რელიგიურობის ზუსტი განსაზღვრების მოძებნა, უდავოდ, ურთულესი ამოცანაა, თუმცა, საწყის ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რომ რელიგიურობის ფუნდამენტი შემდეგ პრინციპზე დაიყვანება: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ინტელექტი მუდამ მიისწრაფვის სიცხადისა და უეჭველობისკენ, ჩვენი ბუნება ბუნდოვანებას მაინც მომხიბვლელად თვლის“. ვფიქრობ, ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს რელიგიურად თუ მისი მხრიდან ღმერთის რწმენა უშუალოდ მის არჩევანზეა დაფუძნებული, სხვა შემთხვევაში რელიგიურობის სტატუსი და ის რაც წარმოქმნის ამ სტატუსს – რწმენა, მხოლოდ დროებითია და ნებისმიერ დროს შეიძლება დასრულდეს.
ადამიანთათვის რელიგიური ტოლერანტობის, ანუ ადამიანთა რელიგიური ნიშნით შემწყნარებლობის მიღწევა, ცალსახად, პროგრესულ ნაბიჯად შეგვიძლია მივიჩნიოთ, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ მწარე ისტორიულ გამოცდილებას, როდესაც ადამიანები ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ მათ განსხვავებული რწმენა ჰქონდათ. დღევანდელი გადმოსახედიდან, რაოდენ აბსურდული და ტრაგიკომიკურია ვითარება, როდესაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა იმან, რისი/ვისი არსებობაც არ დასტურდება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რელიგიური ტოლერანტობა, რომელიც განხორციელებულია ავტომატურად და გაუცნობიერებლად, მხოლოდ იმ მოტივით, რომ დღესდღეობით ასეა მიღებული ცივილიზებულ საზოგადოეაბაში, არსებითად, მხოლოდ ფარისევლური ხასიათის მატარებელად შეიძლება ჩაითვალოს. მეტად საფიქრებელია, რომ შეუძლებელია რაიმეს მიმართ შემწყნარებელი იყო თუ არ იცი კერძოდ რას იწყნარებ, ანუ არ გაქვს ცოდნა მის შესახებ. დღესდღეობით, შეიძლება ითქვას, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება რელიგიური ტოლერანტობით, მაგრამ სულ ცოტა თვით რელიგიით.
თავისუფლების თაობაზე, უწინარეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ის არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ნიცშეს თქმით: „თავისუფლება, ეს არის ნება, აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე“. თავისუფლების მოპოვება, არათუ პრობლემების გადამჭრელი, არამედ ახალი, დამატებითი თავისტკვილის წინაპირობაა. თავისუფლების რელიგიის ჭრილში განხილვისას შესაძლებელია ითქვას, რომ რელიგიური ადამიანი არ არის თავისუფალი და გამომწყვდეულია ერთგვარ რელიგიურ მატრიცაში, სადაც თავს მეტ–ნაკლებად კომფორტულად გრძნობს. დასასრულს ვიტყვი, რომ „თავისუფალია ადამიანი, ვინც სულ ცოტა, ის მაინც შეიგნო, რომ თავისუფალი არ არის“.
ტეგები: თავისუფლება, რელიგია, რწმენა, ტოლერანტობა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•