ფილმი „გაქცევა შოუშენკიდან“ ეხება ყველაფერ ცხოვრებისეულს. ფილმში აღწერილია ენდი დიუფრეინის ცხოვრება შოუშენკის ციხეში. აღნიშნული პირი ცოლისა და მისი საყვარლის მკვლელობაშია ბრალდებული. ციხეში მყოფი თითოეული პირის ვალდებულებას და მოვალეობას წარმოადგენს ციხის საკმაოდ მკაცრი წესების დამორჩილება და მათი შესრულება. საპყრობილეში აკრძალულია ღვთის გმობა, ბადრაგებს კი მხოლოდ და მხოლოდ ორი რამის სწამთ:ღმერთის და დისციპლინის. ეს ლოგიკურიცაა, რადგან მხოლოდ ღმერთის რწმენა გადაარჩენს სამყაროს. აი, რაც შეეხება დისციპლინას, მის გარეშე ნამდვილად წარმოუდგენელია წესრიგის დამყარება. ამგვარად, ციხეში გაბატონებული რწმენა ნამდვილად საგულისყურო და გასათვალისწინებელია. ციხეში ძალიან საშინელი ატმოსფეროა. იქ ვითომ არ გკლავენ, მაგრამ რეალურად სიცოცხლეს კი გართმევენ. თითოეული პატიმარი გრძნობს აუტანელ, ჯოჯოხეთურ სიცივეს. ახალმოსულები პირველ ღამეს ჭკუიდან იშლებიან. მაგრამ მთავარია პირველ დღეს გადარჩე, შემდგომ ყველაფერი გაცილებით მარტივია. დროის გასვლასთან ერთად, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და მეტიც, შემდგომ ამ ყველაფერთან განშორებაც კი უჭირს. მაგალითად, ასე დაემართა ბიბლიოთეკარ ბრუქსს. იგი იმდენად შეეჩვია საპყრობილეს, რომ მისთვის კომფორტის ზონას მხოლოდ ციხის ერთფეროვანი გარემო წარმოადგენდა. მან ვეღარ შეძლო, რომ გარეთ გასული, თავისუფლებას გამკლავებოდა, ვერ აუწყო ცხოვრების სწრაფ ტემპს ფეხი(ბრუქსის აზრით, მთელ სამყაროს სადღაც ჯანდაბაში მიეჩქარებოდა). თავისუფლება ხომ მხოლოდ ძლიერთა ხვედრია. მაგრამ საჭიროა, რომ ცხოვრებას ფეხი ავაყოლოთ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს. სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია იცხოვრო. მაგალითი შეგვიძლია ავიღოთ „პატარა უფლისწულის“ პერსონაჟ მეფარნესგან. ის მეხუთე პლანეტაზე ცხოვრობდა და მიუხედავად იმისა, რომ პლანეტა უსწრაფესად ტრიალებდა და დასვენება თითქმის არ უწევდა, იგი მაინც შემართებით ანთებდა და აქრობდა ფარანს. ცხოვრებას კი შეძლებისდაგვარად უწყობდა ფეხს. ბრუქსის მსგავსი გრძნობა დაეუფლა ციხიდან გამოსულ რედსაც. მას არაერთხელ უნატრია კვლავ მშობლიურ ადგილებში დაბრუნება. მან ხომ ორმოცი წელი დაჰყო ციხის კედლებში. გარეთ ყველაფერი სხვანაირად ეჩვენებოდა. მას არაფერზე ნებართვის აღება არ სჭირდებოდა ციხისგან განსხვავებით, მაგრამ ესეც უცნაურობა იყო მისთვის. რედი ორმოცი წლის განმავლობაში თხოულობდა ნებართვას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. უკვე გათავისუფლებული კი მარტო იმაზე ფიქრობდა, გამოსაცდელი ვადა როგორ დავარღვიოო. მისი აზრით საშინელებაა მუდამ შიშში ყოფნა. უნდოდა იქ დაბრუნება, სადაც არ ეშინოდა. მარტო ერთი აკავებდა-პირობა, რომელიც ენდის მისცა. ბრუქსის და რედისნაირი აღგზნებული მარტო თავისუფალი ადამინაია. ადამიანი, რომელმაც ხანგრძლივი მოგზაურობა დაიწყო და არ იცის რით დამთავრდება.
დავუბრუნდეთ ენდის და მის ურთიერთობას რედთან. ენდიმ გამოჩენსითანავე დაიპყრო შემდგომში უკვე ყველაზე ახლო მეგობრის გული. რედი ხომ სწორედ მასზე ჩამოვიდა ფსონს. თავდაპირველი დანახვისას რედს ეგონა, რომ ენდის ნიავიც კი წააქცევდა. იგი ისე მისეირნობდა თითქოს უდარდელი კაცი პარკში სეირნობსო, თითქოს უჩინარ მოსასხამში იყო გახვეული. მაგრამ თანდათან ენდი საკმაოდ თავდაჯერებულ და მიზანდასახულ პიროვნებად ჩამოყალიბდა. დიუფრენმა დანარჩენი პატიმრების ყურადღება სახურავზე მუშაობისას მიიპყრო. მან ხომ ერთ-ერთ გავლენიან პიროვნებას ასწავლა როგორ უნდა შეენარჩუნება ძმის ანდერძის საფუძველზე მასზე გადაცემული ქონება. სანაცვლოდ კი მხოლოდ რამდენიმე ბოთლი ლუდი მოითხოვა, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ამხანაგებს მუშაობა გამარტივებოდათ. ენდის თავად წვეთიც არ დაულევია. ამ ფაქტმა დაკავებულებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მათთვის ეს ამბავი ძალიან გასაკვირი აღმოჩნდა. ზოგი ფიქრობდა, რომ მან ეს ასე იმიტომ გააკეთა, რომ პატიმრებში მეგობრები გაეჩინა, მაგრამ რეალურად იმიტომ, რომ თავი ცოტა ხნით მაინც ეგრძნო თავისუფალ ადამიანად. ენდი საკმაოდ დიდსულოვანი ადამიანი აღმოჩნდა. მან არამარტო თვითონ შეიგრძნო თავისუფლების გემო, არამედ სხვებსაც შეაგრძნობინა იგი. პატიმრები ცოტა ხნით თავს თავისუფალ ადამიანებად და მთელი სამყაროს მფლობელებად გრძნობდნენ. ეს კი ძალიან დიდ შვებას წარმოადგენს ნებისმიერი ციხეში მყოფი ადამიანისთვის. მათ ხომ თავისუფლება სწყურიათ. ფილმის ძალიან ემოციური ეპიზოდია ის, როდესაც ენდი საჯაროდ უკრავს მუსიკას. წამის მეასედით შოუშენკის ყველა ბინადარმა თავი თავისუფალ ადამიანად იგრძნო. ენდი ძალიან მზრუნველია, რადგან სხვების ბედნიერებისთვის მზადაა თავი გასწიროს.
ციხე ადგილია, სადაც უამრავი დრო გაქვს და უამრავი საფიქრალი, საზრუნავი. კონცენტრირებას კი ახდენ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ დრო როგორმე მოკლა და რამეს გული გადააყოლო. დრო, რომელიც სამართებელივით გსერავს. მაგრამ სხვა გზა არ არის, უნდა გაუძლო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ხალხი განათლებაზე ფიქრს იწყებს ციხეში. მათ შორის ისინიც, ვისაც მასზე მანამდე არასდროს უფიქრია. ენდიმ არაერთ ადამიანს მიაღებინა განათლება და მისაცა საშუალება საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისა.
