წმიდა გრიგოლი, რომელსაც იოანე მოციქულის მსგავსად ღვთისმეტყველი ეწოდა, 329 წელს კაბადოკიაში, ქალაქ ნაზიანში დაიბადა. განათლებულ და შეძლებულ ოჯახში. გრიგოლ ღვთისმეტყველის მამა, რომელსაც ასევე გრიგოლი ერქვა თავიდან ქრისტიანი არ იყო. დედა კი, ნეტარი ნონა, ღვთისმოშისი ქრისტიანი იყო. ღმრთის განგებით იგი ურწმუნო კაცის ცოლი გახდა და ქრისტეს სჯულზე მოაქცია.
ყრმა გრიგოლი ქრისტიანულად იზრდებოდა. თავიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული გონებით. ერიდებოდა ზედმეტ ჭამა – სამას, ფუჭ დროსტარებას.
განათლება ჯერ პალესტინის კესარიაში მიიღო, შემდეგ ალექსანდრიასა და ათენში. ათენში ბასილი დიდს დაუმეგობრდა. ათენში ასწავლიდა რიტორიკას. 30 წლის ასაკში მამიგან მიიღო წმინდა ნათლისღება. მამა ამ დროს ნაზიანზის ეპისკოპოსი იყო. მამის თხოვნით გრიგოლი ნაზიანზში დარჩა. მთელ დროს კითხვასა და ლოცვაში ატარებდა. მამამ გრიგოლი ნების საწინააღმდეგოდ მღვდლად აკურთხა და ეპისკოპოსად უნდოდა დაედგინა. ეს რომ შეიტყო გრიგოლი სახლიდან გაიპარა და პონტოს მონასტერში წავიდა თავის მეგობარ ბასილთან. როცა გრიგოლის ძმა კესარიოსი გარდაიცვალა მამამ წერილი მიწერა. სთხოვდა ჩასულიყო და თანადგომა გაეწია. გრიგოლმა მამას თხოვნა აუსრულა და ჩავიდა ნაზიანზში. ღრმად მოხუცებულ მამას ეხმარებოდა ეკლესიის მართვასა და არიოზის ცრუ – მოძღვრების მხილებაში. ამ დროს იმპერატრი არიოზის მიმდევარი ვალენტინი იყო. კესარიის ეპისკოპოსი კი ევსები რომელმაც გადაუხვია სარწმუნოებას. ეს რომ შეიტყო გრიგოლმა წერილი მისწერა ეპისკოპოს და ბასილი დიდის დაბრუნება ურჩია.
ბასილი დიდი კესარიაში დაბრუნდა და მხარში დაუდგა ევსევის. არიანელთა დიდი ნაწილი დადუმდა. დანარჩენები გაიქცა. მალე ევსევი გარდაიცვალა და კესარიის მთავარეპისკოპოსის ტახტზე ბასილი გახდა, თუმცა ეს მისი ნების წინააღმდეგ მოხდა.
წმიდა გრიგოლი კი ერთ-ერთ მონასტერში განმარტოვდა, შემდეგ კი უდაბნოში დაეყუდა, თუმცა მალე ყურად იღო მშობლების ვედრება და ნაზიანზში დაბრუნდა. მამა სთხოვდა, მის ნაცვლად ემართა ნაზიანზის ეკლესია, მაგრამ გრიგოლს არ სურდა ამ პატივის მიღება და უარზე იდგა. ბოლოს იგი დამორჩილდა ბასილი დიდისა და მამის ნებას და ქალაქ სასიმის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. მამის სიკვდილის შემდეგ კი ხალხს უნდოდა მამის კათედრა დაეკავებინა. გრიგოლმა იუარა. ფარულად სელევკიაში გაემგზავრა, იქიდან კი კესარიაში ჩავიდა და ბასილის მიერ მოწყობილი საავადმყოფოებისა და ხანაგების გამგებლობას შეუდგა.
ამასობაში არიანული წვალების წიაღიდან იშვა ახალი - მაკედონიოსის სული წმიდის მგმობელი წვალება. ეს წვალება განსაკუთრებით გავრცელდა ბიზანტიაში. ბასილი დიდისა და მრავალი სხვა მამის რჩევით, გადაწყდა გრიგოლი ბიზანტიაში ჩასულიყო მართლმადიდებლობის დასაცავად. ამ დროს აღესრულა ბასილი დიდი, რამაც დიდად დაამწუხრა გრიგოლი, იგი ჩავიდა კესარიაში და თავისი უახლოესი მეგობარი დაიტირა. შემდეგ გრიგოლი კონსტანტინეპოლში გაემგზავრა, სადაც ქრისტეს ეკლესია მეტისმეტად შერყეული დახვდა. ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი მწვალებლებს ჰყავდათ გადაბირებული, თითქმის ყველა ტაძარი მათ ხელში იყო. მართლმადიდებლებს ეპყრათ მხოლოდ ერთი პატარა, წმიდა ანასტასიას სახელობის ძველი ეკლესია. წმიდა გრიგოლმა მაშინვე დაიწყო ბრძოლა მწვალებელების წინააღმდეგ. მისი დაუღალავი ქადაგების შედეგად ქრისტეს ეკლესიას მრავალი შეცთომილი შვილი დაუბრუნდა, მწვალებელთა რიცხვი კი ყოველდღიურად კლებულობდა.
ამასობაში გამოჩნდა კიდევ ერთი ახალი წვალება - აპოლინარიუსისა, რომელიც არასწორად ასწავლიდა ქრისტეს განხორციელების შესახებ. ამ წვალებამ ძალიან მოიკიდა ფეხი და წმიდა გრიგოლმა, როგორც მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველმა, მის წინააღმდეგაც გაილაშქრა. აპოლინარიუსის მიმდევრებმა სასტიკი ბრძოლა გაუმართეს წმიდანს, მრავალჯერ დასწამეს ცილი, მრავალჯერ დაუპირეს ქვებით ჩაქოლვა, მაგრამ ღმერთი ყოველთვის იფარავდა მას. ბოლოს იგი შეიპყრეს და ქალაქის თავს წარუდგინეს, როგორც ავაზაკი, მაგრამ მან იცოდა გრიგოლის უდანაშაულობა და გაათავისუფლა.
ამგვარად, წმიდა გრიგოლმა შორს გაითქვა სახელი, როგორც მართლმადიდებლობის მხნე დამცველმა და ბრძენმა მოძღვარმა. სწორედ განსაკუთრებული სიბრძნისა და მრავალ მძლავრ მწვალებელზე მოპოვებული გამარჯვებისათვის ეწოდა მას ''ღმრთისმეტყველი'', ქრისტეს საყვარელი მოწაფის, იოანეს მსგავსად.
არიოზის მიმდევართა ერესისაგან მართლმადიდებლური რწმენის დასაცავად გრიგოლ ღვთისმეტყველმა კონსტანტინეპოლში წარმოსთქვა ხუთი უბრწყინვალესი სიტყვა. ამ სიტყვებმა განსაკუთრებული როლი შეასრულეს მართლმორწმუნეთა განმტკიცების საქმეში.
381 წელს ბიზანტიაში დაიწყო მეორე მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელზეც 150-მა ეპისკოპოსმა მოიყარა თავი. კრების თავმჯდომარედ აირჩიეს წმიდა მელენტი ანტიოქიელი. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი თავისი ნების წინააღმდეგ, მეფისა და მთელი ხალხის თხოვნით, კონსტანტინეპოლის პატრიარქის ტახტზე აიყვანეს. მალე მელენტი ანტიოქიის პატრიარქი ავად გახდა და გარდაიცვალა. ამ დროს კრებაზე ჩამოვიდნენ მაკედონიისა და ეგვიპტის ეპისკოპოსები, რომლებმაც დიდი უკმაყოფილება გამოთქვეს გრიგოლის არჩევის გამო. ისინი ამტკიცებდნენ, რომ კონსტანტინეპოლის პატრიარქის არჩევა ალექსანდრიის პატრიარქის საქმე იყო და არა ანტიოქიის. ეპისკოპოსებს შორის დავა ატყდა. ერთნი ამბობდნენ გრიგოლი სამართლიანად არის არჩეულიო, მეორენი კი საწინააღმდეგო აზრისანი იყვნენ. მაშინ წმიდა გრიგოლმა შეკრიბა ეპისკოპოსები და სიტყვით მიმართა მათ.
გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებმა აატირა მეფე და იქ მყოფი დიდებულები. ყველა დიდ სიყვარულს გრძნობდა წმიდა გრიგოლის მიმართ და არ სურდათ მისი გაშვება. წმინდანმა კვლავ რამდენჯერმა გაუმეორა თხოვნა, თან სიბერესა და სნეულებასაც ახსენებდა. ბოლოს, როგორც იქნა დაარწმუნა მეფე გაეშვა გრიგოლი, რათა დარჩენილი დღეები მშვიდად გაეტარებინა და დაესვენა ამდენი შრომის შემდეგ. მაშინ გრიგოლი ყველას გამოეთხოვა, უკანასკნელი დარიგება მისცა თავის სამწყსოს და გასცილდა ქალაქს. ხალხმა ტირილით გააცილა საყვარელი მღვდელმთავარი. რამდენიმე ეპისკოპოსმა, ვისაც უყვარდა გრიგოლი და განიცდიდა მის წასვლას, დატოვა კრება და შინ გაემგზავრა. ასეთები იყვნენ გრიგოლ ნოსელი, ამგილოქე იკონიელი, ევლოგი ედესელი. კრებაზე დარჩენილმა ეპისკოპოსებმა პატრიარქად სენატორი ნექტარიოსი აირჩიეს.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი კაპადოკიაში, პატარა სოფელ არიანზში განმარტოვდა. აქ იგი ისვენებდა, თან ბევრს შრომობდა ეკლესიის საკეთილდღეოდ. ამ დროს მისი სამშობლო, ნაზიანზი აპოლინარიუსის წვალებით იყო შებილწული. წმიდა გრიგოლი თავისი სიტყვითაც და ეპისტოლეებითაც მტკიცედ ებრძოდა ამ ცრუმოძღვრებას. ქალაქის მცხოვრებნი სთხოვდნენ, ეკლესიის მმართველობა ეკისრა, მაგრამ გრიგოლმა უარი თქვა ამ პატივზე და სხვა, ღირსეული ეპისკოპოსი დაუდგინა, თვითონ კი კვლავ არიანზში განაგრძობდა განმარტოებულ ცხოვრებას.
389 წლის 25 იანვარს, ღრმად მოხუცებული აღესრულა. პატივით დაკრძალეს მშობლიურ ქალაქ ნაზიანზში. 950 წელს ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე პორფიროგენეტმა მისი წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენა.
შემორჩენილია წმიდა გრიგოლ ნაზიანზელის 45 საღვთისმეტყველო სიტყვა, მათ გარდა წმიდანს ეკუთვნის თეოლოგიური და ავტობიოგრაფიული ხასიათის პოეტური თხზულებანიც.
ტეგები: 7 თებერვალი, Qwellyland, ეპისკოპოსი, თებერვალი, თვენი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•