Nunu qadagidze'ს ბლოგი - სექტემბერი 2019 არქივი (6)

ადამის მიმბაძველობა

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ადამმა ახალი თამაში მოიგონა; ბაძავს ყველა სულდგმულს, რომელიც კი სამოთხის ბაღში მკვიდრობს. კარგად გამოსდის. ხეს მოფარებული ვუთვალთვალებდი (აბა დავენახვებოდი იმის შემდეგ, რაც ჯოხით გამომიდგა?), როგორ გააჯავრა ხარირემს. თავზე განტოტვილი ჯოხები დაიმაგრა, გაექანა და ხეს დაეჯახა თავით. მართალია, შუბლზე მოზრდილი კოპი დააჯდა, სამაგიეროდ მართლა დაემსგავსა…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 24, 2019 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

აუტანელი ადამი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ადამი სულ მთლად აუტანელი გახდა. არ შეუძლია, მშვიდად და აუჩქარებლად ისეირნოს სამოთხის ბაღში. გამუდმებით დარბის, დახტის, ყირაზე გადადის, თან ისე ყიჟინებს, გეგონება ერთი კი არა, რამდენიმე ადამიაო. საიდან სად აღარ გაიგონებ მის ყურისწამღებ ხმას...

      ხანდახან კიდევ ყოვლად უცნაურ გასართობს გამოიგონებს ხოლმე. იმ დღეს შევესწარი, ხეზე ჯოხს…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 21, 2019 წელი. 2:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ადამი და ყვავილების გვირგვინი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      არა, არ შეუძლია სხვანაირად. არაფერს შეგარჩენს, აუცილებლად წასართმევად გამოგენთება, თუნდაც არაფრად ჭირდებოდეს. იმ დღეს ყვავილების გვირვგინი მედგა თავზე, მშვენიერი ნაირფერი სურნელოვანი გვირგვინი... იმდენხანს მოვუნდი იმის დაწვნას. ცისფერმა ჩხიკვმა წამახმარა ნისკარტი, თორემ ალბათ ასეთი კოხტა არ გამოვიდოდა... დავიმაგრე თავზე, ცისფერი ჩხიკვი ამ საქმეშიაც…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 17, 2019 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მზის  დაბადება

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ტბორში ვიბანავე, მზეს ვეფიცხებოდი. რა საამურია მზის სხივები, მათბობენ, მეალერსებიან, მზე მათ უხვად მიგზავნის. თუმცა უკვე კარგად ვიცი, ცხარე ხასიათი აქვთ მზის სხივებს (სამოთხის ბაღში ყოველივეს თავისი ხასიათი აქვს). თუ ზედმეტი მოგივიდა, კანს წითლად აგიფორეჯებენ, თავის სიმხურვალეს მწვავედ გაგრძნობინებენ. ასეთ დროს ჩრდილს შევეფარები ხოლმე.

     …

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 11, 2019 წელი. 2:00pm — 1 კომენტარი
________________

მდინარე

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - ყური დამიგდე, მინდა რაღაც გითხრა, - ბუტბუტით მეუბნება მდინარე.

      - რა უნდა მითხრა? - ვეკითხები, თან თვალი მის ამწვანებულ ნაპირზე მრჩება, სწორედ იქ, სადაც ფარშევანგები დაგოგმანებენ, მათთან თამაში მირჩევნია.

      - ვინ აღარ მინახავს ჩემს ნაპირებზე...

      - მაინც ვინ გინახავს?

      - მაგას რა ჩამოთვლის, - წყნარად…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 9, 2019 წელი. 4:00pm — არ არის კომენტარები
_______________

დრო

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      კიდევ ერთი ახალი სიტყვა გავიგონე გველისგან, მან დრო ახსენა. ჯერ მაგის ჭამის დრო არ დამდგარაო, თქვა, როდესაც მკვახე ვაშლი დაინახა ჩემს ხელში.

      - რა არის დრო? - ვკითხე და მკვახე ვაშლი მოვისროლე.

      გველმა ხმა არ გამცა. რგოლებად დახვეული გაირინდა, თითქოს სძინავსო.

      - მითხარი, რა არის…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 5, 2019 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters