდივარ ქუჩაში, მარტო მივდივარ და ვიღიმი.... არ ვიცი რატომ. ასე მგონია გაზაფხული კი არ მოვიდა მე მოვდივარ გაზაფხულად... რა კარგია როცა უბრალოდ გიხარია.…
გაგრძელება
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: მარტი 28, 2014 წელი. 12:00am —
არ არის კომენტარები
_______________
დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 8, 2014 წელი. 1:30am —
19 კომენტარი
________________
დაიმახსოვრე, როდესაც გტკივა
და როცა გრძნობა თავგასულია,
როცა თოვლია გარეთ მუხლამდე,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია!
როცა ფიქრები შენ არ გეკუთვნის,
როცა აზრები გადართულია,
როცა ვერ ხედავ და გენატრება,…
დაამატა Ann_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 24, 2014 წელი. 4:30pm —
1 კომენტარი
________________
მარტო მე შემოვრჩი ცივსა და გაყინულ ზამთარს... ასეა, ყველა მაღალი, ოდესღაც მარტო რჩება! ყველამ თავისი გზა მონახა, მე კიდევ... მეღა შემოვრჩი გაშიშვლებულ ბროწეულის ხეს და ვფიქრობ, რა კარგი იყო ყვავილობა, კვირტობა, შემდეგ ჩვენ ნაყოფად ვიქეცით, გვიხაროდა ერთად ყოფნა, მე და, ჩემს და-ძმებს. ისინი წავიდნენ მე დავრჩი. ახლა სრულიად, უსარგებლო…
გაგრძელება
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 12, 2014 წელი. 4:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მიუწვდომელი, ფერდაკარგული, სახე გამკრთალი, თვალებჩაცვენილი, შორი–შორს და სწრაფად დგამდა ნაბიჯებს. თითქოს ეჩქარებოდეს სადმე... ჩემი აზრით, მეტად ჩაფიქრებული და გულჩათხრობილი გამოიყურებოდა გოგონა, მის ასაკს თუ გავითვალისწინებთ.... არადა მე მის ასაკში რა ლაღი ვიყავი...
მიდიოდა და თითქოს თან მიჰქონდა მთელი სამყარო... გარშემომყოფებიც მიჰყავდა თავის კარჩაკეტილ სასახლეში... კარი ისე იყო ჩაკეტილი რომ მეეჭვება ამ…
გაგრძელება
დაამატა KuLuLa_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 23, 2013 წელი. 8:00pm —
4 კომენტარი
________________
დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: მარტი 24, 2013 წელი. 1:00am —
3 კომენტარი
________________
გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება.
რა დააოკებს თავნება აპრილს?
მოვა, მოიტანს, ცისფერ ყვავილებს
და შენს ფეხებთან დაჰყრის და დაჰყრის.
ვერ გაუძლებენ მოვარდნილ ვნებებს
და…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: მარტი 19, 2013 წელი. 8:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
2025
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•