„გაქცევა შოუშენკიდან“ ადასტურებს, რომ ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვროა. მათ გაცილებით მეტი შეუძლიათ ვიდრე ეს წარმოსადგენია. ენდი დიუფრენმა შეძლო ის, რაც ბევრს აუხდენელ და აუსრულებელ ოცნებად მიაჩნდა. მან შეძლო, რომ გაქცეულიყო ციხიდან, შოუშენკიდან, რომლიდანაც გაქცევა წარმოუდგენელი იყო და ალბათ ისტორიას მსგავსი პრეცენდენტიც არ ახსოვდა. ასეა, ადამიანმა თუ მიზანი დაისახა და მის შესასრულებლად ძალ-ღონეს არ იშურებს, მას აუცილებლად ყველაფერი გამოუვა. წარმატება ხომ მხოლოდ იმის მიღებაა რაც გსურს და რისთვისაც ბევრი იშრომე და რაც შეგეძლო თუ არ შეგეძლო მასში ყველაფერი ჩადე. რაც არ უნდა იყოს, არასოდეს არ უნდა დავნებდეთ. ენდიმ ბევრი იწვალა, იშრომა და ბოლოს მიაღწია საწადელს. ის იყო კაცი რომელმაც სიბინძურის მდინარეში იხოხა და სუფთა გმოვიდა. რედის აზრით, „არიან ჩიტები, რომელსაც გალიაში ვერ დაატყვევებ. გამორჩეულად ნათელი შეფერილობა აქვთ. მერე კი როცა გაფრინდებიან, სულის ის ნაწილი რომელმაც კარგად იცოდა ბუდეში რომ ვერ გააჩერებდი, რაღაცნაირად წყნარდება და ჩუმად უხარია, რომ გაფრინდნენ. მაგრამ ის ადგილი, სადაც ცხოვრობ უფრო პირქუში ხდება.“ ჩემი გადმოსახედიდან, თავად რედი ასეთი ძლიერი პიროვნება არ იყო, მაგრამ ენდისთან ურთიერთობამ ის უფრო განავითარა და უფრო ძლიერ პიროვნებად ჩამოაყალიბა დროთა განმავლობაში. რაღა თქმა უნდა, ადამიანს სევდა შეგიპყრობს, როდესაც ენდისნაირ ადამიანთან ურთიერთობა აღარ გექნება.
მეგობრობა - ერთ-ერთი მთავარი რამ, რის გარეშეც ცხოვრება ძალიან უჩვეულო, მოსაწყენი და უფერული იქნებოდა. წარმოიდგინეთ შოუშენკში მაცხოვრებელთა სიცოცხლე მეგობრობის გარეშე. მათ ასე ალბათ მოაკლდებოდათ სიცოცხლის უამრავი წელიწადი. „ცრემლების ქვეყანა ხომ ისეთი იდუმალებით მოცული სამყაროა.“ ადამიანები კი უნდა ვეცადოთ, რომ ერთმანეთს როგორც შეგვიძლია დახმარება გავუწიოთ და შეძლებისდაგვარად ტვირთი შევუმსუბუქოთ.
„იმედი კარგი რამეა, ალბათ საუკეთესოც. კარგი რაღაცები კი არ კვდებიან.“ ჩვენ, ადამიანები, ყოველთვის უნდა ვიყოთ ოპტიმისტები და არასდროს დავკარგოთ მომავლის რწმენა. „აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია.“
და ბოლოს, კვლავ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომლიც დასაწყისში ერთხელ უკვე აღვნიშნეთ. ფილმის დასასრულს, ენდი კიდევ ერთხელ გვატყობინებს, რომ ხსნა ღმერთშია. მხოლოდ და მხოლოდ უფლისადმი ერთგულებით მოიპოვება საუკუნო ცხოვრება.
„გაქცევა შოუშენკიდან“ მეტია ვიდრე უბრალოდ ფილმი.
ტეგები: განხილვა, თავისუფლება, იმედი, მეგობრობა, ფილმი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•